დოლომიტი
დოლომიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | CaMg(CO3)2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. |
კრისტალის სინგონია | ტრიგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 3,5-4,5 |
სიმკვრივე | 2800-2900 კგ/მ³ კგ/მ³ |
დოლომიტი — კარბონატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა CaMg(CO3)2. კრისტალება ტრიგონულ სინგონიაში. აგრეგატები მარცვლოვანი, თირკმლისებრი ან ბოჭკოვანია. არის თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,5. სიმკვრივე 2800-2900 კგ/მ³.
მინერალ დოლომიტისგან წარმოიქმნება ქანი, რომელიც ქემოგენური, ზოგჯერ ჰიდროთერმულიცაა. ხშირად კალციტთან ერთადაა წარმოდგენილი. ხშირია კირქვის შლამის ან კირქვების გადოლომიტება (Ca-ის Mg-ით ჩანაცვლების პროცესი). დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.
პირველად დოლომიტი აღწერა დეოდა დოლომიემ 1791 წელს, როდესაც იგი იკვლევდა იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად დოლომიტის ალპები ეწოდება. სახელი ეწოდა ფრანგი გეოლოგისა და მინერალოგის დეოდა დოლომიეს (1750-1801) გვარის მიხედვით.
საქართველოში დოლომიტის საბადო ცნობილია აბანოში (ქარელის მუნიციპალიტეტი) და სქურში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 477.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლომიტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)