შინაარსზე გადასვლა

დოლნი-ბენეშოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დოლნი-ბენეშოვი
Dolní Benešov

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Zábřeh[1] და Q56414900?
კოორდინატები 49°55′16″ ჩ. გ. 18°06′30″ ა. გ. / 49.92111° ჩ. გ. 18.10833° ა. გ. / 49.92111; 18.10833
მმართველი იან ვიდლაკი
პირველი ხსენება 1312
ფართობი 14,81 კმ²
ცენტრის სიმაღლე 231
მოსახლეობა 3 869[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 261 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 747 22
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი dolnibenesov.cz
დოლნი-ბენეშოვი — ჩეხეთი
დოლნი-ბენეშოვი

დოლნი-ბენეშოვი (ჩეხ. Dolní Benešov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ოპავის რაიონში მდებარეობს. ქალაქი 2 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება. დოლნი-ბენეშოვის გარდა მის მუნიციპალიტეტში შედის ზაბრჟეჰი. ქალაქი ისტორიული ჰლუჩინის რეგიონის ნაწილია.

დოლნი-ბენეშოვი რაიონულ ცენტრ ოპავიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ვაკე რელიეფზეა გაშენებული და მდინარე ოპავის მახლობლად მდებარეობს. ეს მდინარე დოლნი-ბენეშოვის ჩრდილოეთ მუნიციპალურ საზღვარს წარმოადგებს. ქალაქის ტერიტორიაზე ორი მოზრდილი სათევზაო ტბორია მოწყობილი.

ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1312 წელსაა მოხსენიებული. ის ბენეშოვიცეს დიდგაროვანთა ოჯახის საკუთრება იყო. ქალაქმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და 1493 წელს მეფე ვლადისლავ II-ესგან ქალაქის პრივილეგიები მიიღო.[3]

მეორე მსოფლიო ომის დროს დოლნი-ბენეშოვში ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული მოკავშირეთა ძალების სამხედრო ტყვეთა ბანაკი იყო. 1945 წლის იანვარში, როდესაც საბჭოთა არმიამ დასავლეთით გადაინაცვლა, ამ ბანაკში მყოფი ტყვეები „გრძელი მარშის“ სახელით ცნობილი მსვლელობით დასავლეთისკენ გადაიყვანეს. ბევრი მათგანი ძლიერი სიცივისა და დაღლილობისგან დაიღუპა. მცირე რაოდენობით გადარჩენილები ბოლოს მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს.[4]

დოლნი-ბენეშოვის ციხე
წმინდა მარტინის ეკლესია

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლნი-ბენეშოვის ციხე XIV საუკუნეში ააგეს. ის XVI - XVII საუკუნეების მიჯნაზე რენესანსის სტილის სასახლედ გადაკეთდა. XVIII საუკუნეში ნაგებობას ბაროკოს ელემენტები დაუმატეს. დღეს დოლნი-ბენეშოვის ციხესიმაგრეში ადგილობრივი გამგეობაა განთავსებული. ციხესიმაგრე გარშემორტყმულია 1.7 ჰექტარზე გაშენებული ინგლისური სტილის პარკით, რომლის მონახულებაც თავისუფლად არის შესაძლებელი.[3][5]

წმინდა მარტინის ეკლესია XVII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ეკლესიას სამრეკლო 1862–1863 წლებში დაემატა.[6]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 1 2 Historie města cs. Město Dolní Benešov. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  4. Stalag VIIIB/344 Lamsdorf. ციტირების თარიღი: 2019-06-08
  5. Zámek Dolní Benešov cs. Sdružení obcí Hlučínska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-13. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  6. Kostel sv. Martina cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-04-21
  7. Partnerské mestá sk. Rajecké Teplice. ციტირების თარიღი: 2022-02-24
  8. Miejscowości partnerskie pl. Gmina Wilamowice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-09. ციტირების თარიღი: 2020-09-12