დოლაბი
იერსახე
დოლაბი — ბუნებრივი ან ხელოვნური მრგვალი, გათლილი ქვა, რომელიც ასეთსავე უძრავ ქვაზე ბრუნავს, წისქვილის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.
იყენებენ მარცვლოვანი კულტურებისათვის ჩენჩოს შემოსაცლელად, მარცვლეულისა და სხვა მასალის დასაღერღად, დასაფქვავად. ბუნებრივ დოლაბს ამზადებენ მყარი ქანების (კვარციტი, ქვიშაქვა, გრანიტი) ერთი ან რამდენიმე ნატეხისაგან, ხელოვნურს — მსხვრეული კაჟის, კვარციტისა და ზუმფარისაგან ან ზუმფარისა და კაჟის ნარევისაგან (ნაწილაკებს ერთმანეთთან აცემენტებენ მაგნიუმქლორიდით ან კაუსტიკური მაგნეზიტით).
დოლაბის პირზე, დასაფქვავი მასალის უკეთ დასანაწევრებლად ნაჭდევებს აკეთებენ („მოკოდვა“). რაჭასა და ხევსურეთში „დოლაბი“ წისქვილს ერქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოლოდინი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.