ვასილი დოკუჩაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დოკუჩაევი, ვასილი)
ვასილი დოკუჩაევი

დაბ. თარიღი 17 თებერვალი (1 მარტი), 1846
დაბ. ადგილი Milyukova
გარდ. თარიღი 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1903 (57 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, pedologist, გეოგრაფი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ხარკივის ვასილი დოკუჩაევის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები დოკუჩაევის ნიადაგთმცოდნეობის სკოლა
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, მაკარევის პრემია და სასოფლო-სამეურნეო დამსახურების ორდენის კავალერი
ხელმოწერა

ვასილი ვასილის ძე დოკუჩაევი (რუს. Докучаев, Василий Васильевич; დ. 1 მარტი [ძვ. სტ. 17 თებერვალი] 1846, სოფ. მილიუკოვო, სმოლენსკის ოლქი, — გ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 26 ოქტომბერი] 1903, პეტერბურგი) — რუსი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა გეოლოგიასა და ნიადაგთმცოდნეობაში. თანამედროვე გენეზისური ნიადაგთმცოდნეობისა და ზონალური აგრონომიის ფუძემდებელი. XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1871 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებიმეტყველო განყოფილება. 1872 წელს აირჩიეს პეტერბურგის ბუნებისმეტყველთა, ხოლო 1873 წელს მინერალოგიური საზოგადოების ნამდვილ წევრად; 1874 — წლიდან ლექციებს კითხულობდა სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში; 1880 — წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი; 1883 — წლიდან პროფესორი.

მონოგრაფიამ „რუსეთის შავმიწა ნიადაგი“ (სადოქტორო დისერტაცია, 1883) დოკუჩაევს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. იგი დამსახურებულად აღიარეს გენეზისური ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლად. დოკუჩაევმა პირველმა დაადგინა ნიადაგის წარმოქმნის არსი, მოგვცა გენეზისურ პრინციპზე დაფუძნებული ნიადაგის მეცნიერული კლასიფიკაცია (1886).

1898-1899 იმოგზაურა კავკასიაში, გამოიკვლია სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს მრავალი რაიონი (აჭარის სანაპირო, ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოები, ჯავახეთი, კახეთი, საქართველოს სამხედრო გზის ზოლი). კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს მაგალითზე დაადგინა ნიადაგების გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი კანონი მათი ვერტიკალური გავრცელების შესახებ.

1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენაზე დემონსტრირებული იყო რუსეთის ნიადაგები და დოკუჩაევის გამოქვეყნებული შრომები, რომლებსაც ოქროს მედალი მიენიჭა. დოკუჩაევმა შექმნა მოძღვრება ნიადაგის ევოლუციაზე. მისმა იდეებმა გავლენა მოახდინა ტყეთმცოდნეობის, მელიორაციის, ჰიდროგეოლოგიის, დინამიკური გეოლოგიისა და სხვა მეცნიერებაზე. 1946 წლის მარტში მეცნიერის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ნიადაგთმცოდნეობაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის დაწესდა ვასილი დოკუჩაევის სახელობის პრემია და ოქროს მედალი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Способы образования речных долин Европейской России, СПБ, 1878;
  • Русский чернозем. Отчет Вольному экономическому обществу, СПБ, 1883;
  • Наши степи прежде и теперь, СПБ, 1892;
  • Место и роль современного почвоведения в науке и жизни, СПБ, 1899;
  • К учению о зонах природы. Горизонтальные и вертикальные почвенные зоны, СПБ, 1899;
  • Избр. соч., т. 1—3, М., 1948—49;
  • Соч., т. 1—9, М., 1949—61.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Чеботарева Л. А., Василий Васильевич Докучаев, в кн.: Докучаев В. В., Соч., т. 9, М., 1961;
  • Соболев С. С., Развитие идей В. В. Докучаева, там же, т. 9, М., 1961;
  • Полынов Б. Б., Крупеников И. А., Крупеников Л. А., Василий Васильевич Докучаев. Очерк жизни и творчества, М., 1956;
  • Крупениковы И. и Л., Путешествия и экспедиции В. В. Докучаева, М., 1949;
  • В. В. Докучаев и география (1846—1946). Сб. статей, М.—Л., 1946;
  • Герасимов И. П., Великий русский ученый В. В. Докучаев (к 125-летию со дня рождения), "Почвоведение", 1971, №8.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]