დოიჩე მილიტერცაიტშრიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დოიჩე მილიტერცაიტშრიფტი (გერმანულად Deutsche Militärzeitschrift — გერმანული სამხედრო ჟურნალი, გერმანული აბრევიაციით DMZ დეემცეთი) არის 1995 წლიდან გამომავალი ჟურნალი და იგი განკუთვნილია მეორე მსოფლიო ომის მომსწრე თაობისათვის, ბურდესვერის ჯარისკაცებისა და რეზერვისტებისათვის. გარდა ამისა, ჟურნალის რედაქცია ითვალისწინებს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ სახალხო არმიაში (გერმანული აბრევიაციით NVA ენჶაუა) ნამსახურევი ხალხის, ან უბრალოდ დღეს მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული ადამიანების სამხედრო და პოლიტიკურ ინტერესებს. რედაქცია თავის თავს კონსერვატიულ სპექტრში მოიაზრებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა კი ამ სამხედრო ჟურნალს მემარჯვენე ექსრემისტული მიმართულებისად განიხილავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი დააარსა ჰარალდ თომასმა (ბრიული) 1995 წლის აპრილში, მაგრამ 1997 წლის დასაწყისში „დოიჩე მილიტერცაიტშრიფტი“ გადამდგარმა ობერლეიტენანტმა ვოლფგანგ დიშერტმა (კელნი) შეისყიდა. 2003 წლიდან გაჭიანურდა ამ პროექტის რეალიზაცია იმის გამო, რომ გამომცემლობა გაკოტრების წინაშე დადგა. შემდგომში ჟურნალის გამოცემა დიტმარ მუნიერმა განაგრძო.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამხედრო საქმის ისტორია
  • ომი
  • ტყვეობა
  • ხიზნობა და განდევნა
  • სამხედრო მეცნიერება
  • კრიზისის კერა
  • ბუნდესვერი და მსოფლიოს სახელმწიფოთა ჯარები
  • ჯარისკაცის პორტრეტი
  • უსაფრთხოების პოლიტიკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]