დოვ კამერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დოვ კამერონი
Dove Cameron @ Moroccan Lounge 10 10 2021 (51784366755).jpg
კამერონი 2022 წელს
მშობლიური სახელი Dove Olivia Cameron
დაბადების სახელი ქლოე სელესტ ჰოსტერმანი
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1996 (1996-01-15) (26 წლის)
ბეინბრიჯის კუნძული, ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი

ბეინბრიჯის საშუალო სკოლა

ბურბანკის საშუალო სკოლა
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2007-დღემდე
სიმაღლე 1,57 მ
მშობლები მამა: ფილიპ ალან ჰოსტერმანი
დედა: ბონი უოლესი
საიტი dovecameron.com
ხელმოწერა Dove Cameron signature.svg

დოვ ოლივია კამერონი[1] (ინგლ. Dove Olivia Cameron; დ. 5 იანვარი, 1996[2]) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მან ორმაგი როლი ითამაშა დისნეის კომედიურ სერიალში Liv and Maddie, რისთვისაც მოიგო Daytime Emmy Award for Outstanding Performer in Children's Programming. მოგვიანებით განასახიერა მელი ფილმში შთამომავლები (2015).

2016 წელს, კამერონმა მონაწილეობა მიიღო NBC-ის მუსიკალურ სატელევიზიო გადაცემაში Hairspray Live, რომლისთვისაც 2017 წელს ნომინირებული გახდა MTV Movie Award for Best Musical Moment-ზე, სიმღერისთვის You Can't Stop the Beat. 2018-დან 2019 წლამდე ალისია სილვერსტოუნის როლს ასრულებდა off-Broadway-ის 1995 წლის ფილმის, Clueless რიმეიკში.

კამერონის დებიუტი, როგორც მომღერალი, შედგა სერიალში Liv and Maddie. იმავე წელს, მან ფილმისთვის შთამომავლები (2015) სადებიუტო სინგლი If Only გამოუშვა. მისი მუსიკალური დებიუტი, Bloodshot / Waste 2019 წელს გამოვიდა. 2022 წელს გამოსცა სინგლი Boyfriend.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოვი 1996 წლის 5 იანვარს დაიბადა, ბეინბრიჯის კუნძულზე, ვაშინგტონში, აშშ.[3][4] მისი მშობლები, ფილიფ ალან ჰოსტერმანი და ბონი უოლესი არიან, რომლებიც მოგვიანებით განქორწინდნენ. ჰყავს უფროსი და, კლარა ჰოსტერმანი.[5] ბავშვობაში დადიოდა საკაის საშუალო სკოლაში.[5] თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბურბანკის საშუალო სკოლის მუსიკალურ ანსამბლში მღეროდა.[6]

კამერონმა განაცხადა, რომ იგი ფრანგული წარმოშობისაა და ფრანგულად საუბარიც შეუძლია.[7][8] ჰყავს რუსი, სლოვაკი და უნგრელი წინაპრები.[9] იგი მთელი თავისი სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. თუმცა, მიუხედავად უარყოფითი ზეწოლისა, ის ყოველთვის თავის ოცნებებსა და წარმატების მიღწევაზე იყო ორიენტირებული. დოვის მამა 2011 წელს გარდაიცვალა.[10] მამის საპატივცემულოდ, მან თავისი ნამდვილი სახელი შეიცვალა იმ სახელით, რომლითაც მამამისი მოიხსენიებდა.[11][12]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-2015 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს, კამერონმა ახალგაზრდა კოსეტი ბეინბრიჯის სამსახიობო სკოლის ერთ-ერთ სპექტაკლში ახალგაზრდა კოსეტი განასახიერა. 2008 წელს კი წამყვანი როლი მიიღო მუსიკალურ სპექტაკლში The Secret Garden.[13] 2012 წელს, დოვი აიყვანეს დისნეის კომედიურ სერიალში Bits and Pieces, ალანას როლში. მოგვიანებით, Bits and Pieces გადაკეთდა სერიალად Liv and Maddie. სერიალი 2013 წლის 19 ივლისს დააანონსეს,[14] პრემიერა კი იმავე წლის 15 სექტემბერს შედგა.[15] საპილოტე ეპიზოდმა 5.8 მილიონი ნახვა მოიპოვა, რის შედეგადაც სერიალის, Shake It Up შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა.[16]

2013 წლის 27 აგვისტოს, კამერონმა გამოუშვა Imagine Dragons-ის სიმღერის On Top of the World ქავერი.[17] 2013 წლის 15 ოქტომბერს კი გამოუშვა სინგლი სახელწოდებით Better In Stereo.[18] 2014 წლის თებერვალში კამერონმა დაადასტურა, რომ დაწყებული იყო მისი სტუდიური ალბომის ჩაწერა.[19] მისი შემდეგი სინგლი, Count Me In 2014 წლის 3 ივნისს გამოვიდა.[20] სიმღერამ Billboard Kids Digital Songs-ზე პირველი ადგილი დაიკავა. 2015 წელს კამერონმა ლიზ ლარსონის როლი შეასრულა ფილმში Barely Lethal, რომელიც კომპანია A24-მა გადაიღო.[21]

კამერონმა მონაწილეობა მიიღო დისნეის სატელევიზიო ფილმში შთამომავლები, რომლის პრემიერა 2015 წლის 31 ივლისს შედგა.[22] ფილმმა 6.6 მილიონი ნახვა მოიპოვა. მასში გამოყენებული სიმღერები: Rotten To The Core და If Only კი, Billboard Hot 100-ზე 38-ე და 94-ე ადგილებზე გავიდნენ.[23] სხვა სიმღერები, Set It Off და Evil Like Me, მე-6-ე და მე-12-ე ადგილებზე გავიდნენ Bubbling Under Hot 100-ზე.[24] ფილმ შთამომავლებისთვის დოვმა კრისტინა აგილერას სიმღერის Genie in a Bottle ქავერი ჩაწერა. მუსიკალური ვიდეოს პრემიერა დისნეის არხზე 2016 წლის 18 მარტს შედგა. სინგლმა 22 მილიონი ნახვა ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოიპოვა.[25][26]

2015 წელს, კამერონმა და რაიან მაკარტანმა ჩამოაყალიბეს ბენდი სახელოდებით The Girl and the Dreamcatcher.[27] 2015 წლის 2 ოქტომბერს მათ პირველი სინგლი Written in the Stars გამოუშვეს,[28] მეორე სინგლი Glowing in the Dark კი 2016 წლის 29 იანვარს.[29] მესამე სინგლი Someone You Like ჯგუფმა 2016 წლის 8 აპრილს გამოუშვა. მეოთხე სინგლი Make You Stay კი 2016 წლის 17 ივნისს გამოსცეს.[30] იმავე წლის ოქტომბერში კამერონის და მაკრტანის განშორების გამო, ჯგუფი დაიშალა.[31]

2016 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 21 აგვისტოს კამერონი Netflix-ის ფილმ Dumplin'-ში აიყვანეს,[32] 2017 წლის ნოემბერში, კამერონი მარველის სატელევიზიო სერიალში Agents of S.H.I.E.L.D. გამოჩენას დათახმდა.[33] სერიალში იგი გენერალ ჰეილის ქალიშვილის, რუბის როლს ასრულებდა.[34] 2017 წლის დეკემბერში, ის მარველის ანიმაციურ პროექტში, Marvel Rising აიყვანეს. ანიმაციაში მან გვენ სტეისი გაახმოვანა.[35][36]

2018 წლის 21 მარტს, მან განაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა Columbia's Disruptor Records-თან და რომ ის ახალი სიმღერების გამოშვებას დაიწყებდა ფილმ Descendants 3-ის გამოსვლის შემდეგ.[37] 2019 წლის სექტემბერში, კამერონმა მის იუთუბ არხზე ორი ახალი ქავერი, Slow Burn და Hymn for the Weekend გამოუშვა.[38][39] 2019 წელს, მან რენე ფლემინგთან ერთად ითამაშა მიუზიკლში The Light in the Piazza.[40] 2019 წლის 27 სექტემბერს, მან სადებიუტო ალბომი Bloodshot / Waste გამოსცა.[41] 2019 წლის 1 ნოემბერს გამოუშვა სინგლი So Good..[42][43] 2020 წლის 24 ივლისს, კამერონმა შემდეგი სინგლი We Belong გამოუშვა,[44] რასაც სიმღერის LazyBaby გამოშვება მოჰყვა.[45] იმავე წელს იგი Apple TV+-ის მუსიკალურ სერიალს Schmigadoon! შეუერთდა, რომლის პრემიერა 2021 წლის 16 ივლისს შედგა.[46]

2022 წელს, მან მონაწილეობა მიიღო Paramount+-ის სერიალში Big Nate.[47] იმავე წლის თებერვაში კი მან გამოუშვა სიმღერა Boyfriend, რომელიც Billboard Hot 100-ზე მოხვდა.[48] 2022 წლის 24 ივნისს, კამერონმა გამოსცა სიმღერა Breakfast.[49]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერონმა განაცხადა, რომ არის ბისექსუალი.[50][51] არის ფემინისტიც.[52][53] 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლამდე ის სასიყვარულო ურთიერთობაში იყო რაიან მაკარტანთან.[54] 2016 წლის 4 აპრილს მათ ნიშნობა გამოაცხადეს, [55][56] მაგრამ იმავე წელსვე ერთმანეთს დაშორდნენ.[57]

2022 წლის მაისში კამერონმა საკუთარ დეპრესიასთან ბრძოლაზე ისაუბრა.[58][59]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cameron, Dove [DoveCameron]. (July 16, 2012) @sharebear72 Thank you, lovely! My middle name is Olivia. I'm not sure where my necklace came from, my sister had it custom made! Much love~.
  2. Cameron, Dove [DoveCameron]. (December 27, 2013) Just wanted to set this straight: I see literally everywhere that my birthday is January 14. It's January Fifteenth, my loves!. ციტირების თარიღი: April 14, 2017
  3. Dove Cameron - Synchronicity One. YouTube. ციტატა: „I was born in, I always say Seattle, Washington, but that's just because nobody knows where the fuck I'm from, which is a small island next to Seattle, called Bainbridge Island.“ ციტირების თარიღი: March 26, 2021
  4. Dove Cameron Net Worth: Facts About the Disney Channel Princess (September 16, 2017). ციტირების თარიღი: September 5, 2019
  5. 5.0 5.1 The future is uncertain for Disney star Dove Cameron — and she's just fine with that en-US (July 19, 2017). ციტირების თარიღი: September 6, 2019
  6. Dove Cameron "Liv and Maddie Rooney". Disney Channel Medianet (2013). ციტირების თარიღი: July 9, 2013
  7. Cameron, Dove [DoveCameron]. (September 28, 2014) To my loves like: 'thought u were born in Seattle not France!1' I was! I'm French, I speak French, & I grew up going there a lot. Das all.💕. ციტირების თარიღი: October 6, 2014
  8. Cameron, Dove [DoveCameron]. (September 10, 2014) no, I wish! I speak some French.. ციტირების თარიღი: November 1, 2021
  9. ♡DOVE♡ on Instagram: "for those of you who always ask: i am of russian/slovak/hungarian/french descent 🇷🇺 🇸🇰 🇭🇺 🇫🇷" en. ციტირების თარიღი: January 6, 2019
  10. 5 Surprising Facts about Liv & Maddie's Dove Cameron profile. m-magazine.com. ციტირების თარიღი: October 15, 2018
  11. Kristen Kucharski. Celebrity News: Dove Cameron. ციტირების თარიღი: October 15, 2018
  12. „Dove Cameron Revealed Why She Changed Her Name“. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 1, 2020. ციტირების თარიღი: September 3, 2020.
  13. Bronsyn Foster Springer. (May 7, 2008) Step into my Garden. Kitsap Daily News. ციტირების თარიღი: December 20, 2017
  14. Episode Title: (#01) "Twin-A-Rooney". ციტირების თარიღი: July 5, 2013
  15. „Disney Channel's New Family Comedy "Liv and Maddie" Premieres Sunday, September 15“ (პრეს-რელიზი). Disney Channel. July 16, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 26, 2014. ციტირების თარიღი: July 17, 2013 – წარმოდგენილია The Futon Critic-ის მიერ.
  16. „Teen Beach Movie" Rides Huge Ratings Wave With 8.4 Million Total Viewers“ (პრეს-რელიზი). Disney Channel. July 20, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 26, 2014. ციტირების თარიღი: August 25, 2014 – წარმოდგენილია The Futon Critic-ის მიერ.
  17. iTunes - Music - On Top of the World (From "Liv and Maddie") - Single by Dove Cameron. itunes.apple.com. ციტირების თარიღი: October 19, 2013
  18. Better in Stereo (From "Liv and Maddie") - Single. iTunes. ციტირების თარიღი: October 6, 2014
  19. Disney's Dove Cameron is on Cloud 9 at Chill Factoree. Manchester Evening News (February 2014).
  20. iTunes - Music - Count Me In (From "Liv & Maddie") - Single by Dove Cameron. itunes.apple.com. ციტირების თარიღი: July 13, 2014
  21. 'Barely Lethal' Starring Hailee Steinfeld Goes to A24, DirecTV (Exclusive) (February 24, 2015). ციტირების თარიღი: June 21, 2020
  22. Graser, Marc (March 7, 2013). „Disney Channel Puts Spotlight on Dove Cameron with Series, Movie (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 31, 2013.
  23. Cantor, Brian. (August 11, 2015) Hot 100: Descendants' "Rotten to the Core" Debuts in Top 40; "If Only" Starts at #99. Headline Planet. ციტირების თარიღი: May 31, 2016
  24. List of Cameron's singles on Billboard:
  25. Dove Cameron - Genie in a Bottle (Official Video). DisneyMusicVEVO (March 18, 2016). ციტირების თარიღი: April 15, 2016
  26. Genie in a Bottle - Single by Dove Cameron. iTunes (March 18, 2016). ციტირების თარიღი: April 15, 2016
  27. Dove and Ryan FINALLY Announce: BAND NAME/SINGLE RELEASE. September 29, 2015. https://www.youtube.com/watch?v=z0hvfJuTDjI.
  28. Written in the Stars – Single by The Girl and The Dreamcatcher. iTunes (October 2, 2015). ციტირების თარიღი: August 8, 2016
  29. Glowing in the Dark – Single by The Girl and The Dreamcatcher. iTunes (January 29, 2016). ციტირების თარიღი: April 15, 2016
  30. Make You Stay – Single by The Girl and The Dreamcatcher. iTunes (June 17, 2016). ციტირების თარიღი: June 21, 2016
  31. „Inside Dove Cameron and Ryan McCartan's Split: What Went Wrong Between the Disney Channel Stars“. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2017. ციტირების თარიღი: 23 March 2021.
  32. N'Duka, Amanda. (August 21, 2017) Dove Cameron, Luke Benward, Bex Taylor-Klaus & More Added To Comedy Film 'Dumplin'. ციტირების თარიღი: November 8, 2017
  33. AgentsofSHIELD. (November 28, 2017) Coulson awaits. Welcome to Marvel's #AgentsofSHIELD, @DoveCameron!. ციტირების თარიღი: November 28, 2017
  34. Agents of S.H.I.E.L.D. first look: Dove Cameron's role revealed!. ციტირების თარიღი: January 30, 2018
  35. Pockross, Adam. (December 7, 2017) New Marvel Rising feature and shorts to introduce next generation of Marvel Universe en. ციტირების თარიღი: January 6, 2019
  36. 'Marvel Rising' aims to create superhero stories for a new generation of female fans. ციტირების თარიღი: January 6, 2019
  37. Johnson, Zach (June 1, 2018). „Descendants 3 First Look: See Carlos, Evie, Jay and Mal's Makeovers“. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2018. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
  38. Darmon, Aynslee (September 4, 2019). „Dove Cameron Shares Stunning Cover Of Kacey Musgrave's 'Slow Burn'. Entertainment Tonight Canada (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 23, 2019. ციტირების თარიღი: September 23, 2019.
  39. Vargas, Chanel (September 22, 2019). „Dove Cameron's Angelic Coldplay Cover Has Us Longing For a Warm Summer Day“. PopSugar (ინგლისური). ციტირების თარიღი: September 13, 2019.
  40. McPhee, Ryan (November 9, 2018). „Renée Fleming and Dove Cameron to Star in The Light in the Piazza in London“. Playbill (ინგლისური). Event occurs at 09:26:50 EST 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2020. ციტირების თარიღი: January 8, 2020.
  41. Weatherby, Taylor. „Dove Cameron is Ready to Release Her Own Music... But Not Breakup Songs“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2019. ციტირების თარიღი: September 27, 2019.
  42. Dall'Asen, Nicola. „Dove Cameron Releases 'So Good' Music Video With Fairytale Makeup by Cupid's Vault“. Allure. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 4, 2019. ციტირების თარიღი: November 4, 2019.
  43. „Dove Cameron Gets in Touch With Nature in 'So Good' Music Video“. Entertainment Tonight (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 3, 2019. ციტირების თარიღი: November 4, 2019.
  44. „Sie will Musik zusammen mit IHM machen: "Descendants"-Star Dove Cameron verrät Details“. itsintv (გერმანული). July 22, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 22, 2020. ციტირების თარიღი: July 22, 2020.
  45. MC (March 23, 2021). „Dove Cameron Announces Release Date for "LazyBaby". BeautifulBallad. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 26, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2021.
  46. „Keegan-Michael Key, Alan Cumming, Fred Armisen, Kristin Chenoweth Among 10 Cast For Apple Musical Comedy Project Starring Cecily Strong“. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2020. ციტირების თარიღი: December 4, 2020.
  47. Cordero, Rosy. (December 14, 2021) Big Nate Animated Series Set At Paramount+ Starring Ben Giroux, Dove Cameron, Rob Delaney, More. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: December 14, 2021
  48. Dove Cameron's "Boyfriend" Arrives on Billboard Hot 100 Chart. ციტირების თარიღი: February 23, 2022.
  49. Dove Cameron Thrives In Her Feminine Powers On Her New Single, ‘Breakfast’. ციტირების თარიღი: June 25, 2022.
  50. DoveCameron. (October 8, 2020) girl i been bi. ციტირების თარიღი: January 15, 2021
  51. „Bisexual Disney star Dove Cameron confirms her Liv and Maddie characters were 'definitely' queer“. PinkNews. October 8, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 19, 2020. ციტირების თარიღი: January 4, 2021.
  52. „Dove Cameron Claps Back at Critics Over Braless Selfies“. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 19, 2020. ციტირების თარიღი: January 4, 2021.
  53. „Dove Cameron Claps Back At Trolls Over Her Braless IG Pics“. Women's Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2020. ციტირების თარიღი: January 4, 2021.
  54. ♡DOVE♡ on Instagram: "I tried so hard to accurately capture how incredibly gorgeous these beauties are when they showed up in my dressing room today, but a photo...". ციტირების თარიღი: July 30, 2018
  55. Mizoguchi, Karen. (April 14, 2016) WATCH: Engaged Couple Ryan McCartan and Dove Cameron Make Us Swoon With 'Someone You Like' Lyric Video. People. ციტირების თარიღი: April 15, 2016
  56. McCartan, Ryan. (April 14, 2016) Dedicating my 1,000th post to my fiancée. I can't believe I get to call you that. Thanks for saying yes.. Instagram. ციტირების თარიღი: April 14, 2016
  57. Vulpo, Mike (October 5, 2016). „Dove Cameron and Ryan McCartan Call Off Their Engagement“. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2016. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  58. Najib, Shafiq. (May 19, 2022) Dove Cameron Shares Emotional Post About 'Identity': 'I'm Struggling More Than Half of the Time'. ციტირების თარიღი: May 19, 2022
  59. Dailey, Hannah. (May 19, 2022) Dove Cameron Reveals Battle With Depression & Dysphoria: 'I'm Struggling'. ციტირების თარიღი: May 19, 2022