დოგონის ხალხი
იერსახე
| დოგონის ხალხი | |
|---|---|
|
| |
| საერთო მოსახლეობა | |
| 1,591,787 (2012—2013) | |
| ენები | დოგონის ენები, ბანგიმე, ფრანგული |
| რელიგიები | დოგონთა რელიგია (ყველაზე პოპულარული რელიგია),[1] ისლამი, ქრისტიანობა |
დოგონები — მალის ცენტრალური პლატოს რეგიონის მკვიდრი ხალხი. აგრეთვე ცხოვრობენ დასავლეთ აფრიკაში, მდინარე ნიგერის მოსახვევთან, ბანდიაგარას ქალაქის მახლობლად და ბურკინა-ფასოში. დოგონთა მოსახლეობა დაახლოებით 400 000-800 000 სულს უნდა ითვლიდეს.[2] საუბრობენ დოგონის ენებზე, რომლებიც ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ცალკეულ შტოს მიეკუთვნებიან და არც ერთ სხვა ენას მჭიდროდ არ ენათესავებიან.
დოგონები ცნობილნი არიან თავიანთი რელიგიური ტრადიციებით, შენიღბული ცეკვებით, ხის ქანდაკებებით და არქიტექტურით. XX საუკუნეში ტომებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს სოციალურ ორგანიზირებაში, მატერიალურ კულტურასა და რწმენაში - ნაწილობრივ იმიტომ რომ დოგონთა საცხოვრებელი ტერიტორია მალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტული ლოკაციას გახდა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Appiah, Anthony; Gates Jr., Henry Louis. Africana: The Encyclopedia of the African and African American Experience. Editors: Anthony Appiah, Henry Louis Gates (Jr.). Oxford University Press (2005), p. 415. ISBN 9780195170559
- ↑ Shoup, John A. (2011) Ethnic Groups of Africa and the Middle East: An Encyclopedia (en). ABC-CLIO, გვ. 86. ISBN 978-1-59884-362-0.
- ↑ „Mali: what price tourism?“ (ინგლისური). 2001-04-16. ციტირების თარიღი: 2019-03-29.