შინაარსზე გადასვლა

დნიპროს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დნიპროს მეტროპოლიტენი
უკრ. Дніпровський метрополітен
დნეპრი მეტროპოლიტენის ლოგო
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: უკრაინა უკრაინა
ქალაქი დნიპრო
გახსნის თარიღი 1995 წ.
ხაზის სიგრძე 7.1 კმ.[1]
სადგურთა რაოდენობა 6[2]
ხაზთა რაოდენობა 1[3]
მგზავრები დღეში 20,575 (2013 წ.)
მგზავრები წელიწადში 7.51 მლნ. (2013 წ.)
ხაზების სქემა

დნიპროს მეტროპოლიტენი (უკრ. Дніпровський метрополітен) — უკრაინის ქალაქ დნიპროს საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. დნიპრო მოსახლეობის სიმრავლით უკრაინის მესამე ქალაქია და მისი მეტროპოლიტენიც უკრაინის მეტროებს შორის, კიევისა და ხარკივის მეტროპოლიტენების შემდეგ მესამე ჩქაროსნული გადამყვანია. 2013 წლის მონაცემებით, დნიპროს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 20,575 მგზავრი გადაჰყავს. ამავე წლის მონაცემებით მთლიანი წლის განმავლობაში 7.51 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება ერთი ხაზისა და 6 სადგურისაგან, რომელთა საერთო სიგრძე 7.1 კილომეტრია. გაიხსნა 1995 წლის 29 დეკემბერს.


# სახელწოდება გაიხსნა სადგურები სიგრძე
1 ცენტრალური–ზავოდსკაიას ხაზი 1995 6 7,1 კმ
სულ: 6 7,1 კმ

მეტროპოლიტენთა სია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]