დნესტრის კანიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დნესტრის კანიონი
Hubyn.JPG
დნესტრის ხედი დასავლეთ უკრაინაში
ინფორმაცია
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
დასახლებული პუნქტები ბორშიოვის რაიონი, ბუჩაჩის რაიონი, ზალეშიცკის რაიონი, მონასტირის რაიონი

დნესტრის კანიონი (უკრ. Дністровський каньйон) — მდინარე დნესტრის კანიონი, რომელიც მდებარეობს მდინარე დნესტრის ველის ტერიტორიაზე, უკრაინაში. 2010 წლის 3 თებერვალს, რეგიონული ლანდშაფტის პარკს „დნესტრის კანიონი“, მიანიჭეს ბუნების ეროვნული პარკის სტატუსი.[1]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დნესტრი.
დნესტრის კანიონი, სტრაპის პირთან ახლოს, ტერნოპილის რეგიონში.
დნესტრის კანიონი სოფელ პილიპჩისთან, დასავლეთ უკრაინაში.

დნესტრი უკრაინის სიდიდით მეორე და ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა მდინარეა. კანიონი ნაწილობრივ იტბორება წყალსაცავის წყლებით. მისი მაქსიმალური სიღრმე აღწევს ორმოცდაათ მეტრს. დნესტრის კანიონი 250 კმ მდინარის სეგმენტია, რომელიც სათავეს „ზოლოტაია ლიპას“ მდინარედან იღებს და მთავრდება მდინარე „ზბრუჩის“ დასაწყისში. აქ დნესტრის კანიონის ხეობის სიღრმე 80-200 მეტრს აღწევს. კანიონის ბუნება ორიგინალური და უნიკალურია. გეოლოგიური, ბოტანიკური, არქეოლოგიური, ჰიდროლოგიური ღირსშესანიშნაობები, ქმნიან უნიკალურ ლანდშაფტს.

დნესტრის კანიონი, მდინარე დნესტრის ყველაზე საინტერესო და ყველაზე თვალწარმტაცი ნაწილია. კანიონის კირქვის ციცაბო ფერდობი და ბუნების რაიონი განსაკუთრებით ლამაზია, რის შედეგად იგი შეიყვანეს „უკრაინის 7 ბუნებრივი საოცრებათა“ სიაში.

დნესტრის ფერდობები დაფარულია ბევრი იშვიათი მცენარეთი და ასობით სახის ცხოველისა და ფრინველის სახლია.

დნესტრის კანიონი — ორიგინალური მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების საუკეთესო შემოქმედება თავმოყრილია ერთად, ჰარმონიულ და ხელუხლებელ კომბინაციაში. კანიონის ტერიტორიაზე არსებობს ათზე მეტი კარსტული მღვიმე და გროტო. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გამოქვაბულების ხედი მდინარის მხრიდან, ასევე არსებობს პატარა ჩანჩქერები — „ქალიშვილების ცრემლები“, რომელიც ჩამოდის ხავსისნაირნი ქანებით, რაც ქმნის უნიკალურ სილამაზეს.

ლანდშაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ძვირფასი და ლამაზი უბანი მთელი დნესტრის არეალის, 250 კმ მონაკვეთია, რომელიც იწყება მდინარე „ზოლოტაია ლიპას“ დასაწყისიდან მდინარე „ზბრუჩის“ დასაწყისში, რომელსაც დნესტრის კანიონის ეწოდება. დნესტრის კანიონის ბუნება სპეციპიკური და ორიგინალურია. ეს პირველ რიგში, თვალწარმტაცი პეიზაჟები და მათი უნივერსალობაა, რომლის არსებობა ხელს უწყობს ამ მარშრუტების ორიგინალობას. 200 მეტრის სიმაღლის ციცაბო ან ხის ფერდობი, უნიკალური ტრავერტინი ქანები და გეოლოგიური აქერცვლა, გამოქვაბულები და გროტები, ადამიანის სიცოცხლის ნიშნებით, ჩანჩქერები, ულამაზესი კუნძულები, ეთნოგრაფია — რაც შეიძლება ნახოთ ყოველ ნაბიჯზე.

კანიონის სეგმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დნესტრის კანიონი — მდინარე დნესტრის 250 კილომეტრის სეგმენტი, „ზოლოტაია ლიპას“ დასაწყისიდან „ზბრუჩის“ დასაწყისამდე.

  • დნესტროვო-ბერემიანსკის კანიონი (მდებარეობს ჰუბინ-ბერემიანი-ხმელევას სოფლებს შორის), კიდევ ერთი ხევია. მისი სიღრმე აღწევს 200 მეტრს, სიგანე 1-დან 5 კმ აღწევს, სიგრძე 10 კმ-ის.

დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დნესტრის კანიონის ბუნების ეროვნული პარკი შეიქმნა მდინარე დნესტრის გასწვრივ, 2010 წლის უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 2011 წლის 12 დეკემბერს დადგენილებით.[2]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დნესტრის კანიონი იზიდავს ათასობით წყლის ტურისტს ყოველწლიურად.

მდინარე დნესტრი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავიზიტო ადგილია უკრაინაში. თვალწარმტაცი პეიზაჟები მოიცავს ციცაბო და ტყის 200 მეტრიან კლდეებს, უნიკალური ტრავერტინი ქანებით და გეოლოგიურად ამოღებულ ფენებს, ასევე გამოქვაბულებს, ჩანჩქერებს და კუნძულებს.

პარაშუტით ხტომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლები ისაკივი და ოდაივი, რომლებიც განლაგებულია კანიონზე, იზიდავს მეპარაშუტეებს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ბევრ სხვა ქვეყანიდან. აქ წელიწადში ორჯერ იმართება სკაიდაივინგის კონკურსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]