დმანისის ქუჩა
იერსახე
| დმანისის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| წინა სახელები | ნორიოს ქუჩა, თედო შუშიაშვილის ქუჩა |
დმანისის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). კონსტანტინე ერისთავის ქუჩიდან მარტყოფის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ნორიოს ქუჩა, XX საუკუნის 30-იან წლებში თედო შუშიაშვილის სახელი ეწოდა. 1946 წელს — დმანისის ქუჩა. აქვს I შესახვევი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 63, ISBN 978-99928-20-35-3.