დლინოე (დასახლება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დლინოე
Длинное
მდებარეობა ბელოკალიტვინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება XII–XIII სს.

დასახლება დლინოე (რუს. Поселение Длинное) — XI–XIII საუკუნეების დასახლება, მდებარეობს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარჯვენა ნაპირზე, ბელოკალიტვინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სლავური კულტურის მატარებელ ტომებს. დასახლება დლინოეზე გათხრები მიმდინარეობს 2010 წლიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქი ძველ დროში ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული. დასახლებების დიდი ნაწილი მდებარეობდა მდინარის ნაპირებზე. ერთსა და იმავე ადგილზე მოსახლეობა განსახლებული იყო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

ძალიან ცოტა მონაცემებია შემონახული შუა საუკუნეების როსტოვის ოლქის ისტორიის შესახებ. გარკვეულ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებთ დასახლება დლინოეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად. დასახლებაში არქეოლოგიური გათრები დაიწყო 2010 წელს და მას ხელმძღვანელობდა როსტოველი არქეოლოგი რ. პროკოფიევი, რომელმაც დასახლება მიაკუთვნა ძველ რუსულ დასახლებათა რიგს და დაათარიღა XI–XIII საუკუნეებით.

არქეოლოგებს დასახლების თარიღის დადგენაში აღმოჩენილი არქეოლოგიური საგნები და XI–XIII საუკუნეების კერამიკის ნაშთები დაეხმარა. ეს მასალები ადასტურებენ, რომ დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ურთიერთობა ჰქონდათ თათარ-მონღოლებთან და სლავურ კულტურასთან.

არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დლინოეს გათხრები და კვლევითი სამუშაოები დაიწყო 2010 წელს. საერთო ჯამში სულ გაითხარა 150 კვ. მეტრი ტერიტორია. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა მდინარის ფლატეს გასწვრივ, რათა ჩამოშლისაგან დაეცვათ არქეოლოგიური ძეგლის კულტურული ფენები.

არქეოლოგებმა შეისწავლეს აღმოჩენილი ორმოები, რომელთაგან ორში ძვლების ნარჩენები და კერამიკა იყო წარმოდგენლი, ხოლო ხუთი — სამეურნეო დანიშნულებისა იყო. ერთ-ერთ ორმოს მსხლის ფორმა ჰქონდა, ხოლო მეორე — ქოთნის მოყვანილობისა იყო. აღმოჩენილი ორმები არ იყო ღრმა. აღმოჩენილი მასალები ძირითადად იყო კერამიკა, შინაური და გარეული ცხოველების ძვლები. აღმოჩენილი კერამიკული ქოთნები წითელი და თეთრი თიხისგანაა დამზადებული, რომლებიც შემკულია ხაზოვან-ტალღოვანი ორნამენტებით. აღმოჩენილი ამფორები არის შუა საუკუნეების კერამიკის ტრილიური და ტრაპიზონული სახეობა[1]. ეს ადასტურებს, რომ დასახლების მაცხოვრებლებს კავშირი ჰქონდათ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ბერძნულ და ვენეციურ მოსახლეობასთან. რამდენიმე არქეოლოგიურ ნივთზე წითელი საღებავით შესრულებული დამღებია აღმოჩენილი.

კერამიკული ჭურჭლის გარდა არქეოლოგებმა რკინის დაგრეხილი ბალთები, ბრინჯაოს სარკის ნაშთები, მინის სამაჯურები და მინის მძივები აღმოაჩინეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]