დი-ქარის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დი-ქარის პროვინცია)
მუჰაფაზა
დი-ქარის პროვინცია
ذي قار
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი ნასირია
კოორდინატები 31°14′00″ ჩ. გ. 46°19′00″ ა. გ. / 31.23333° ჩ. გ. 46.31667° ა. გ. / 31.23333; 46.31667
ფართობი 12 900 კმ²
მოსახლეობა 2 000 000 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTCUTC+3

დი-ქარის მუჰაფაზა იგივე დი-ქარის პროვინცია (არაბ. ذي قار) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა. მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ნასირია. მისი ფართობი 12 900 კმ²-ია. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, დი-ქარის პროვინციის მოსახლეობამ 2 000 000 შეადგინა, საიდანაც 860 000 მის ადმინისტრაციულ ცენტ ქალაქ ნასირიაში ცხოვრობს. დი-ქარის გუბერნატორი არის იაჰია მუჰამედ ბაქირ ალ-ნასერი. მუჰაფაზის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.

დი-ქარის მუჰაფაზა მოიცავს შვიდ რაიონს. მას ესაზღვრება საკუთარი ქვეყნის ხუთი მუჰაფაზა: ვასიტი, მაისანი, კადისია, მუთანა და ბასრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]