დიჯეი ბობო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიჯეი ბობო
DJ Bobo Köln 2005.jpg
დიჯეი ბობო 2005 წლის აპრილში.
ბიოგრაფია
დაიბადა 5 იანვარი, 1968 (1968-01-05) (49 წლის)
წარმოშობა კელიკენი, შვეიცარია
ჟანრ(ებ)ი პოპი, ელექტრონიკა, ჰაუსი, რეგი-ფიუჟენი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მუსიკალური პროდიუსერი
აქტიური 1989–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fresh Music (1989–1993)
EAMS (1994–2001)
BMG (2002–2003)
Yes Music (2004–დღემდე)
საიტი djbobo.ch

დიჯეი ბობო (DJ BoBo, ნამდვილი სახელი: პეტერ რენე კიპირიანო ბაუმანი, დ. 5 იანვარი, 1968) — შვეიცარიელი პოპ-მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი. საერთო ჯამში მას გაყიდული აქვს 14 მილიონი დისკი, გამოცემული აქვს 13 სტუდიური ალბომი და რამდენიმე კომპილაციური ალბომი. დიჯეი ბობომ დღემდე გამოსცა 44 სინგლი, რომელთა ნაწილი გერმანულენოვან და არა მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში მაღალ პოზიციებს იკავებდა. მას ასევე გამოცემული აქვს კომპილაციები საკუთარი სიმღერების გადამუშავებული ვერსიებით.[1]

დიჯეი ბობომ წარმატებას პირველად მიაღწია ჰიტ-სინგლით „Somebody Dance With Me“. წლების განმავლობაში ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვეს სინგლებმა „Keep on Dancing“, „Take Control“, „Everybody“, „Let the Dream Come True“, „Love is All Around“, „Freedom“, „Pray“ და „What a Feeling“, ისევე როგორც მასიურმა ჰიტმა „Chihuahua“. მუსიკოსს მიღებული აქვს უამრავი ოქროს და პლატინის სტატუსის მქონე შეფასებები ალბომების გაყიდული რაოდენობისათვის. იგი დღემდე პოპულარულია მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ითვლება შვეიცარიის ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
კომპილაციები
საკონცერტო ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Das sind die Musik-Events 2010 in Köln. Koeln.de. წაკითხვის თარიღი: 2010-10-31.
  2. Awards. djbobo.ch. წაკითხვის თარიღი: 2010-10-31.
  3. DJ BoBo in Twitter: I am excited to announce my Album DJ BoBo "Mystorial" 23 September Title 1/15 "Mystorial" BPM: 128 Preorder soon !