შინაარსზე გადასვლა

დიხა გუძუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიხაგუძუბა (მრავალმნიშვნელოვანი).

დიხა გუძუბაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიის მახლობლად, მდინარე ენგურის შესართავთან. გაითხარა 1934–36 წლებში. შეისწავლა ბორის კუფტინმა. დიხა გუძუბაზე დადგენილია 4 კულტურული ფენა. I-ში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი კერამიკა და მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ბრინჯაოს ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა). ეს ფენა თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულით (ძვ. წ. III — ძვ. წ. II ათასწლეულთა მიჯნა). II–III ფენები შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება (ძვ. წ. XVIII — ძვ. წ. XV სს.). ამ ფენებში აღმოჩნდა ხის ძელურ ნაგებობათა ნაშთები, მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, მახას და ფეტვის მარცვალი და სხვა. IV ფენაში (გვიანდელი ბრინჯაოს ხანა) აღმოჩენილი კერამიკა ჩარხზე ნაკეთებია და განსხვავდება ქვედა ფენის კერამიკისაგან.

  • ხოშტარია ნ., დიხა გუძუბა, კოლხეთის დაბლობის ძველი მოსახლეობა, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1944 ტ. 5, № 2;
  • Куфтин Б. А., Материалы к апхеологии Колхиды, т. 2, Тб., 1950