დიშა პატანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დიშა პატანი
დიშა პატანი दिशा पटानी

დიშა პატანი (ჰინდი दिशा पटानी, ინგლ. Disha Patani; 13 ივნისი, 1992, ბარეილი, უტარ-პრადეში, ინდოეთი) - ინდოელი მსახიობი და ფოტომოდელი.[1] [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Disha Patani at the launch of Arth restaurant 2x cropped.jpg
Disha-Patani-and-others-grace-the-screening-of-Super-30-at-YRF-3-1.jpg

დიშა დაიბადა უტარ- პრადეშის შტატის ქალაქ, ბარეiლში. [3] მისი მამა ახლაც იქ ცხოვრობს. მსახიობობის კარიერის დაწყებამდე მან მოახერხა გამხდარიყო ფოტომოდელი და მონაწილეობა მიეღო ზოგიერთ სარეკლამო რგოლში, ასევე გახდა კონკურსის Femina Miss Diva მეორე ადგილის მფლობ  2015 წელს მან დებიუტი შედგა ტელუგურ ენაზე გადაღებულ  ფილმში Loafer,. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცოდა, მის მიერ შესრულებულმა როლმა  კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა, თუმცა ფილმი ჩავარდა გაქირავებაში.  [4]

ერთი წლის შემდეგ, მისი დებიუტი შედგა ბოლივუდის  ფილმში MS Dhoni: The Untold Story, სადაც  ითამაშა მთავარი გმირის ყოფილი შეყვარებულის როლი [5], ფილმმა კომერციულ წარმატებას მიაღწია და კრიტიკოსების პოზიტიური შეფასება მიიღო, ხოლო მსახიობმა მოიგო რამდენიმე ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის, მათ შორის ეკრანის პრემია და პრემია Stardust Award.

2017 წელს დიშა პატანის საერთაშორისო დებიუტი შედგა ფილმში Armour of God: In Search of Treasure . მანმთავარი როლი შეასრულა  ჯეკი ჩანთან ერთად. მთავარ როლში.დიშა პატანის გმირი აშმიტა ეროვნული მუზეუმის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესორია, რომელიც ფილმის გმირს განძის პოვნაში ეხმარება. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ფილმის სარეკლამო კამპანიაში.  თავად ფილმმა დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა [6][7][8]

დიშა პატანი სპაიდერმენის ჩვენებაზე

2018 წელს გამოვიდა ფილმი მეამბოხე 2, რომელშიც მან ითამაშა პირველი სრულფასოვანი როლი ბოლივუდში და  მისი პარტნიორი იყო თაიგერ შროფი [9]. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, ფილმმა  გაქირავებაში წარმატება მოიპოვა.

2019 წლის ივნისში დიშა პატანი გამოჩნდა  ფილმში ბჰარატი , სადაც  პარტნიორობა გაუწია ცნობილ მსახიობ სალმან ხანს. 2020 წელი  ადიტა როი კაპურთან ერთად ინდური რომანტიკური ტრილერის -მალანგის  თებერვლის რელიზით დაიწყო.

2020 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო სიმღერის კლიპის გადაღებაში, რომელიც შეიქმნა ფილმისათვის  Baaghi 3 (Baaghi 2-ის გაგრძელება).  კლიპში დიშა პატანთან ერთად  მონაწილეობდნენ  თაიგერ შროფი და შრადჰა კაპური.

2020 წელს  დიშა პატანი  ბოლივუდის რამდენიმე მსახიობთან ერთად გააკრიტიკეს ინსტაგრამის პოსტების გამოქვეყნების გამო, სადაც ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ  მოძრაობას Black Lives Matter.

ამჟამად დაასრულა მძაფრსიუჟეტიანი ფილმ Radhe-ს გადაღებები, სადაც დიშას პარტნიორობას  კვლავ სალმან კჰანი უწევდა. მსახიობი ასევე მთავარ როლს ასრულებს ეკტა კაპურის დადგმაში «KTina».[10]

დიშა ემზადება ტამილური ფილმის Sangamithra გადაღებისთვის, რომელშიც ის შეცვლის შრუტი ჰასანს. ფილმი მსახიობის დებიუტი  იქნება კოლივუდში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული დასახელება ორიგინალური დასახელება როლი
2015 ф Loafer მოუნი
2016 ф M.S.Dhoni: The untold Story პრიანკა დჟჰა
2017 ф კუნგ ფუ იოგა Kung Fu Yoga აშმიტა
2018 ф მეამბოხე 2 Baaghi 2 ნეჰა
2019 ф Bharat რაჯა
2020 ф Malang
2020 ф KTina
2020 ф Radhe
2020 ф მაწანწალა Malang

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Is Disha Patani lying about her age?". The Times of India. TNN. 28 January 2017. Retrieved 9 May 2018.
  2. The Hitlist Team (19 July 2016). "Is Tiger Shroff's rumoured girlfriend Disha Patani 'faking' her age?". Mid Day. Retrieved 9 May 2018.
  3. "Disha Patani receives a heartfelt letter from her youngest fan from Bareilly". Mid-Day. 22 January 2019. Retrieved 31 July 2020.
  4. Varun Tej film titled Loafer — తెలుగు Movie News — IndiaGlitz
  5. "Disha Patani opens up about 'M.S.Dhoni ' The Untold Story' and her next with Jackie Chan
  6. Vyavahare, Renuka Jackie Chan impressed by Disha Patani. The Times of India (27 April 2016). მიმართვის თარიღი 18 ივლისი 2016.
  7. Disha Patani's overfriendly behaviour irked Jackie Chan on Kung Fu Yoga sets? Deccan Chronicle
  8. Disha Patani looks gorgeous in this new Kung Fu Yoga trailer with Jackie Chan[მკვდარი ბმული]
  9. Baaghi 2: Disha Patani to have a cameo in Tiger Shroff’s … — India Today
  10. KTina' goes on floors: Disha Patani poses like Ekta Kapoor in first look, what's cooking?". DNA. 25 October 2019. Retrieved 25 October 2019.