დიღმის სარწყავი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიღმის სარწყავი სისტემა — არქიტექტურული ძეგლი თბილისში, იგი შედგება ორი კაშხალისაგან. ძეგლი ძარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

პირველი კაშხალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კაშხალი მდებარეობს სოფელ დიღმის ბაღების თავში, ნასოფლარ თეთრაძიანის ბოლოს, ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. მისი საძირკველი დამყარებულია წყალგაუმტარ ქვიშაქვისა და თიხაქვის ზოლზე. კაშხალის ნაწილებს იყენებენ საშენ მასალად. ნაგებობის დანიშნულება იყო წყლის დაგროვება და სარწყავი არხის უზრუნველყოფა. კაშხალი აგებულია ვაკეზე, სადაც წყალი მდორედ მიედიება. კაშხალის კედლის წინ, 40-50 მეტრის მოშორებით ხევი დამუხლულია. საცავიდან გამოვანილია რუ. კაკლების ხევზე, რუს გადასაყვანად გამოყენებულია დუღაბით ნაგები თაღოვანი ხიდი, რომელზეც 6 მეტრის სისქის კედელია ამოყვანილი. კედეზე გადიოდა არხი, რომელიც დუღაბის კედელითვე იყო ამოშენებული. ამ მთავარ სარწყავ რუს ჰქონდა მრავალი განშტოება, მათი საშუალებით ირწყვებოდა დიღმის ხეობის სოლფები.

მეორე კაშხალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიღმისხევის მარჯვენა ნაპირის მოსარწყავად იყენებდნენ მეორე კაშხალს. მისი კედელიც ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. კედელი „ხანჯლისპირული“ წყობითაა დასრულებული. აქაც წყალსაცავისათვის შერჩეულია ვაკე ადგილი. საცავს შუა ნაწილში აქვს წყლის გასასვლელი თაღიანი კარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხეობაში უშვებდა წყალს. წყალსაცავიდან გამოდიოდა რუ.

კაშხლები ადრინდელი ფეოდალური ხანის საირიგაციო მშენებლობის მაღალ დონეს მოწმობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]