დიღმის კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიღმის კარი, შუა კარი — კარიბჭე ფეოდალური ხანის თბილისის გალავნის დასავლეთ კედელში, დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ-ერთი განშტოება. დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეთუბანთან. აქ იწყებოდა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგზაო არტერია, რომელიც მიუყვებოდა ვერცხლის და ლესელიძის ქუჩების ხაზს. დიღმის კარი უკავშირდებოდა კოჯრის კარს კვირაცხოვლის (ახლანდ. ალ. დიუმას) ქუჩით და მეიდნის, ანუ მუხრანის კარს — დღევანდელი ნიშნიანიძის ქუჩით.

დიღმის კარი ცნობილიიყო ასევე „შუა კარის“ სახელით „ქვემო კარსა“ და „მაღლა კარს“ შორის მდებარეობის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 32, 91. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985