შინაარსზე გადასვლა

დიღმის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიღმის განძი — XII–XIII საუკუნის სპილენძის ქართული მონეტების განძი, აღმოჩენილი 1955 წელს სოფელ დიღომში.

განძი შეიცავდა გიორგი III-ის სახელით მოჭრილ 67 მონეტას, გიორგისა და თამარის 1 მონეტას, თამარის 203 მონეტას, გიორგი IV ლაშას 170 მონეტას. მცირე რაოდენობით იყო აგრეთვე ილდეგიზიდური და სელჩუკური მონეტები. განძი ჩამარხულია XIII საუკუნის 20–30-იანი წლების მიჯნაზე.

  • Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.