დიღმის ბრძოლა
იერსახე
| დიღმის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| სეფიანების საქართველოში შემოსევები ნაწილი | |||
| თარიღი | 1567 | ||
| მდებარეობა | დიღმის ვაკე, ქართლის სამეფო | ||
| შედეგი | ქართლის სამეფოს გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
|
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
დიღმის ბრძოლა 1567 — ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი.
ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისის მოლაშქრეთა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა თბილისს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქის გათავისუფლება ვერ შეძლო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუჩუა ვ., სვანიძე მ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 591.