დიქტიოტასნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიქტიოტასნაირნი (ლათ. Dictyotales) — წაბლა წყალმცენარეების რიგი. მოიცავს 1000-ზე მეტ სახეობას. ცხოვრობენ თბილ ზღვებში. საქართველოშიშავ ზღვაში. 8-25 სმ სიგრძის თალუსი დიქოტომიურად დატოტვილია მრავალრიცხოვან სეგმენტებად (ლათ. Dictyota) ან მარაოსებრია (ლათ. Padina); შედგება ერთ ან რამდენიმე რიგად განლაგებული დიდი უფერული უჯრედებისაგან და ერთრიგად განლაგებული წვრილუჯრედებიანი ქერქისაგან; ზრდა კენწრულია.

დიქტიოტასნაირნი მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. გამეტოფიტს და სპოროფიტს ერთნაირი აგებულება აქვს. უსქესო გამრავლება, ხდება უძრავი სპორებით — ტეტრასპორებით, რომლებიც ვითარდება ტეტრასპორანგიუმებში, სქესობრივი გამრავლება — იოგამიის გზით. ოოგონიუმში ვითარდება თითო კვერცხუჯრედი, ხოლო ანთერიდიუმში მრავალი ერთშოლტიანი ანთეროზოიდი. დიქტიოტასნაირნი ხშირად ორსახლიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]