დიფთერია

დიფტერია — სერიოზული ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Corynebacterium diphtheriae-ით. ის უპირველეს ყოვლისა აზიანებს ყელისა და ცხვირის ლორწოვან გარსს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანებაც. დიფტერია ხშირი პრობლემაა არა ურბანიზირებულ რეგიონებში, სადაც ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიფტერია ცნობილი იყო უძველესი დროიდან. XIX საუკუნეში მეცნიერებმა გამოავლინეს Corynebacterium diphtheriae, როგორც გამომწვევი ბაქტერია და პირველი ანტიტოქსინების მკურნალობა შეიქმნა 1890-იან წლებში. 1920-იან წლებში დიფტერიის ტოქსოიდის ვაქცინის შემოღებამ მკვეთრად შეამცირა შემთხვევები მთელს მსოფლიოში.
ნიშნები და სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიფტერიის სიმპტომები თვალსაჩინო ხდება ინფექციიდან ორიდან ხუთ დღეში. მისი სიმპტომებია:
- გლანდებს მოდებული მოყვითალო-ნაცრისფერი ფერი, (მემბრანა)
- ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.
- გადიდებული ლიმფური კვანძები კისერზე
- ციებ-ცხელება
- სუნთქვის გაძნელება.
ბაქტერიული ტოქსინი შეიძლება გავრცელდეს სისხლში, რამაც გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა მიოკარდიტი (გულის ანთება), ნევრიტი (ნერვის დაზიანება) და თირკმელების დაზიანება.
გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიფტერიას იწვევს ბაქტერია Corynebacterium diphtheriae, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც აზიანებს ქსოვილებს. ინფექცია გადაიცემა დაავადებულის ნერწყვით ან სისხლით და ვრცელდება შემდეგი გზებით:
- ნერწყვის მოხვედრა, დაავადებულისგან, დახველების ან დაცემინების შემდგომ.
- კონტაქტი ბინძურ ობიექტებთან.
- პირდაპირი კონტაქტი დაავადებულთან.
პრევენციის გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაქცინაცია დიფტერიის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დიფტერიის ტოქსოიდის ვაქცინა არის [DTaP] (დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას) ვაქცინა ბავშვებისთვის და Td/Tdap ვაქცინა ზრდასრულებისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Holmes, R .K. (2005). „Diphtheria and other corynebacterial infections“, Harrison's Principles of Internal Medicine, 16th, New York: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-139140-5.
- "Antitoxin dars 1735 and 1740." The William and Mary Quarterly, 3rd Ser., Vol 6, No 2. p. 338.
- Shulman, S. T. (2004). „The History of Pediatric Infectious Diseases“. Pediatric Research. 55 (1): 163–176. doi:10.1203/01.PDR.0000101756.93542.09. PMC 7086672. PMID 14605240.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Diphtheria. MedlinePlus. U.S. National Library of Medicine.
- Mapping diphtheria-pertussis-tetanus vaccine coverage in Africa, 2000–2016: a spatial and temporal modelling study