დიპლომატიური რანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიპლომატიური რანგი — წოდება, რომელიციც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირებს (საელჩოებისა და სხვა წარმომადგენლობათა დიპლომატიურ პერსონალს, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მუშაკს). ეს რანგი შეუნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობა უკავია მას, და ასევე, სამსახურიდან გადადგომის შემთხვევაშიც. რანგი და დიპლომატის თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ., განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი - ეს არის რანგიც და თანამდებობაც), მაგრამ შეიძლება არც ემთხვეოდეს[1].

სახელმწიფოთაშორისო პრაქტიკამ შეიმუშავა დიპლომატიურ აგენტთა წოდებების, ანუ რანგების გარკვეული ტაბულა. ამ პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოღებულია შემდეგი დიპლიმატიური რანგები:

  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (უმაღლესი დიპლომატიური რანგის კატეგორია);
  • უფროსი მრჩეველი;
  • მრჩეველი;
  • უმცროსი მრჩეველი (უფროსი დიპლომატიური რანგის კატეგორია);
  • პირველი მდივანი;
  • მეორე მდივანი;
  • მესამე მდივანი;
  • ატაშე (უმცროსი დიპლომატიური რანგის კატეგორია).

პირველ ორ რანგს (უმაღლეს დიპლომატიურ რანგს) ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი[2].

დსთ-ს ქვეყნების დიპლომატიური რანგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში, ბელარუსში[3], ყაზახეთში[4] და უზბეკეთში[5] დიპლომატებისთვის მოქმედებს შემდეგი რანგები:

  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • პირველი კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
  • მეორე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
  • პირველი კლასის მრჩეველი;
  • მეორე კლასის მრჩეველი;
  • პირველი კლასის პირველი მდივანი;
  • მეორე კლასის პირველი მდივანი;
  • პირველი კლასის მეორე მდივანი;
  • მეორე კლასის მეორე მდივანი;
  • მესამე მდივანი;
  • ატაშე.

იტალიის დიპლომატიური რანგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიელ დიპლომატებს ანიჭებენ შემდეგ დიპლომატიუ რანგებს:

  • ელჩი;
  • სრულუფლებიანი მინისტრი;
  • სალჩოს მრჩეველი;
  • დიპლომატიური მისიის მრჩეველი;
  • დიპლომატიური მისიის მდივანი;
  • დიპლომატიური მისიის მდივანი — სტაჟიორი.

ეგვიპტის დიპლომატიური რანგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიყენება შემდეგი წოდებები:

  • დიპლომატიური ატაშე
  • მესამე მდივანი
  • მეორე მდივანი
  • პირველი მდივანი
  • კანცლერი
  • სრულუფლებიანი მინისტრი
  • ელჩი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, გვ. 442, თბ., 2014 წელი.
  • ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი, ალმანახი № 9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბ., 1999.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]