დიპლოკოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიპლოკოკი (Diplococcus), ბაქტერიების გვარი Lactobactericeae-ს ოჯახისა. სფერული, წყვილ-წყვილად ან ძეწკვისებურად განლაგებული გრამდადებითი ბაქტერიები. გვარში არის ერთადერთი სახეობა Diplococcus pneumoniae (Pneumococcus). დიპლოკოკი იწვევს ფილტვის კრუპოზულ ანთებას. დიპლოკოპის გრამუარყოფითი ფორმები გამოყოფილია ცალკე გვარად (Neisseria) და ოჯახად (Naisseriaceae).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 563, თბ., 1978