შინაარსზე გადასვლა

დიოფანტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიოფანტე
ძვ. ბერძნ. Διόφαντος ὁ Ἀλεξανδρεύς
დაბ. თარიღი 200[1] [2]
დაბ. ადგილი სავარ. ალექსანდრია, ძველი რომი
გარდ. თარიღი 284[2]
გარდ. ადგილი სავარ. ალექსანდრია, ძველი რომი[2]
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა მათემატიკოსი

დიოფანტე ალექსანდრიელი (ძვ. ბერძნ. Διόφαντος ὁ Ἀλεξανδρεύς; ლათ. Diophantus; დ. 200, სავარ. ალექსანდრია, ძველი რომი — გ. 284, იქვე) — ძველი ბერძენი (ალექსანდრიელი) მათემატიკოსი. ჩვენამდე მოაღწია მისი მათემატიკური ტრაქტატის („არითმეტიკა“) ნაწილმა (13-იდან 6-მა წიგნმა) და ნაწყვეტებმა წიგნიდან ე. წ. პოლიგონური რიცხვების შესახებ. „არითმეტიკაში“ ამოხსნილი ამოცანების უმრავლესობა დაყვანილია ისეთ განუსაზღვრელ განტოლებებამდე, რომელთა ხარისხი 4-ზე ნაკლებია. ამონახსნებს დიოფანტე ეძებდა დადებით რაციონალურ რიცხვებში (უარყოფით ამონახსნებს იგი არ იხილავდა). უცნობისა და მისი ხარისხების, აგრეთვე ტოლობის ნიშნის აღსანიშნავად დ სიტყვათა შემოკლებულ ჩანაწერს ხმარობდა იგი დიდი ოსტატობით ხსნიდა ალგებრისა და რიცხვთა თეორიის ამოცანებს მაგრამ ამოხსნის ზოგად მეთოდებს არ იძლეოდა. დიოფანტეს თხზულებები ამოსავალი წერტილი იყო პ. ფერმას, ლ. ეილერის, კ. გაუსისა და სხვა გამოკვლევებისათვის.