დინ მარტინი
| დინ მარტინი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 7 ივნისი, 1917 |
| გარდაცვალების თარიღი | 25 დეკემბერი, 1995 (78 წლის) |
| საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
| აქტიური | 1939-1991 |
დინო პოლ კროჩეტი (იტალ. Dino Paul Crocetti); ფსევდონიმი დინ მარტინი (ინგლ. Dean Martin; დ. 7 ივნისი, 1917 — გ. 25 დეკემბერი, 1995) — იტალიური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. 1950-იან წლებში მარტინი არაერთხელ მოექცა ამერიკული გაყიდვების ჩარტების სათავეში. ის იყო დაჯგუფების „Rat Pack“ წევრი ფრენკ სინატრასთან და სემი დევისთან ერთად. მათთან თანამშრომლობამ დინ მარტინი ამერიკის ყველაზე პოპულარული და ჭეშმარიტად სახალხო არტისტების რიგებში შეიყვანა.[1]
ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალ „Newsweek“-ის მიმომხილველმა აღნიშნა, რომ მარტინს საკუთარი ინდივიდუალური სტილი ჰქონდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „საზოგადოებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება თაყვანისმცემლების უმრავლესობაში სიყვარულს იწვევდა“. ეს თვალსაზრისი გაიზიარა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ენტონი ქვინმა. ჟურნალ „Time“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვინმა თქვა: „ჩვენ ყველანი დაღლილები ვართ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულებებით. ჩვენ უცვლელად ვიცავთ წესებს. დინო ის ბიჭია, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ფარულად სურს იყოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისუფლად მოიქცეს, დათვრეს და სარკასტული იყოს, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“.
დინ მარტინი ასზე მეტ ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა „რიო ბრავო“ (1959), „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (1960). მისი მუსიკალური კარიერა ფრენკ სინატრასთან (1943) შეხვედრის შემდეგ დაიწყო, რომელთანაც დინმა დუეტში შეასრულა თავისი მრავალი ცნობილი ჰიტი: „Love Me, Love Me“, „Memories Are Made of This“, „Innamorata“ და სხვა.
2010 წლის 22 თებერვალს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში დინ მარტინის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონია გაიმართა კაზინოში „ფლამინგო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]