დინოცეფალები
| დინოცეფალები | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ტიტანოფონეუსის (ანტეოზავრიდი) და ულემოზავრის (ტაპინოცეფალი) — დინოცეფალების ორი გვარის რეკონსტრუქცია | |||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||
| Dinocephalia Seeley, 1894 | |||||||||
| |||||||||
დინოცეფალები (ლათ. Dinocephalia) — პრიმიტიული ადრეული თერაპსიდების კლადი. განიხილება ქვერიგის ან რიგის რანგში. სახელი ნიშნავს „საშინელთავიანებს“, რაც დაკავშირებულია თავის ქალის ძვლების გასქელების (პაქიოსტოზის) განვითარებასთან. ჩვეულებრივ, ისინი დიდი ზომისა იყვნენ (სიგრძეში 6 მეტრამდე და წონაში 1.5 ტონამდე).
დეინოცეფალები მსხვილტანიანი ადრეული თერაპსიდების კლადია, რომლებიც ადრეულ და შუა პერმულ პერიოდში, დაახლოებით 279.5-260 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. დეინოცეფალები მოიცავდნენ ბალახისმჭამელ, ხორცისმჭამელ და ყოვლისმჭამელ ფორმებს.[1][2] ბევრ სახეობას ჰქონდა გასქელებული თავის ქალა მრავალი გამონაზარდითა და ძვლოვანი გამონაშვერით. დეინოცეფალები იყვნენ პირველი არაძუძუმწოვარი თერაპსიდები, რომლებიც მეცნიერულად აღწერეს.[3] მათი ნამარხები ცნობილია რუსეთიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან,[4] სამხრეთ აფრიკიდან, ზიმბაბვედან და ტანზანიიდან.[5][6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Doliosauriscus — ანტეოზავრიდების ოჯახის წარმომადგენელი
- Keratocephalus — ტაპინოცეფალების წარმომადგენელი
- ტიტანოფონეუსის თავის ქალა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დინოცეფალები“ ვიკისაწყობში.- დინოცეფალები. Palaeos.com.
- დინოცეფალები. Palaeocritti.com.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Day, Michael O.; Guven, Saniye; Abdala, Fernando; Jirah, Sifelani; Rubidge, Bruce; Almond, John (2015). „Youngest dinocephalian fossils extend the Tapinocephalus Zone, Karoo Basin, South Africa“. South African Journal of Science. 111: 1–5.
- ↑ Driveria.
- ↑ Kammerer, Christian F. (13 December 2010). „Systematics of the Anteosauria (Therapsida: Dinocephalia)“. Journal of Systematic Palaeontology. 9 (2): 261–304. doi:10.1080/14772019.2010.492645.
- ↑ Древнейший ящер диноцефал жил не только в Сибири, но и в Бразилии დაარქივებული 2012-01-19 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Angielczyk, K.D. (2009). „Dimetrodon is not a dinosaur: Using tree thinking to understand the ancient relatives of mammals and their evolution“. Evolution: Education and Outreach. 2 (2): 257–271. doi:10.1007/s12052-009-0117-4.
- ↑ Simon, Rachel V.; Sidor, Christian A.; Angielczyk, Kenneth D.; Smith, Roger M.H. (2010). „First record of a Tempinocephalid (Therapsida: Dinocephalia) from the Ruhuhu Formation (Songea Group) of Southern Tanzania“. Journal of Vertebrate Paleontology. 30 (4): 1289–1293. doi:10.1080/02724634.2010.483549. S2CID 131447562.