დინოკრატე როდოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დინოკრატე როდოსელი (ბერძნ.: Δεινοκράτης ο Ρόδιος, დაახ. ძვ. წ. IV ს. მეორე ნახევარი) იყო ბერძენი არქიტექტორი და ალექსანდრე მაკედონელის ტექნიკური მრჩეველი. ის ცნობილია, როგორც ქალაქი ალექსანდრიას დამგეგმავი, ჰეფესტიონის ნეშტის მონუმენტური კოცონის კვარცხლბეკის ავტორი; ასევე მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ეფესოს ტაძრის რეკონსტრუქცია და სხვ.