დინოზავრი (2000 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დინოზავრი“
რეჟისორი
პროდიუსერი პემ პერსდენი
ისტორია
  • ჯონ ჰარისონი
  • რობერტ ნელსონ ჯეიკობსი
  • ტომ ენრიკესი
  • რალფ ზონდეგი
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი
  • დევიდ ჰარდბერგერი
  • ს. დაგლას სმითი
მონტაჟი ჰ. ლი პიტერსონი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
პრემიერა
  • 19 მაისი, 2000 (2000-05-19) (აშშ)
  • 13 ოქტომბერი, 2000 (2000-10-13) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 82 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 127.5 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 349,822,765 აშშ დოლარი[1]

დინოზავრი (ინგლ. Dinosaur) — Walt Disney Feature Animation-ის და The Secret Lab-ის[2] 2000 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. ეს არის დისნეის რიგით 39-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი (თუმცა ბრიტანეთში არ ითვლება დისნეის ანიმაციური კლასიკის ნაწილად - ადგილობრივ ქრონოლოგიაში კანონიკური ადგილი მის სანაცვლოდ უკავია „ველურს“. ის აგრეთვე წარმოადგენს სტუდიის რიგით პირველ ანიმაციურ ფილმს, რომელიც მთლიანად კომპიუტერული გრაფიკით შეიქმნა.[3]

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პერსონაჟები კომპიუტერული გრაფიკით არის შექმნილი, მისი ფონები ცოცხლად გადაღებულია. მათი ნაწილი მომდინარეობს კანაიმას ეროვნული პარკიდან (ვენესუელა). ოფიციალური, 127.5 მილიონი აშშ დოლარის მქონე ბიუჯეტით, იგი იყო წლის ყველაზე ძვირადღირებული კინოწარმოების მაგალითი.[1] იგი ფინანსურად წარმატებული იყო, მსოფლიო მასშტაბით 349 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით და აგრეთვე იყო მეხუთე 2000 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დინოზავრი ალადარი გაიზარდა ლემურებთან ერთად. ცხოვრება მშვიდი იყო, სანამ მათ კუნძულზე დიდი მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. მოხდა კატასტროფა, კუნძული დაინგრა და ალადარი ოჯახთან ერთად ახალი სახლის ძიებით დაკავდა. მოგზაურობისას ისინი მოხვდნენ დინოზავრთა ჯოგში, რომელსაც სასტიკი ბელადი კრონი მართავდა. ალადარს მოსწონს მისი მიმზიდველი და. მაგრამ მისთვის ახალ საზოგადოებაში დინოზავრი იძულებულია, ცხოვრების ახალ წესებს შეეჩვიოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Dinosaur (2000). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  2. Disney's Official Animated Features list. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2009-06-17.
  3. Disney DVDs & Blu-ray - DVD Collections