შინაარსზე გადასვლა

დინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდ-ალ-მალიქის ოქროს დინარი [ჰიჯრით 75 (ახ. წ. 697/98)]

დინარიარაბულ სამყაროსა და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის ფულის ერთეული, ისტორიულად — ოქროს მონეტა არაბულ სამონეტო სისტემაში. სახელწოდება „დინარი“ [არაბ. دينار (dīnār)] მომდინარეობს ლათინური denarius-დან („ათნაწილიანი“).

თავდაპირველად დინარი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ოქროს მონეტის ასლი იყო. არაბი ხალიფას აბდ-ალ-მალიქის სამონეტო რეფორმის (695–697) შემდეგ დინარმა სახე იცვალა და მუსლიმური იერი მიიღო. შუბლსა და ზურგზე გამოსახულია რელიგიური ფორმულები და მოჭრის თარიღი. VII საუკუნის ბოლოსათვის დინარის მასა იყო 4,25 გრამი.

ამჟამად დინარი არის ალჟირის, ბაჰრეინის, ერაყის, იორდანიის, ლიბიის, სერბიის, ტუნისის, ქუვეითის და ჩრდილოეთ მაკედონიის ფულის ძირითადი ერთეული, ასევე ხურდა ფული ირანში (რიალის 1/100). წარსულში დინარი ერქვა ფულის ერთეულს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (1992–1998), იუგოსლავიაში (1918–2003), სამხრეთ იემენში (1965–1990), სუდანში (1992–2007) და ხორვატიაში (1991–1994).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]