დინარა ნოდია
დინარა ნოდია | |
---|---|
დაიბადა | 23 იანვარი, 1931 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 30 აგვისტო, 2003 (72 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა |
მიმდინარეობა | გრაფიკა |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო მხატვარი (1981) |
დინარა ნოდია (დ. 23 იანვარი, 1931, თბილისი — გ. 30 აგვისტო, 2003) — ქართველი მხატვარი-გრაფიკოსი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1981). ღირსების ორდენის კავალერი (1998).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1959 წლიდან თანამშრომლობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „დედის ხელი“ (1959), „გია მიდის ყამირზე“ (1963), „აღმაფრენა“ (1964), „გრიბოედოვის საჩუქარი“ (1965), „კედელი“ (1966), „პეპელა“ (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: თბილისის ეროვნულ მუზეუმში, მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. იყო ჯგუფური გამოფენების მონაწილე.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1959 — ვენის ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი
- 1961 — სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)
- 1966 — საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი
- 1975 — საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
- 1981 — საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი[1]
- 1998 — ღირსების ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დინარა ნოდია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დინარა ნოდია — ეროვნული ფილმოგრაფია
- დინარა ნოდია — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)