დინამო სოხუმი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ს.კ. დინამო სოხუმი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო სოხუმი
დაარსდა 14 იანვარი, 1925; 99 წლის წინ (1925-01-14)
სტადიონი მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 500)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა მამუკა ასათიანი
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი კვანტალიანი
ლიგა რეგიონული ლიგა,
ქვედა ჯგუფი აღმ. ბ
2019 მე-3 [1]
საიტი ოფიციალური საიტი

დინამო სოხუმიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სოხუმიდან. ჩამოყალიბდა 1925 წელს. 1992 წლიდან თამაშობს თბილისში. ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის „დინამო“ 1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში. საქართველოს სსრ ორგზის ჩემპიონი (1947, 1948)[2] და საქართველოს სსრ თასის ორგზის (1944, 1948) მფლობელი.

კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისეთი სახელოვანი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ავთანდილ ღოღობერიძე, ნიკიტა სიმონიანი, იური გრამატიკოპულო, ვალტერ სანაია, იური ვარდიმიადი, ნიაზ ძიაპშიპა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსი ილიადი, ოთარ გაბელია,[3] ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი,[4] თემურ ქეცბაია, სოსო მალანია,[5][6] გოჩა ჟორჟოლიანი[7] და სხვ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: იური გრამატიკოპულო,[8] გიგა ნორაკიძე, ნიაზ ძიაპშიპა, ნუგზარ ბოჯგუა, გოჩა ჟორჟოლიანი,[7] უჩა ქანთარია, მამუკა კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი და სხვ.

1940-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 1] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.[9]

შემადგენლობა 1947[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის[10] მოთამაშეები
გენადი ბონდარენკო, გიორგი გრამატიკოპულო, ალექსანდრე დოროხოვი, ივანე ვარდიმიადი, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ანდრო ზაზროევი, გიორგი იოლჩიდი, გ. ნადარეიშვილი, ანესტი ოლფანიდი, ანესტი ტრიანდაფილიდი.

1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.

შემადგენლობა 1948[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის[11] მოთამაშეები
ნისბი აჟიბა, ნ. არგუნი, გენადი ბონდარენკო, ა. გაბუნია, შ. გობეჯიშვილი, ა. გოგიჩაიშვილი, შ. დონდუა, ს. ესაკია, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ვ. ვეკუა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ თარბა, გიორგი იოლჩიდი, შ. ლომინაძე, გ. სიგუა, პ. სიჭინავა, გ, ჩხარტიშვილი.

1948 წლის საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში 44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად სოხუმისა და ქუთაისის დინამოელები განიხილებოდნენ. განვლილ ჩემპიონატზე სოხუმელებმა შეძლეს ქუთაისელთა დამარცხება, თუმცა, ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს რევანშის აღება და სოხუმელ თანაკლუბელებს მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აგემეს (5–2), ხოლო თავის მხრივ ორ ფრეს დასჯერდნენ ბათუმისა (1–1) და ფოთის (2–2) დინამოელებთან შეხვედრებში. შედეგად, გათამაშების ბოლო ტურისთვის არსებული მაჩვენებლებით ორივე გუნდს, ქულათა თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი დაინიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს (4–2) და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის წოდება.

1960-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის 22 მაისს საკავშირო თასის 1/16 ფინალში სოხუმს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტუმრა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი, რომელთაც სტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლეს, სოხუმელთა და თბილისელთა შეხვედრას გარშემო სახლების სახურავებიდან ადევნებდა თვალს.

1970-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის საფეხბურთო სეზონში სოხუმის დინამოელებმა მეორე ლიგის მეორე ზონაში იასპარეზეს საქართველოს გუნდების ლანჩხუთის „გურიას“, ზუგდიდის და ბათუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, გორის „დილას“ და თბილისის „სპარტაკის“ პარალელურად, სოხუმის „დინამოს“ მეტოქეები იყვნენ ნალჩიკის „სპარტაკი“, მახაჩყალის „დინამო“, ლენინაკანის „შირაკი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“ და სხვა. 22 გუნდს შორის სოხუმის დინამოელებმა მე-14 ადგილი დაიკავეს, გუნდმა 42 შეხვედრაში 14 მოიგო, 11 დამთავრდა ფრედ, ხოლო 17 მატჩში განიცადა დამარცხება. ბურთების შეფარდება 47–62.

შემადგენლობა 1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ანატოლი (გიგა) ნორაკიძე (მთ. მწვრთნელი), არჩილ ერქომაიშვილი, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).
გუნდის[12] მოთამაშეები
ივანე ანასტასიადი, გიორგი ბანცაძე, გურამ ბარამია, გურგენ ბენიძე,[13] ოლეგ ბერულავა, ანატოლი ბიდეევი, ნოდარ ბოხაშვილი, ოთარ გადელია, გოდერძი გოგიშვილი, მერაბ გოგოხია,[14] კოტე გოლეთიანი, ანატოლი დრაჩი, მურთაზ ვეკუა, ნოდარ კაკულია, მალია კაჭარავა, ზურაბ კვეკვესკირი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი კოსტავა, მერაბ ლაკერბაია, ზურაბ ლატარია, ზურაბ ლაშხია, მერაბ მოსიავა, ნიკოლოზ ოსტროვსკი, თემურ ჟანაა, ჯამბულ ჟვანია, ბორის ციკოლია, ვალერი ხარტაკოპულო, რევაზ ხასია, ნუგზარ ხოშტარია.

შემადგენლობა 1978[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
გიგა ნორაკიძე (მთ. მწვრთნელი), არჩილ ერქომაიშვილი, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).[15]
გუნდის[16] მოთამაშეები
გურამ ბარამია, გურგენ ბენიძე,[13] ნოდარ ბოხაშვილი, მერაბ გოგოხია,[14] ალექსანდრე გუბარი, ანატოლი დრაჩი, ტიგრან ვარდანიანი, მურთაზ ვეკუა, იური კაბაკოვი, გივი კოსტავა, ზურაბ ლატარია, იური ლოგუა, ამბაკო მატუა, მერაბ მოსიავა, ბესლან ნანბა,[17] ნიკოლოზ ოსტროვსკი, თემურ ჟანაა, თემურ ჟიბა, ალკაზ ქანთარია,[18] ვალერი ხარტაკოპულო, ნუგზარ ხოშტარია.

შემადგენლობა 1979[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ნიაზ ძიაპშიპა (მთ. მწვრთნელი), არჩილ ერქომაიშვილი, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).
გუნდის[19] მოთამაშეები
გურგენ ბენიძე,[13] ოლეგ ბერულავა, მერაბ გოგოხია,[14] ალექსანდრე გუბარი, შოთა თომაშვილი, იური კაბაკოვი, ზურაბ კვეკვესკირი, იური ლოგუა, ვალერიან მელაძე, ბესლან ნანბა,[17] თემურ ჟანაა, თემურ ჟიბა, ვლადიმერ ტესლენკო, მისაკ ტუისუზიანი, მალხაზ ქავთარაძე,[20] ალკაზ ქანთარია,[18] მურმან ქობალია.[21]

1980-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 1981[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ნიაზ ძიაპშიპა (მთ. მწვრთნელი), ირაკლი ქოიავა, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).[22]
მეკარეები
გურგენ ბენიძე,[13] ჯემალ როსტობაია.[23]
მცველები
ოლეგ ბერულავა,[23] ელგუჯა ბჟანია,[23] ალექსანდრე გუბარი,[23] ზურაბ კვეკვესკირი,[23] თემურ ჟიბა,[23] ემზარ მამფორია,[23] დემურ ცხაკაია.
ნახევარმცველები
იური ლოგუა,[23] იური კაბაკოვი, მალხაზ ქავთარაძე,[23][20] ნუგზარ ხოშტარია.[23]
თავდამსხმელები
თენგიზ ლოგუა,[23] ზაურ მელია,[23] ალკაზ ქანთარია,[23][18] მურმან ქობალია,[23][21] მერაბ შამათავა.[24]

შემადგენლობა 1982[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ნიაზ ძიაპშიპა (მთ. მწვრთნელი), არჩილ ერქომაიშვილი, ირაკლი ქოიავა, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).[25][26]
მეკარეები
გურგენ ბენიძე,[13] ჯემალ როსტობაია.
მცველები
ელგუჯა ბჟანია, ალექსანდრე გუბარი, ანატოლი კვეკვესკირი,[27] ზურაბ კვეკვესკირი, ემზარ მამფორია, გოჩა ხუბულური.
ნახევარმცველები
მალხაზ ქავთარაძე,[20] იური ლოგუა, სოსო მალანია, გოჩა სართანია,[28] გია შონია,[29] ნუგზარ ხოშტარია.
თავდამსხმელები
ალკაზ ქანთარია,[18] მურმან ქობალია,[21] ზაურ მელია, ბესლან ნანბა,[17] მერაბ შამათავა.[24]

შემადგენლობა 1983[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ნიაზ ძიაპშიპა (მთ. მწვრთნელი), გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).
გუნდის[30] მოთამაშეები
რაფაელ ამპარი, გურგენ ბენიძე,[13] ელგუჯა ბჟანია, ალექსანდრე გუბარი, აშოტ კურგინიანი, სოსო მალანია,[5] ემზარ მამფორია, მალხაზ მარგოშია, ზაურ მელია, ბესლან ნანბა,[17] გოჩა ჟორჟოლიანი,[7] გოჩა სართანია,[28] მალხაზ ქავთარაძე,[20] მურმან ქობალია,[21] მერაბ შამათავა,[24] იგორ შეპტიცკი,[31] გიორგი ჩალიგავა,[32] ახრიკ ცვეიბა, ოთარ ძალამიძე,[33] რომან ხაგბა,[34] ნუგზარ ხოშტარია, გოჩა ხუბულური.

შემადგენლობა 1984[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ნიაზ ძიაპშიპა (მთ. მწვრთნელი).
გუნდის[35] მოთამაშეები
დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] თემურ ბიგვავა, მერაბ გოგოხია,[14] მალია კაჭარავა, სოსო მალანია,[5] ემზარ მამფორია, მალხაზ მარგოშია, ბესლან ნანბა,[17] თემურ ჟიბა, გოჩა ჟორჟოლიანი,[7] გოჩა სართანია,[28] კლემენტი სიჭინავა,[36] ზურაბ ფარულავა, მალხაზ ქავთარაძე,[20] მურმან ქობალია,[21] გიორგი ჩალიგავა,[32] ახრიკ ცვეიბა, ოთარ ძალამიძე,[33] ჯუმბერ ჭითანავა,[37] რომან ხაგბა,[34] ნუგზარ ხოშტარია.

შემადგენლობა 1985[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
გიორგი გრამატიკოპულო (მთ. მწვრთნელი).
გუნდის[38] მოთამაშეები
დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] ზ. ბენიძე, თემურ ბიგვავა, მერაბ გოგოხია,[14] ჯემალ გუბაზი,[39] საიდ თარბა, თენგიზ ლოგუა, სოსო მალანია, ემზარ მამფორია, ზაურ მელია, დიმიტრი პაპავა, როინ ტიბუა, მალხაზ ქავთარაძე,[20] ალკაზ ქანთარია,[18] რევაზ ქაშიბაძე, იგორ შეპტიცკი,[31] ა. ჩალიგავა, გიორგი ჩალიგავა,[32] ოთარ ძალამიძე,[33] ჯუმბერ ჭითანავა,[37] რომან ხაგბა,[34] მურთაზ ხურცილავა.[40]

შემადგენლობა 1986[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
ირაკლი ქოიავა (მთ. მწვრთნელი),[41] ბესლან ნანბა (გუნდის უფროსი).[41][17]
მეკარეები
გურგენ ბენიძე,[41][13] კახა გეთია.[42]
მცველები
დაურ ახვლედიანი,[41][43]მერაბ გოგოხია.[41][14] თამაზ ენიკი,[41][44] ანატოლი კვეკვესკირი,[41][27] კლემენტი სიჭინავა,[41][36] მურთაზ ხურცილავა,[40] გიორგი ჩიხრაძე.[41][45]
ნახევარმცველები
იური გაბისკირია,[46] ჯემალ გუბაზი,[41][39] გელა ინალიშვილი,[41] ჯუმა კვარაცხელია,[41][47] თ. კვარაცხელია,[48] ბესიკ ჩხვირკია,[49] გია შონია.[29]
თავდამსხმელები
ალკაზ ქანთარია,[41][18] თემურ ქეცბაია,[41] ოთარ ძალამიძე,[41][33] გიორგი ჩალიგავა,[32] ჯუმბერ ჭითანავა.[37]

1986 წლის საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში მოასპარეზე სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველად შეძლეს მეორე ადგილის მოპოვება.[50]

შემადგენლობა 1987[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის[51] მოთამაშეები
სერგეი არუთუნიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] კახა გეთია,[42] ირაკლი გელენავა, მერაბ გოგოხია,[14] ჯემალ გუბაზი,[39] გიორგი დოჩია,[23][52] საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, ჯუმა კვარაცხელია,[47] იური ლოგუა, კლემენტი სიჭინავა,[36] ალკაზ ქანთარია,[18] გიორგი ჩალიგავა,[32] გიორგი ჩიხრაძე,[45] ოთარ ძალამიძე,[33] ჯუმბერ ჭითანავა,[37] რომან ხაგბა,[34] მურთაზ ხურცილავა.[40]

სსრ კავშირის თასი 1987–88[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო თასის 47-ე გათამაშების[კომ. 2][53] ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან სოხუმელებმა სამი შეხვედრა მოიგეს, სამი დათმეს — მათ შორის ორივე მერვედფინალური მატჩი თასის მომავალ მფლობელთან ხარკოვის „მეტალისტთან“ (0–3, 1–2) და შესაბამისად, ამავე ეტაპზე დაასრულეს გათამაშება.[54]

მოგება
ფრე
წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი ეტაპი წყარო
1 06.06.1987 რესპ. სტად., სოხუმი „დინამო“ სოხუმი 3–1 „ურალმაში“ სვერდლოვსკი
1/64
[55]
2 25.06.1987 ორჯონიკიძე [კომ. 3] „სპარტაკი“ ორჯონიკიძე 1–3 „დინამო“ სოხუმი
1/32
3 06.07.1987 სტად. „დინამო“, მინსკი „დინამო“ მინსკი 2–1 „დინამო“ სოხუმი
1/16
4 18.07.1987 რესპ. სტად., სოხუმი „დინამო“ სოხუმი 1–0 „დინამო“ მინსკი
1/16
5 04.08.1987 სტად. „მეტალისტი“, ხარკოვი „მეტალისტი“ ხარკივი 3–0 „დინამო“ სოხუმი
1/8
6 15.08.1987 რესპ. სტად., სოხუმი „დინამო“ სოხუმი 1–2 „მეტალისტი“ ხარკივი
1/8

შემადგენლობა 1988[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის[56] მოთამაშეები
სერგეი არუთინიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] რობერტ ბოსტანჯიანი,[57] ირაკლი გელენავა, მერაბ გოგოხია,[14] ჯემალ გუბაზი,[39] თენგიზ გუჩუა, გიორგი დოჩია,[52] ვალერი იაკოვლევი, გელა ინალიშვილი, ჯუმა კვარაცხელია,[47] ლეონიდ კოვალკოვი, სოსო მალანია,[5] ემზარ მამფორია, გოჩა ჟორჟოლიანი[7] იგორ შეპტიცკი,[31] გიორგი ჩალიგავა,[32] გიორგი ჩიხრაძე,[45] ოთარ ძალამიძე,[33] ჯუმბერ ჭითანავა,[37] რომან ხაგბა,[34] მურთაზ ხურცილავა.[40]

შემადგენლობა 1989[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
გიგა ნორაკიძე (მთ. მწვრთნელი), ირაკლი ქოიავა, გიორგი გრამატიკოპულო (გუნდის უფროსი).
გუნდის[58] მოთამაშეები
სერგეი არუთინიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] გენადი ბონდარუკი, რობერტ ბოსტანჯიანი,[57] გოჩა გოგრიჭიანი,[23] ჯემალ გუბაზი,[39] გიორგი დოჩია,[52] როდერ თარბა, საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, სოსო მალანია,[5] ვახტანგ პაპასკირი, გოჩა ჟორჟოლიანი[7] ზურაბ ფარულავა, თენგიზ სიჭინავა, გიორგი ჩალიგავა,[32] ანდრეი ჩეკუნოვი, გიორგი ჩიხრაძე,[45] რომან ხაგბა.[34]

1989 წლის სეზონში სოხუმელებმა წარმატებით იასპარეზეს საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის IX ზონაში და პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ ასევე, წარმატებით ჩაატარეს ფლეი-ოფის მატჩები ფერგანის „ნეფტიანიკთან“ და პავლოდარის „ტრაქტორთან“. გადამწყვეტი გამოდგა 1989 წლის 9 ნოემბერს სოხუმში ჩატარებული შეხვედრა ფერგანის „ნეფტიანიკის“ წინააღმდეგ. შეხვედრის მე-15 წუთზე სოხუმელები რომან ხაგბამ[34] თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი გიორგი ჩალიგავამ მეორედ აიღო სტუმართა კარი — 2–0. სოხუმის დინამოელებმა საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საკავშირო ჩემპიონატის I ლიგის საგზური მოიპოვეს. რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც სულ 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი — 20 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.

სხვა ქართული კლუბების მსგავსად, კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა სოხუმის „დინამოც“, რომელსაც 1990 წელს პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში, რისთვისაც კლუბი ბოლო წლებში ძალების სრული დაძაბვით იბრძოდა. ხანგრძლივი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიღწეული შედეგის დათმობა სპორტული თვალსაზრისით კლუბისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ერთ ნაწილს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშებაზე მონაწილეობა მიაჩნდა მართებულად, მეორე ნაწილს — საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე. ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ კლუბს — როგორც ეროვნულ, ისე საკავშირო პირველობაზეც შეეძლო ერთდროულად მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი[59] პრინციპულად აყენებდა ქართული კლუბების საკავშირო ჩემპიონატზე მონაწილეობის გაგრძელების საკითხს. თუმცა, საქართველოდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართულ კლუბებს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან შეუჩერდათ საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. აღნიშნულ მოვლენათა მსვლელობის პარალელურად აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ მიქანბა სოხუმის „დინამოს“ პირველი ლიგის გათამაშებაში დაშვების თაობაზე მოსკოვში კონსულტაციებს გადიოდა.

1990 წლის 17 მარტს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის, სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის საბჭოს, კლუბის დამფუძნებელი ორგანიზაციებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსახილველი საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილის გაფართოებული სხდომა. ამ ერთგვარ საფეხბურთო კონფერენციაზე აფხაზეთის ყველა რაიონისა და ქალაქის სპეციალისტთა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. მოწვეული 118 დელეგატიდან შეხვედრას ესწრებოდა — 99.

სხდომაზე თავიდანვე უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოწვეული არ იყო სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი. აღნიშნული ფაქტის თაობაზე პირდაპირ განაცხადეს და თავიანთი პრინციპული მოსაზრება დააფიქსირეს „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრმა გურამ გაბისკირიამ, საქართველოს ალკკ-ს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანმა ელგუჯა ქავთარაძემ და სხვებმა. სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს პირველმა მოადგილემ ვლადიმერ მიქანბამ.[60] პრეზიდიუმის წევრებად 13 დელეგატი იქნა არჩეული, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე.[61]

დღის წესრიგში იდგა მთავარი საკითხი — თუ რომელ ჩემპიონატზე უნდა მიეღო მონაწილეობა სოხუმის „დინამოს“. გამოითქვა სხვადასხვა აზრი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ გარემოში წარიმართა. საკითხის განხილვა ფარული კენჭისყრით გადაწყდა. სხდომის 13 მონაწილემ კენჭისყრის დაწყებამდე დატოვა დარბაზი. მათმა უმრავლესობამ დელეგატის მანდატი ჩააბარა. კენჭისყრაზე უარი თქვა გალის რაიონის ყველა წარმომადგენელმა, სოხუმის „დინამოს“ კლუბის პრეზიდიუმის წევრმა გურამ გაბისკირიამ, სოხუმის „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრებმა — ავთანდილ ბოკერიამ, ამრეკ მინჯიამ, ტარას ბელქანიამ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ — სერგო ფიფიამ და სხვებმა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 86 კაცი. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით (71) მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სოხუმის „დინამოს“ საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ. ამავე დღეს, დაბა ეშერის სპორტულ ბაზაზე გაიმართა სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელების კრება. კრების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ სოხუმის „დინამოს“ ტოვებდნენ: გუნდის მეორე მწვრთნელი — ირაკლი ქოიავა, ადმინისტრატორი — აკაკი პაპავა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი — ნოდარ კაკულია და გუნდის რვა ფეხბურთელი — ბენიძე,[13] ჟორჟოლიანი,[7] დოჩია, მალანია,[5] ფარულავა, ჩიხრაძე,[45] ინალიშვილი და გოგრიჭიანი.[4]

2000-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთი ნაწილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა სოხუმის „დინამოს“ ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნება. იმავე წლიდან კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე ასპარეზობს. 2005–06 წლის საფეხბურთო სეზონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაწყდა გამონაკლისის სახით სოხუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში დაშვება. გუნდში, ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის — გია ჩხაიძე, მამუკა წერეთელი, შოთა ჩომახიძე, ვალტერ გუჩუა, მამუკა რუსია, თემურ გადელია და სხვ. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბი ჩემპიონატს პირველივე სეზონში გამოეთხოვა.

შემადგენლობა 2005[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
გოჩა ჟორჟოლიანი (მთ. მწვრთნელი).
გუნდის[62] მოთამაშეები
ავთანდილ ლაბაძე, ლაშა ეგაძე, გია ჩხაიძე, თენგიზ უგრეხელიძე, ლაშა სილაგაძე, გიგა ჟვანია, შოთა ჩომახიძე, კონსტანტინე სეფიაშვილი, ვალტერ გუჩუა, ბესიკ შენგელია, მამუკა რუსია, გოჩა მამფორია, გიორგი ხაჩიძე, ვაჟა ჭყოიძე, ვლადიმერ ერქვანია, მანუჩარ შამუგია, დავით კახელიშვილი, ლევან მაჩალაძე, ირაკლი თოლორდავა, ბექა ფარჯიანი.

2010-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს მამუკა ბიძინაშვილის[63] თაოსნობით საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი კვლავ დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს და მას შემდეგ საქართველოს რეგიონული ლიგის უცვლელი მონაწილეა. 2013 წლიდან დღემდე სოხუმის „დინამოს“ მაისურით კლუბის ღირსება 200-ზე მეტმა ფეხბურთელმა დაიცვა. ამავე პერიოდში კლუბმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.

2018 წლიდან გუნდი დავით თაქთაქიშვილმა ჩაიბარა.[64][65][66][67][68][69][70] მისი ხელმძღვანელობით სოხუმის „დინამომ“ 58 მატჩი ჩაატარა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.

შემადგენლობა 2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები
დავით თაქთაქიშვილი (მთ. მწვრთნელი), მამუკა კიკნაძე, ლაშა-გიორგი ქანთარია, კახაბერ კეკელიძე.
მეკარეები
გიორგი ალადაშვილი, ლევან ლობჯანიძე, მამუკა მეტრეველი, დავით ღლონტი.
მცველები
სანდრო ავალიანი, მერაბ გიგაშვილი, ნიკოლოზ გულორდავა, ნიკოლოზ მუშკუდიანი, ნიკოლოზ სამუშია, აკაკი ფუტკარაძე, გიორგი ქეცბაია, თორნიკე ღონღაძე, ნიკოლოზ შავიშვილი, ალექსანდრე შანიძე, ვახტანგ შენგელია.
ნახევარმცველები
თეიმურაზ აზმაიფარაშვილი, გიორგი ამაღლობელი, თორნიკე ბურდული, შიო გვარაძე, ილია გორდაძე, ტატო გუმბათოვი, ნიკა მაისურაძე, დავით მოსულიშვილი, აკაკი ყურაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.
თავდამსხმელები
გიორგი აბულაძე, თორნიკე გობრონიძე, ირაკლი გოგბერაშვილი, მიხეილ კენჭაძე, რევაზ მაჭავარიანი, ლაშა რაზმაძე, ლუკა ხარაიშვილი, ლაშა ხომასურიძე.

2020-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს სოხუმის „დინამოს“ მესვეურთა ინიციატივითა და ძალისხმევით, კლუბის ბაზაზე, აფხაზური ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი, რომელიც ამავე წელს შემდეგი შემადგენლობით ჩაერთო საქართველოს ქალთა მე-5 ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში — მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი, ნინო კურტანიძე. მცველები: სოფო ოსიაშვილი, ლანა ქარდავა, თამარ ახობაძე, ელენე ელოშვილი, მარიამ მეტრეველი. ნახევარმცველები: მედეა მუმლაძე, ელენე გაზდელიანი, მარიამ კაკალაშვილი, ნინო ჩანგელია, ანა კულდონაშვილი, თეა მეტრეველი. თავდამსხმელები: თაკო კვალიაშვილი, ლიზი გომელაური, ნინო ჭუჭულაშვილი, ანა კოშაძე, ნეგარ საიდი.

რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, მის რიგებში 2021 წლის გაზაფხულის მეორე ნახევარში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ქვემოთ წარმოდგენილია გუნდის მიმდინარე შემადგენლობა 5 მაისისთვის არსებული მონაცემებით.

შემადგენლობა 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 15 თებერვალი, 2023[71]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო ვანო კვარაცხელია
3 მცველი საქართველო საქართველო გიორგი კოკაია
4 მცველი საქართველო საქართველო ვლადიმერ კულიგიანი
5 მცველი საქართველო საქართველო ლაშა ოთარაშვილი
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ჩიქოვანი
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ გადელია
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ტატო გუმბათოვი
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ლუკა კალანდაძე
10 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვახტანგ კოპლატაძე
11 თავდამსხმელი საქართველო საქართველო შოთა ღვინიაშვილი
12 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გია გაბათაშვილი
13 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ სამუშია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ნიკოლოზ ძიძიგური
16 მეკარე საქართველო საქართველო რომა გოგსაძე
17 მცველი საქართველო საქართველო თორნიკე ღონღაძე
18 ნახევარმცველი საქართველო საქართველო მიშიკო მიქაუტაძე
19 თავდამსხმელი საქართველო საქართველო მალხაზ ფაცაცია
20 მცველი საქართველო საქართველო ზურა ნამგალაძე
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ნიკა მალაციძე
23 მცველი საქართველო საქართველო დიმა ბჟალავა
24 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ზაზა გასპაროვი
25 მცველი საქართველო საქართველო ირაკლი ყაველაშვილი
26 მეკარე საქართველო საქართველო ლუკა სეხნიაშვილი

კლუბის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენეჯმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზიცია პერსონალი
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი
პრეზიდენტი მამუკა ასათიანი
აღმასრულებელი დირექტორი მანანა ჭანტურიშვილი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზიცია პერსონალი
მთავარი მწვრთნელი გიორგი კვანტალიანი
მწვრთნელი საბა ჭიჭინაძე
ადმინისტრატორი მამუკა კიკნაძე
ექიმი ქუჯი გამსახურდია

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი
1965 საქართველოს სსრ–ის დროშა გიორგი გრამატიკოპულო
1967–1968 საქართველოს სსრ–ის დროშა გიორგი გრამატიკოპულო
1971–1974 საქართველოს სსრ–ის დროშა გიორგი გრამატიკოპულო
1977–1978 საქართველოს სსრ–ის დროშა ანატოლი (გიგა) ნორაკიძე
1979–1984 საქართველოს სსრ–ის დროშა ნიაზ ძიაპშიპა
1985 საქართველოს სსრ–ის დროშა გიორგი გრამატიკოპულო
1986–1987 საქართველოს სსრ–ის დროშა ირაკლი ქოიავა
1989–1991 საქართველოს სსრ–ის დროშა ანატოლი (გიგა) ნორაკიძე
2000–2002 საქართველოს დროშა ვახტანგ ქაცარავა
2002–2003 საქართველოს დროშა ოთარ ქობალია
2003–2006 საქართველოს დროშა გოჩა ჟორჟოლიანი
2013–2014 საქართველოს დროშა უჩა ქანთარია
2014–2016 საქართველოს დროშა მამუკა კიკნაძე
2016–2018 საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი
2018–2021 საქართველოს დროშა დავით თაქთაქიშვილი
2021 საქართველოს დროშა ვასილ ჭეიშვილი[72]
2021–2023 საქართველოს დროშა დავით თაქთაქიშვილი
2023– საქართველოს დროშა გიორგი კვანტალიანი

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ფეხბურთელი მატჩი გოლი
2000–2001 რამაზ ჯაბნიძე
17
9
2001–2002 რამაზ ჯაბნიძე
20
12
2002–2003 ვლადიმერ ერქვანია
24
6
2003–2004 გიორგი ხაჩიძე
22
10
2004–2005 ვლადიმერ ერქვანია
28
10
2005–2006 გიორგი გურგუჩიანი
24
10
2006–2007 თემურ გადელია
14
5
2013–2014 გუჯა რეხვიაშვილი
14
6
2015–2016 ივანე ფილია
25
11
2016 ზურა ქეშელაშვილი
16
4
2017 ივანე ძოძოაშვილი
23
7
2018 ლუკა სოსიაშვილი
27
20
2019 თორნიკე ბურდული
15
13
2019 მიხეილ კენჭაძე
10
12
2020 ლუკა სოსიაშვილი
8
10
2021 ვახტანგ კოპლატაძე
10
6
2022 თორნიკე ბურდული
24
19

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1947, 1948 [2]
  • ვიცე-ჩემპიონი: 1936 [2]
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1955 [2]
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ თასი
  • თასის მფლობელი: 1944, 1948
  • ფინალისტი: 1947

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
FootballFacts.ru (1) · FootballFacts.ru (2) · FootballFacts.ru (3) · Soccerway · Transfermarkt · Weltfussball.de · WorldFootball.net
სოხუმის „დინამოს“ სტატისტიკა
სეზონების მიხედვით
1940 · 1941 · 1942 · 1943 · 1944 · 1945 · 1946 · 1947 · 1948 · 1950 · 1951 · 1953 · 1954 · 1955 · 1956 · 1959 · 1961 · 1962 · 1963 · 1964 · 1965 · 1966 · 1967 · 1968 · 1970 · 1971 · 1972 · 1973 · 1974 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982 · 1983 · 1984 · 1985 · 1986 · 1987 · 1988 · 1989 · 1990

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ თასის 1944 წლის გათამაშებაზე სოხუმელი ფეხბურთელები სოხუმის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ.
  2. საკავშირო თასის რიგით 47-ე გათამაშება 1987 წლის 6 ივნისს დაიწყო და 1988 წლის 28 მაისს დასრულდა.
  3. მატჩი გაიმართა ორჯონიკიძის „სპარტაკის“ სტადიონზე (რუს. Стадион "Спартак").

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგა, ქვედა ჯგუფი აღმ. ბ · სეზონი 2019 — ტურნირის ცხრილი · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 აკოფოვი, გ., 1975, გვ. 58–59
  3. ლაშა გოდუაძე (20 იანვარი, 2016). კარიერა ფრაზებში: ოთარ გაბელია· ციტატა: „...სოხუმის „დინამოში“ გატარებული წლები დაუვიწყარია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ სოხუმში შევიცანი. იქ იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ — ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  4. 4.0 4.1 Gocha Gogrichiani · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Малания, Сосо Петрович. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  6. Soso Malania· Date of Birth: September 26, 1964 · Birthplace: Senaki · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო: Footballdatabase.eu. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 Жоржолиани Гоча Теймурович· Родился: 27 сентября 1965 · советский и грузинский футболист, вратарь, футбольный тренер. · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  8. იური გრამატიკოპულო სოხუმის ფეხბურთის გუნდთან ერთად· გრამატიკოპულო, გიორგი (იური) სავის ძე (1930–1992) · ფოტო გადაღებულია თბილისში. მარჯვნიდან დგას: იური გრამატიკოპულო · ფოტოს ავტორი: შანიძე, კონსტანტინე · გამოცემის თარიღი: 8 ივლისი, 1979 · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  9. «Динамо» Сухуми 2–1 «Динамо» Кутаиси· Кубок Грузинской ССР 1944 · Финал · Тбилиси, Стадион «Динамо» · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
  10. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1947. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  11. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1948. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  12. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1977. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 13.12 Бенидзе, Гурген Александрович · Родился: 08.07.1956, г. Сухуми, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: вратарь. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 Гогохия, Мераб Ласикович · Родился: 1956 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: защитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  15. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 25–26
  16. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1978. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 Нанба Беслан Алексеевич. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 Кантария, Алказ · Родился: 01.02.1954 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: нападающий, полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  19. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1979. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 Кавтарадзе, Малхаз. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Кобалия, Мурман. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  22. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 33
  23. 23.00 23.01 23.02 23.03 23.04 23.05 23.06 23.07 23.08 23.09 23.10 23.11 23.12 23.13 23.14 23.15 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 31
  24. 24.0 24.1 24.2 Шаматава Мераб. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  25. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 32
  26. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1982. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  27. 27.0 27.1 Квеквескири, Анатолий · Родился: 20.10.1959 · Гражданство: Грузия, Россия, СССР · Амплуа: защитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  28. 28.0 28.1 28.2 Сартания Гоча. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  29. 29.0 29.1 Шония, Гия · Родился: 1964 · Гражданство: СССР · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  30. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1983. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  31. 31.0 31.1 31.2 Шептицкий Игорь Григорьевич · Родился: 27.10.1965. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 32.6 Чалигава, Георгий Худович · Родился: 28.02.1965 · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 182 · Амплуа: нападающий. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 33.4 33.5 Дзаламидзе, Отар · Родился: 09.11.1959, г. Очамчира, Очамчирский р-н, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 176 · Амплуа: нападающий. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 34.5 34.6 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 53
  35. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1984. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  36. 36.0 36.1 36.2 Сичинава, Клементий · Родился: 1967 · Гражданство: СССР · Амплуа: защитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 Читанава, Джумбер · Родился: 1957 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: нападающий. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  38. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1985. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 Губаз, Джемал Резович · Родился: 02.09.1968, г. Гудаута, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Россия, СССР · Рост: 176 · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 Хурцилава, Муртаз Гивиевич · Родился: 1957 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: защитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  41. 41.00 41.01 41.02 41.03 41.04 41.05 41.06 41.07 41.08 41.09 41.10 41.11 41.12 41.13 41.14 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 107
  42. 42.0 42.1 Гетия, Каха · Родился: 1969 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: вратарь. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  43. Ахвледиани, Даур Миродович · Родился: 10.10.1964, г. Гагра, Абхазская АССР, Грузинская ССР · Умер: 22.09.1993 (в 29 лет), г. Сухуми · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 176 · Амплуа: защитник, полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  44. Еник, Тамази Вахтангович · Родился: 15.01.1967 · Гражданство: Россия, СССР · Рост: 178 · Амплуа: защитник, полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 Чихрадзе, Георгий Александрович · Родился: 01.10.1967, г. Гагра, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 178 · Амплуа: защитник, полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  46. Габискирия, Юрий Важикович · Родился: 01.09.1968, г. Сухуми, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 176 · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  47. 47.0 47.1 47.2 Кварацхелия, Джума Васильевич · Родился: 06.12.1969, г. Гудаута, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Россия, СССР · Рост: 170 · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  48. Кварацхелия, T. · Родился: 1962 · Гражданство: СССР · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  49. Чхвиркия, Бесик Резович · Родился: 08.01.1964 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  50. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 106–107
  51. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1987. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  52. 52.0 52.1 52.2 Дочия Георгий. Родился: 18.08.1963, г. Очамчира, Очамчирский р-н, Абхазская АССР, Грузинская ССР · Рост: 185 · Амплуа: защитник. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  53. Протоколы кубка СССР 1987–1988 года. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2019.
  54. Протоколы кубка СССР 1987–1988 года Динамо (Сухуми)დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 30 დეკემბერი, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2019.
  55. "Динамо" (Сухуми) - "Уралмаш" (Свердловск). 3:1 (0:0) 6 июня 1987. 1/64 финала. Сухуми. РС. 25 градусов. 4000 зрителей. Судья: Л.Бавыкин (Харьков). "Динамо": Г.Бенидзе, М.Гогохия, Г.Чихрадзе, С.Тарба, О.Дзаламидзе, Г.Иналишвили (Д.Кварацхелия, 76), Д.Губаз, Д.Ахвледелиани (Ю.Логуа, 84), Р.Хагба, Г.Чалигава, А.Кантария (С.Арутюнян, 88). "Уралмаш": Н.Леонов (Н.Гнилов, 75), А.Ерисов, Н.Кузнецов, А.Юшков.М.Галимов (А.Воронин, 70), Н.Стаин, Д.Устюжанинов, В.Онучин (В.Бурлако, 65), В.Березкин, В.Ковалев, Н.Сергеев. Голы: 1:0 С.Тарба (47), 2:0 Р.Хагба (70), 2:1 В.Бурлако (82), 3:1 А.Кантария (85).]. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2019.
  56. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1988. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  57. 57.0 57.1 Бостанджян Роберт Карапетович. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  58. Состав команды «Динамо» Сухуми в сезоне 1989. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  59. Вячеслав Колосков — Вячесла́в Ива́нович Колоско́в (род. 15 июня 1941, Москва, РСФСР, СССР) — почётный президент Российского футбольного союза (РФС). Ранее — председатель Федерации футбола СССР (1990–1991), президент РФС (1992–2005), вице-президент Международной федерации футбола (1980–1996). წყარო: Peoples.ru. MK.ru. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
  60. Олег Долматов о сухумском "Динамо": боль по той команде всегда со мной — ციტატა: „...Владимир Тачевич Миканба, бывший тогда президентом футбольного клуба "Динамо" Сухум, мне тогда сказал прямым текстом: до совсем недавних пор тренировавший команду грузинский тренер написал заявление об уходе, потому что ему все труднее и труднее работать с абхазскими футболистами.“ წყარო: Sputnik-abkhazia.ru. ციტატა: „...До войны оставался еще год, тогда и предположить никто не мог, что она начнется, но напряженность чувствовалась. Ушел грузинский тренер. Ушли грузинские игроки. Все время шли какие-то разговоры. Миканба довольно часто намекал – мол, трудные нынче времена, мол, может, что-то будет. Но на нас это поначалу совершенно не отражалось. Нам-то что? У нас свое дело: игры, тренировки, сборы, база, выезды. Мы входили в Первую лигу и летали по всей стране!“ წყარო: sport.rambler.ru. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
  61. დავით კვინიკაძესაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ეროვნული ფოტომატიანე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
  62. დინამო სოხუმი // „სარბიელი“, 2005, № 172, გვ. 5.
  63. მერაბ მამულაშვილი (25 ივლისი, 2018). სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი: საკუთარ სტადიონს ავაშენებთ... ეს იქნება უეფას მეორე კატეგორიის კომპლექსი· ციტატა: „...ჩვენ გვყავს სათადარიგო გუნდი, სადაც 16–20 წლის ბიჭები თამაშობენ. ისინი თბილისის პირველობაზე გამოდიან და ასაკით ბევრად უფროს მოწინააღმდეგეებთან თამაშებით იზრდებიან და მიმაჩნია საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით, მომავალ წელს, რამდენიმე მათგანი მთავარ გუნდში დამკვიდრებასაც შეძლებს. მათი პროგრესისთვის ჩვენი მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი და მისი სტაფი ყველაფერს აკეთებენ.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
  64. სერგო კორძაია (12 დეკემბერი, 2018). სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: იმედია, ახალ სეზონს ახალ სტადიონზე დავიწყებთ· ციტატა: „...2018 წელს სოხუმის „დინამო“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა. გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად, 23 წლის დავით თაქთაქიშვილი დაინიშნა, რომელმაც შემადგენლობა ლამის მთლიანად შეცვალა. მაშინ დაიწყო კლუბის სამწლიანი განვითარების გეგმის განხორციელება.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  65. Robert O’Connor (17 ივლისი, 2018). Where football meets politics · ციტატა: „...Davit Taktakishvili is the head coach of the ‘other’ Dinamo Sukhumi, heirs to the side created by internally displaced persons (IDPs) who split from Dinamo in the Soviet league and began again in the early 90’s in Tbilisi.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: New Internationalist. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  66. ილია ნანობაშვილი (3 ოქტომბერი, 2019). ნაძალადევის სტადიონზე სოხუმური დერბი გაიმართა· სოხუმის „დინამომ“ 3–1 აჯობა „ცხუმს“. ციტატა: „...შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სპორტის კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ. სოხუმის დინამოს ამჟამად დავით თაქთაქიშვილი წვრთნის, ხოლო ცხუმს – ნუგზარ ბოჯგუა.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: LeaderSport.ge დაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  67. Роберт О’Коннор (16 დეკემბერი, 2018). Грузинские изгнанники поддерживают память при помощи футбола· ციტატა: „...Существует и другое «Динамо (Сухуми)» — молодежная команда, организованная в Тбилиси и играющая в нижних эшелонах грузинского чемпионата. Как и «Гагра», этот клуб был создан по инициативе снизу, усилиями спортсменов и болельщиков, изгнанных из Абхазии. «Родители считали, что их детям необходимо сохранить принадлежность к Абхазии, — сказал Eurasianet.org тренер команды Давид Тактакишвили. — Хотя они грузины, они хотят помнить о своем бывшем доме. Они были очень взволнованы».“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: Eurasianet.org. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  68. New Internationalist посвятил статью «Динамо» Сухуми — «Там, где футбол встречается с политикой»· ციტატა: „...Журналист британского издания New Internationalist Роберт О’Коннор посвятил футбольному клубу «Динамо» Сухуми под названием «Там, где футбол встречается с политикой». Сухумская команда играет в «Г» группе Чемпионата региональной лиги Грузии. Команда является правопреемником того «Динамо» Сухуми, который выступал на чемпионате Советского Союза. Сейчас команда базируется в Тбилиси. Интервью изданию дал главный тренер «Динамо» Сухуми Давид Тактакишвили.“ 21.07.2018. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: 1tv.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  69. დავით თაქთაქიშვილის კომენტარი · ს.კ. „დინამო“ სოხუმის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის კომენტარი მოსამზადებელ ეტაპსა და მეტოქე გუნდზე · წყარო: Dinamo Sokhumi. გამოქვეყნდა 5 მარ. 2018-ში.
  70. New Internationalist посвятил статью «Динамо» Сухуми· Интервью изданию дал главный тренер «Динамо» Сухуми Давид Тактакишвили. 22 июля 2018 года. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: novost.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
  71. „დინამო“ სოხუმი 2022/23 დაარქივებული 2023-02-15 საიტზე Wayback Machine. // fcdinamosokhumi.ge
  72. სოხუმის დინამოს მთავარ მწვრთნელად ვასილ ჭეიშვილი დაინიშნა