დინამოს სტადიონი (უფა)
იერსახე
დინამო არენა | |
---|---|
სრული სახელი | დინამო |
აშენდა | 1930 |
გაიხსნა | 6 მაისი, 1934 |
აღდგა | 2007 |
ტევადობა | 6 000 |
გუნდები | |
„უფა“ |
დინამო — საფეხბურთო სტადიონი ქალაქ უფაში. იტევს 6 000 მდე მაყურებელს, 2015 წლის 9 აგვისტომდე იყო საფეხბურთო კლუბ „უფას“ საშინაო არენა. არენა აშენებულია ყოფილი უშაკოვსკის პარკის ადგილას. აშენდა 1930 წელს, გაიხსნა 1934 წლის 6 მაისს. საბჭოთა დროს სტადიონის სახელი ხშირად იცვლებოდა, არქმევდნენ ისეთ შემოკლებულ სახელებს, როგორებიცაა ბოსფკ, ბსპს, გსფკ.
მოედანზე არის ხელოვნური საფარი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. სტადიონის კომპლექსი ასევე მოიცავს სარბენ ბილიკს, სიმაღლეზე ხტომის სექტორს, ჩოგბურთის კორტებს და საერთაშორისო დონის სპორტულ დარბაზს. 2012 წელს სტადიონზე დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია სტადიონის კომპლექსის შესახებ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.