დიმიტრო იავორნიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრო იავორნიცკი
უკრ. Дмитро́ Іва́нович Яворни́цький
სრული სახელი დიმიტრო ივანოვიჩ იავორნიცკი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1855
დაბადების ადგილი ხარკივი
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1940(1940-08-04)
გარდაცვალების ადგილი დნიპრო
საქმიანობა ავტორი, აკადემიკოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და ლექსიკოგრაფი
ენა უკრაინული
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინა
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი და Order of noble Bukhara
ხელმოწერა

დიმიტრო ივანოვიჩ იავორნიცკი (უკრ. Дмитро́ Іва́нович Яворни́цький; დ. 6 ნოემბერი, 1855 წელი, ხარკივი - გ. 4 აგვისტო, 1940 წელი, სსრკ)[1] - უკრაინელი ავტორი, აკადემიკოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და ლექსიკოგრაფი. იავორნიცკი იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი (1885 წლიდან), სრულიად რუსული არქეოლოგიური საზოგადოების წევრი (1886 წლიდან) და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წლიდან). იგი აღიარებული იყო, როგორც ზაპოროჟიის კაზაკების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი და მათი პირველი ზოგადი ისტორიის ავტორი. ზაპოროჟიის ისტორიისა და კულტურის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის, იგი ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის ცნობილი, როგორც "ზაპოროჟიების მამა".

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის დიმიტრი ევარნიცკის სახელით დაიბადა. მისი მამა ივან იაკიმოვიჩ ევარნიცკი (18271885) იყო თავადაზნაური. დიმიტრიმ განათლება მიიღო ხარკივის, ყაზანისა და ვარშავის უნივერსიტეტებში, მაგრამ მისი აკადემიური კარიერა არაერთხელ შეწყვეტილა პოლიტიკური მიზეზების გამო. იგი დაადანაშაულეს "უკრაინულ სეპარატიზმში" და გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 1890-იან წლებში იგი აიძულეს წასულიყო რუსეთის თურქესტანში სამუშაოს საძებნელად. 1897 წელს რუსი ისტორიკოსი ვასილი კლიუჩევსკი დაეხმარა მას მოსკოვის უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობის მოპოვებაში. 1902 წელს, როდესაც მას შესთავაზეს ეკატერინოსლავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის პოზიცია თანამედროვე უკრაინის ცენტრში, მან სიამოვნებით მიიღო ეს შეთავაზება და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა იქ.

ისტორიკოსობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ისტორიკოსი, იავორნიცკი გამოხატავდა რომანტიკულ-ანტიკვარული მიდგომით თავის საკითხს და იყო მისი წინამორბედის ნიკოლაი კოსტომაროვის მიმდევარი. ის ენთუზიასტი იყო, რომელიც ეძებდა ზაპოროჟის კაზაკებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მატერიალურ ნივთებს, აგრეთვე მოთხრობებსა და სიმღერებ, ამ მასალებზე დაყრდნობით კი წერდა თხზულებებს. ის იყო ზაპოროჟიის ისტორიის პიონერი და პირველმა შეადგინა მასალების ფართო არქივი მათ ისტორიასთან დაკავშირებით - მათი წარმოშობიდან დაწყებული დაღუპვამდე. მან ამ მასალის დიდი ნაწილი გამოაქვეყნა სხვადასხვა კოლექციებში, ხშირად საკუთარი ხარჯებით. იავორნიცკის მთავარი ნაშრომი იყო "ზაპოროჟიის კაზაკების ისტორია", რომელიც რუსულად გამოიცა 1897 წელს 3 ტომად. მან დაიწყო მეოთხე ტომის წერა, მაგრამ არ დაასრულა ის. ამ და სხვა ნაშრომებში მან წარმოაჩინა ზაპოროჟიელები, როგორც უკრაინის თავისუფლების წარმომადგენლები. მოგვიანებით უკრაინელმა ისტორიკოსებმა იგი გააკრიტიკეს, რადგან იგი იყო კრიტიკული და არასისტემური, წყაროთა მასალების კოლექციაში (მიხაილო ჰრუშევსკი) და არ აფასებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას (დიმიტრო დოროშენკო), მაგრამ იავორნიცკი წერდა იმ დროს, როდესაც პოლიტიკური გარემოებები და რუსეთის საიმპერატორო ცენზურა ძალიან მკაცრი იყო[2].

იავორნიცკი ერთ-ერთ ნახატში (ცენტრში)

სიკდვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იავორნიცკის პორტრეტი

იოსებ სტალინის დროს 1930-იანი წლების რეპრესიების დროს იავორნიცკის ხელს უშლიდნენ ნაშრომების გამოქვეყნებაში. ჰოლოდომორის დროს (უკრაინის შიმშილობა 1932–33 წლებში), მან გაყიდა არტეფაქტები საკვებისთვის. მისმა სიკვდილმა შეუმჩნევლად ჩაიარა როგორც სსრკ-ში, ისე ფართო სამყაროში. ეკატერინოსლავის (დღეს დნეპრი) მუზეუმს საბოლოოდ დაერქვა მისი სახელი და ნაწილობრივ რეაბილიტირდა ნიკიტა ხრუშჩოვისა და პეტრო შელესის ეპოქაში. იავორნიცკის შესახებ მასალების გამოჩენა დაიწყო 1970-იან წელებში და გამოქვეყნდა მისი ნამუშევრების ოთხტომეული კრებული. 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ახალი მასალების გამოჩენა და მისი მთავარი ნამუშევრების გამოქვეყნება. ამ დროს დაიბეჭდა მისი ისტორია კაზაკების შესახებ, როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ენაზე (1990–91). უკრაინული გამოცემა შეიცავს უამრავ დამატებით ილუსტრაციას. 2004 წელს გამოიცა მისი შეგროვებული ნაშრომების პირველი ტომი ოც ტომად. ამ კრებულის პირველი ათი ტომი დაეთმო მის ისტორიულ, გეოგრაფიულ და არქეოლოგიურ ნაშრომებს, ხოლო მეორე ათი ტომი შეიცავს მის ნამუშევრებს ფოლკლორის, ეთნოგრაფიისა და ენის შესახებ.

დეკომუნიზაციის კანონების შესაბამისად[3], 2016 წლის თებერვალში ქალაქ დნიპროპეტროვსკში მთავარ ქუჩას შეუცვალეს სახელი და იავორნიცკის გამზირი დაარქვეს.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dmytro Doroshenko, "Survey of Ukrainian Historiography," Annals of the Ukrainian Academy of Arts and Sciences in the US, V-VI (1957), 242–4.
  • Thomas M. Prymak, "Dmytro Yavornytsky and the Romance of Cossack History," Forum: A Ukrainian Review, no. 82 (Summer–Fall 1990), 17–23. This article is richly illustrated.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dmitry Evarnitsky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-14. ციტირების თარიღი: 2021-03-21.
  2. "Літописець Запорозької Січі - Минуло 150 років від дня народження Дмитра Яворницького", Ukraina Moloda, November 2011. (უკრაინული)
  3. Street signs were Dnipropetrovsk nedekomunizovanymy, Radio Svoboda (2 December 2015) (უკრაინული)
  4. In Dnipropetrovsk renamed Central Avenue and several streets დაარქივებული 2017-01-24 საიტზე Wayback Machine. , Interfax-Ukraine (22 February 2016) (უკრაინული)