დიმიტრი სოკოლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი სოკოლოვი
დაბ. თარიღი 1788[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1852 ან 1852[1]
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა გეოლოგი და მინერალოგი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი და Mining Cadet Corps
ჯილდოები დემიდოვის პრემია და წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი

დიმიტრი ივანეს ძე სოკოლოვი (რუს. Соколов, Дмитрий Иванович; დ. 1788, პეტერბურგი — გ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1852, პეტერბურგი) — რუსი გეოლოგი. რუსეთის აკადემიის წევრი (1839). პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. 1805 წელს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში სამთო კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა იქვე, 1841 წლამდე. ერთდროულად (1822–1844) პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. მის ძირითად შრომებში „მინერალოგიის სახელმძღვანელო“ (2 ნაწ., 1832) და „გეოგნოზიის კურსი“ (3 ნაწ., 1839) გაშუქებულია იმდროინდელი მინერალოგიისა და გეოლოგიის რიგი საკითხი. 1830-იან წლებში ხელმძღვანელობდა ურალის მთიანი ოლქების გეოლოგიურ აგეგმვას. იყო მინერალოგიური საზოგადოების წევრი და მისი დამაარსებელი (1817); „სამთო ჟურნალის“ აქტიური თანამშრომელი და რედაქტორი. 3-ჯერ იყო დაჯილდოებული დემიდოვის პრემიით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тихомиров В. В., Дмитрий Иванович Соколов (К 100-летию со дня смерти), "Бюлл. Московского общества испытателей природы. Отдел геологический", 1952, т. 27, в. 6.
  1. 1.0 1.1 Ralph J., Nikischer T., Hudson Institute of Mineralogy Mindat.org: The Mineral and Locality Database[Keswick, VA], Coulsdon, Surrey: 2000.