დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის დამაარსებელთა ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის დამაარსებელთა ძეგლი
რუს. Памятник «Основателям крепости Димитрия Ростовского»
კოორდინატები 47°13′35″N 39°44′14″E / 47.226389° ჩ. გ. 39.737139° ა. გ. / 47.226389; 39.737139
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. ფომენკო
მოქანდაკე ს. ოლეშნე
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 2009

დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის დამაარსებელთა ძეგლი (რუს. Памятник «Основателям крепости Димитрия Ростовского») — მემორიალური კომპლექსი დონის როსტოვის ცენტრში. აღმართულია ქალაქის დამაარსებელთა პატივსაცემად. მასზე გამოსახულნი არიან: ციხესიმაგრის მშენებლობის ხელმძღვანელი ალექსანდრ რიგელმანი, პირველი კომენდანტი ივან სომოვი, საბაჟოს მმართველი ვასილ ხასტატოვი, დონის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი დანილ ეფრემოვი და მისი ადიუტანტი დოლომანელი კაზაკი. მოქანდაკე ს. ოლეშნესა და არქიტექტორ ვ. ფომენკოს ნამუშევრის საზეიმო გახსნა გაიმართა 2009 წლის 15 დეკემბერს დონის როსტოვის 260 წლისთავთა დაკავშირებით. სკულპტურული კომპოზიცია დადგეს სწორედ იმ ადგილას სადაც მდებარეობდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრე[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი არის მასიური, ბრინჯაოსაგან დამზადებული სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც შედგება ხუთი ფიგურისაგან. მასზე გამოსახულია ახალი ციხესიმაგრის დაარსების შესახებ განხილვის მომენტი, რითაც იწყება დონის როსტოვის ისტორია[1]. პროექტი შესრულებულია უფრო ქალაქურ, ვიდრე ტრადიციულ სტილში. მცირე კვარცხლბეკი ოდნავ აწეულია ქუჩის დონიდან. ატამანი ეფრემოვი გამოსახულია ზარბაზანზე მჯდომარე, კაზაკს უჭირავს მოფრიალე დროშა. დანარჩენი გმირებო ოდნავ მოხრილები დგანან თორმეტ კუთხა ციხესიმაგრის რელიეფურ გეგმასთან[2].

ძეგლის სიუჟეტი მოსახლეობაში კრიტიკის საგანი გახდა, რადგან რეალურად ციხესიმაგრის პროექტი არასოდეს განხილულა და იგი შეიქმნა სანქტ-პეტერბურგში ინჟინერ ვედენეევის მიერ და რამდენიმეჯერ შეიცვალა, სავარაუდოდ ალექსანდრ რიგელმანის პროექტის მიხედვით. რიგელმანი დონზე გააგზავნეს, როგორც მშენებელი ინჟინერი, რომელიც ვალდებული იყო განეხორციელებინა მისი უდიდებულესობის დადგენილება ციხესიმაგრის პროექტის შესახებ და ამ დადგენილების განხილვის უფლება არავის ჰქონდა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Памятник «Основателям крепости Димитрия Ростовского». Ростовская областная детская библиотека имени В. М. Величкиной. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-13. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  2. Памятник основателям крепости святого Димитрия Ростовского установят в Донской столице. Дон-ТР. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  3. Основателям крепости Дмитрия Ростовского. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-01-19.