დიმიტრი პეტროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი პეტროვი

დიმიტრი პეტროვი (რუს. Дми́трий Ю́рьевич Петро́в; დ. 16 ივლისი 1958, ნოვომოსკოვსკი, ტულის ოლქი) — რუსი პოლიგლოტი, მთარგმნელი-სინქრონისტი, პედაგოგი, ხოლო 2012 წლიდან მოყოლებული კი ტელეარხ „კულტურა“-ზე რეალითი შოუ „პოლიგლოტ“-ის ტელეწამყვანი და ლექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ჩააბარა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში (2015 წლის მდგომარეობით) დიმიტრი პეტროვი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

პრესაში არსებული ინფორმაციით რუსი პოლიგლოტი დიმიტრი პეტროვი 30-ზე მეტ ენას იცნობს, თუმცა აქტიურად მხოლოდ 8 ენაზე მუშაობს: ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული, ჩეხური, ბერძნული და ჰინდი.

2012 წლის იანვრიდან დიმიტრი პეტროვი გამოდის საგანმანათლებლო პროგრამა "პოლიგლოტ"-ის ტელემოდერატორი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდსა და პოპულარულ სატელევიზიო არხზე "კულტურა". 2016 წლის ივნისის მდგომარეობით მერვედ წარმატებით გავიდა სატელევიზიო სეზონზე ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰინდი/ურდუ, პორტუგალიური და ჩინური ენების შემსწავლელი გადაცემები, რომელთა ავტორი და წამყვანი მასწავლებელი თავად იყო.

2011 წლის დეკემბერში დიმიტრი პეტროვმა ახალი სატელევიზიო ციკლი ჩაატარა სახელწოდებით «ტილაშარ ენტერ». აღნიშნული სატელევიზიო პროექტი ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შეკვეთით იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა ყაზახური ენის გავრცელებასა და პოპულარიზაციას ამავე ქვეყნის მხოლოდ რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობაში.

დიმიტრი პეტროვი არის ობსცენური "ჩასტუშკების" სხვადასხვა ენებზე მთარგმნელი.

დიმიტრი პეტროვი იყო არაერთი რუსი პოლიტიკოსის მთარგმნელი და თარჯიმანი, რომელთა შორისაა მიხაილ გორბაჩოვი, ბორის ნემცოვი, ვლადიმირ პუტინი.

დიმიტრი პეტროვი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე — ანამიკა საქსენა (წარმოშობით ინდოეთიდან, მთარგმნელი) და ორი ვაჟი — დემიანე და ილიანე და ერთი ქალიშვილი — არინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Петров Д. Ю., Борейко В. Н.: Магия слова ("სიტყვის მაგია"). Диалог о языке и языках (დიალოგი ენასა და ენებზე) — Москва: ПрозаиК, 2010. — 208-ე გვერდი. — ISBN 978-5-91631-105-1.