დიმიტრი მგელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.

დიმიტრი სერგის ძე მგელაძე (დ. 26 დეკემბერი, 1891, აკეთი — გ. 21 აგვისტო, 1979) — ქართველი მეცნიერი, რუსისტი, პროფესორი (1941), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს ნოვოროსისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის სლავურ-რუსული განყოფილება. 1918 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტიური მონაწილება მიიღო თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1920-1921 წლებში დიმიტრი მგელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გააგრძელა სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა თბილისში. 1938-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსული ენის კათედრის გამგე, კითხულობდა თანამედროვე რუსული ენის, რუსული ენის დიალექტოლოგიის, ძველი სლავური ენის, სლავრუ იდა ინდოევროპული ენების შედარებითი გრამატიკის კურსებს. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. არის მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომისა და მეტოდოლოგიური ლიტერატურის ავტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]