დიმიტრი თუმანიშვილი
| დიმიტრი თუმანიშვილი | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 25 მარტი, 1950[1] |
| დაბ. ადგილი | თბილისი[1] |
| გარდ. თარიღი | 7 აპრილი, 2019[1] (69 წლის) |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | ხელოვნებათმცოდნე[1] [2] |
| მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ[1] |
დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი (დ. 1950, თბილისი — გ. 7 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი[3].
1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე; თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში მიჰყავდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსი; იყო სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დაწერილი შრომების შეუცვლელი რეცენზენტი, რედაქტორი და კონსულტანტი; წლების მანძილზე ამუშავებდა ქართულ სახელოვნებადმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი მოულოდნელად გარადაიცვალა
- ↑ თუმანიშვილი დიმიტრი