დიმიტრი ეროხინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი იურის ძე ეროხინი (რუს. Дми́трий Ю́рьевич Еро́хин; დ. 1 ნოემბერი, 1979, ნოვოკუზნეცკი, კემეროვოს ოლქი, რუსეთი) — რუსი ულტრამარათონელი, საზოგადოებრივი მოღვაწე, ჯანსაღი ცხოვრების აქტივისტი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კემეროვოს ოლქის ქალაქ ნოვოკუზნეცკში. 1979 წლის 1 ნოემბერს. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. 2006 წელს, 26 წლის ასაკში დაინტერესდა სპორტის სარბენი სახეობებით.

2014 წელს მან გაირბინა ისიქ-ქოლის ტბის სანაპიროზე ჯამში 350 კმ., რითაც მხარი დაუჭირა ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ გამართულ აქციას, რომელიც ყირგიზული ფონდის ხელმძღვანელობით გაიმართა[1].

2009 წლიდან იგი რუსული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორია, არის 5 000-ზე მეტი სტატიის ავტორი. 2015 წლიდან დაკავებულია ვიკიპედიის პოპულარიზაციით. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო სახალინის ვიკი-ექსპედიციაში, რომლის განმავლობაშიც 19 დღეში გაიარა 1 200 კმ და გადაიღო 500 ფოტო ვიკისაწყობისათვის.

2017 წლიდან არაკომერციული ორგანიზაციის, რუსეთის ვიკიმედიის წევრია.

2019 წელს გეგმავს ვიკიმარათონს ბაშკირეთის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Чирков А.Л. Бег в мудрость. — М.: ВИНИТИ-Наука, 2014. — С. 60-64. — 192 с. — ISBN 978-5-600-00636-2.
  • Чирков А.Л. За бег!. — М., 2015. — С. 350-355. — 517 с. — ISBN 978-5-9906626-1-2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Российский Форрест Гамп намерен обежать озеро Иссык-Куль в Кыргызстане за 4 дня. Мир 24 (2014-10-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-01-06.