დიმიტრი გოლიცინი (მრჩეველი)
იერსახე
დიმიტრი გოლიცინი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 3 (13) ივლისი, 1665 |
დაბადების ადგილი | მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი, 1737 (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | შლისელბურგი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
მამა | Mikhail Golitsyn |
დედა | Praskovya Kaftyreva |
მეუღლე/ები | Anna Odoyevskaya |
შვილ(ებ)ი | Sergey Golitsyn და Aleksey Golitsyn |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი |
დიმიტრი გოლიცინი (დ. 1665 ― გ. 14 აპრილი, 1737) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. იყო ელჩი ოსმალეთის იმპერიაში, რათა რუსეთს მიეღო შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის უფლება. 17111718 წლებში იყო კიევის გუბერნატორი. 1718 წლიდან იყო კამერ-კოლეგიის წევრი და სენატორი. 1726–1730 წლებში იყო უზენაესი საიდუმლო საბჭოს წევრი და მრჩეველი. პეტრე II-ის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა თვითმპყრობელობის შეზღუდვის მოთხოვნით. მისი წინადადებით ტახტზე მიიწვიეს ანა ივანეს ასული და წაუყენეს მისივე ხელმძღვანელობით შედგენილი პირობები. ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა. 1736 წელს გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი შეუცვალეს პატიმრობით. გარდაიცვალა შლისელბურგის ციხეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი გოლიცინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- დიმიტრი გოლიცინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)