დიმიტრი ბატონიშვილი (XIX საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი.

დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1803 – გ. 1845) — ერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ძე.

1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე.ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთს გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგსა და მოსკოვში.

XIX საუკუნის 20-იან წლებში დიმიტრი ბატონიშვილის სახლში თავს იყრიდნენ ქართველი ოფიცრები. მის სალონში აღმოცენდა 1832 შეთქმულების მომზადების იდეა. დიმიტრი ბატონიშვილის აზრით, ცარიზმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო. მიაჩნდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით (ინგლისი, საფრანგეთი და სხვა) შესაძლებელი იყო ზეგავლენა მოეხდინა ცარიზმზე, აეძულებინათ იგი აღედგინა ქართლ-კახეთის სამეფო 1783 ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე. დიმიტრი ბატონიშვილი ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულთა საზოგადოების საქმიანობაში. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ჩამოართვეს ბატონიშვილის (ცარევიჩი) ტიტული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბენდიაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 553, თბ., 1978