დიმიტრი ახლესტიშჩევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიმიტრი დიმიტრის ძე ახლესტიშჩევი (რუს. Дмитрий Дмитриевич Ахлёстышев; დ. 6 აგვისტო [ძვ. სტ. 26 ივლისი], 1796 — გ. 20 თებერვალი [ძვ. სტ. 8 თებერვალი] 1875) — რუსი გენერალი და იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის დროებითი მმართველი 1834–1837 წლებში.

დაიბადა 26 ივლისს. სამხედრო საქმიანობაში იუნკერად ჩაირიცხა 1812 წელს ეგერის 39-ე პოლკში. 1814 წელს გადაიყვანეს ფინეთის პოლკში. 1824 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და შემდეგ წელს ჩააბარეს რეველის ქვეითი პოლკი, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. 1827 წელს იგი დაბრუნდა სამხედრო საქმეში. 1834 წელს გადაიყვანეს საქართველოში და ჩააბარეს იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველობა.

დაჯილდოებულია წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით 1838 წელს და წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი 25 ტომად. პოლოვცოვი; 1896-1918;