დიმიტრი ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიმიტრი თომას ძე ახვლედიანი (დ. 2 აგვისტო, 1866, სოფ. ნასპერი, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, — გ. 1951, თბილისი) — ქართველი სამხედრო ექიმი, პუბლიცისტი. მხატვარ ელენე ახვლედიანის მამა.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ხელმოკლე აზნაურულ ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1884 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს 1887 წლის დეკემბერშ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. პოლიციის საიდუმლო ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისის გუბერნიაში მანამ, სანამ 1890 წელს არ ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში. 1892 წელს სწავლა განაგრძო სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1896 წელს დაამთავრა. 1900-იანი წლების დასაწყისში სამხედრო ექიმად მოღვაწეობდა თელავში. უპოვართათვის ჰქონდა უფასო ამბულატორია სოფ. კურდღელაურში. 1904 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1907 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ჰოსპიტალში, რკინიგზის პოლიკლინიკაში, იყო თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ერთ-ერთი ორგანიზატორი. ახვლედიანი ასევე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. წერდა სამეცნიერო წერილებს, გამოკვლევებს, პუბლიცისტურ სტატიებს (იყენებდა ასევე ფსევდონიმებს — А. А-ни, Д – , დ. ახ.). 1918 წლის ნოემბერში თავმჯდომარეობდა ქართველ სამხედრო ექიმთა პირველ ყრილობას. დიმიტრი ახვლედიანის მეუღლე იყო ელისაბედ ერისთავი. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ელენე (ცნობილი მხატვარი), ნინო, გიორგი და მარიამი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მალარიული გეოგრაფია, მალარიული რუკით (ავტორი). - ტფილისი, ს.მ.უ.ს. პოლიგრაფტრესტის მე-4 სტამბა, 1925. - 92გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი. ტ. 1 : (1801-1952). - თბ., 2018. – გვ. 246-247.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]