დიმიტრი ანდრუსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ანდრუსოვი
Andrusov1.jpg
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი 1897(1897-11-07)[1]
დაბ. ადგილი ტარტუ[1]
გარდ. თარიღი 1 აპრილი 1976(1976-04-01)[1] (78 წლის)
გარდ. ადგილი ბრატისლავა[1]
მოქალაქეობა სლოვაკები
მუშაობის ადგილი Comenius University, Faculty of Natural Sciences, Slovak University of Technology in Bratislava და State Geological Institute of Dionýz Štúr
ალმა-მატერი პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი
მამა ნიკოლოზ ანდრუსოვი

დიმიტრი ანდრუსოვი (სლოვაკ. Dimitrij Andrusov; დ. 7 ნოემბერი, 1897, ტარტუ, რუსეთის იმპერია — გ. 1 აპრილი, 1976, ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია[2]) — სლოვაკი გეოლოგი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და გეოლოგიის პირველი პროფესორი სლოვაკეთის კოლეჯებში. იგი მიჩნეულია, როგორც თანამედროვე სლოვაკეთის გეოლოგიის დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ანდრუსოვი დაიბადა 1897 წლის 7 ნოემბერს, ტარტუში, რუსეთის იმპერია (დღევანდელი ესტონეთი). იგი ჰაინრიხ შლიმანის შვილიშვილი და გეოლოგ ნიკოლაი ანდრუსოვის შვილი იყო. 1915-1918 წლებში, იგი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო მოგვიანებით, 1920-1922 წლებში — პარიზის უნივერსიტეტში. შემდეგ, ანდრუსოვმა სწავლა ქიმიის ფაკულტეტზე, პრაღაში, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო და 1925 წელს დაამთავრა.1929 წლიდან, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა[3].

გერმანიის მიერ ჩეხეთის უკოპაციის პერიოდში, ჩეხეთის უმაღლესი განათლების დახურვის შემდეგ, დიმიტრი ანდრუსოვი სლოვაკეთში გადავიდა, სადაც 1938 წლიდან ბრატისლავაში, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. 1940 წლიდან, იგი პარალელურად კომენსკის უნივერსიტეტში, ბუნებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, გეოლოგიური და პალეონტოლოგიური ინსტიტუტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ანდრუსოვი იყო გეოლოგიის პირველი პროფესორი, რომელიც სლოვაკეთის კოლეჯებში მუშაობდა[4]. ამავდროულად, იმრიჩ კარვასის დახმარებით, მან წვლილი შეიტანა სლოვაკეთის გეოლოგიური კვლევის ჩამოყალიბებაში, რომელსაც 1940-1945 წლებში იგი თავად ხელმძღვანელობდა.

1952 წელს, დიმიტრი ანდრუსოვი კომენსკის უნივერსიტეტში, ბუნებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს თანამდებობა მას 1970 წლამდე ეკავა. როგორც მასწავლებელმა, მან დაწერა რამდენიმე სახელმძღვანელო და სასწავლო ტექსტები. სტუდენტებისთვის გეოლოგიის და გეოლოგიური კარტოგრაფიის სწავლების გარდა, იგი პირადად ხელმძღვანელობდა კურსებს და ექსკურსიებს, სადაც იგი საკუთარ განათლებას პრაქტიკაში იყენებდა. ანდრუსოვმა დააარსა გეოლოგიური ლაბორატორია, რომელიც შემდეგ სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. 1957 წელს, იგი ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა. აღნიშნული თანამდებობა მას 1958 წლამდე ეკავა.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრუსოვის კვლევითი ინტერესები მრავალმხრივი იყო. მისი ინტერესთა სფერო გეოლოგიას, სტრატიგრაფიას, ტექტონიკას, პალეონტოლოგიას და საინჟინრო გეოლოგიას მოიცავდა.

დიმიტრი ანდრუსოვმა აწარმოა ტექტონიკური კვლევები დასავლეთ კარპატებში[5]. მან დაამტკიცა, რომ დასავლეთ კარპატებში არსებობდა დიდი შარიაჟები. ასევე, მან გამოყო ტექტონიკური ერთეულები და წარმოადგინა კარპატების გეოსინკლინის პალეოგრაფიული სურათი მეზოზოური ერის პერიოდში. მისი კვლევის შედეგებმა გააუმჯობესა დასავლეთ კარპატების ტექტონიკური და სტრატიგრაფიული ერთეულების ცოდნა[6].

ანდრუსოვის სამეცნიერო ნაშრომს ადგილი წამყვან ევროპელ გეოლოგთა ნაშრომებს შორის უკავია. მისი კვლევის შედეგები შეჯამებულია შემდეგ მონოგრაფიებში:

დიმიტრი ანდრუსოვი მრავალი მონოგრაფიული და 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი ნაშრომები განთავსებული იყო ჩეხოსლოვაკიის და საზღავრგარეთის ქვეყნების სამეცნიერო ჟურნალებში. სამეცნიერო საქმიანობის გარდა, მან მოაგვარა გეოლოგიის პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა, კაშხლების, რკინიგზის და გვირაბების მშენებლობა. ამასთანავე, არამადნეული საბადოების მოძიება და მათზე კვლევების ჩატარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dokumenty k dějinám ruské a ukrajinské emigrace v Československé republice (1918—1939). Praha: Slovanský ústav AV ČR, Euroslavica, 1998. S. 57—58, 265—266. ISBN 80-85494-48-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #121313794 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Dmitrij Andrusov // Mitt. österr. Ges. 1976. N 69. S. 353-356.
  3. Veľký, J. (Ed.), 1978, Encyklopédia Slovenska I. zväzok A — D. Veda, Bratislava, p. 52 (In Slovak)
  4. Cambel, B., Slavkay, M., Kaličiak, M., 2000, Významní slovenskí geológovia. Biografia, Veda, Bratislava, 506 pp. (In Slovak)
  5. Veľký, J. (Ed.), 1978, Encyklopédia Slovenska I. zväzok A — D. Veda, Bratislava, p. 52 (In Slovak)
  6. Veľký, J. (Ed.), 1978, Encyklopédia Slovenska I. zväzok A — D. Veda, Bratislava, p. 52 (In Slovak)
  7. Barica, J., 2004, Malý Slovenský Panteón vedy a techniky. Úrad priemyselného vlastníctva SR, Bratislava, p. 104 (In Slovak)