დიმიტრი ავალიანი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დიმიტრი ავალიანი}} |
დიმიტრი ავალიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 აგვისტო 1938 |
დაბადების ადგილი | მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი 2003 (65 წლის) |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დიმიტრი ავალიანი (რუს. Дми́трий Евге́ньевич Авалиа́ни; დ. 6 აგვისტო, 1938 — გ. 19 დეკემბერი, 2003) — რუსი პოეტი და პალინდრომისტი.
ითვლება თანამედროვე რუსული პალინდრომის ფუძემდებლად. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რუსული ვიზუალური პოეზიის განვითარებაში. მან გამოიგინა და სრულყოფილებამდე აიყვანა თავისებური პოეტური ფორმა, „ლისტოვერტენი“ (რუს. листовертень). ეს არის, როგორც წესი, მცირე ზომის ტექსტი (ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე სიტყვა), რომელიც 90 ან 180 გრადუსით შემობრუნებისას იკითხება როგორც სხვა ტექსტი, ზოგ შემთხვევაში კი იგივენაირად, ან ორი წაკითხვის ფორმა ერთიანობაში ქმნის რითმას. დიმიტრი ავალიანმა ასევე განავითარა პანტორითმა და ანაგრამა. დაინტერესებული იყო რითმებისა და ლექსწყობის განსაკუთრებით რთული სახეებით.
დიმიტრი ავალიანი ტრაგიკულად დაიღუპა 2003 წლის 19 დეკემბერს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიმიტრი ავალიანი — Litkarta.ru (რუს.)
- დიმიტრი ავალიანი — „არაოფიციალური პოეზია“ (რუს.)