დიმიტრი აბაშიძე (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე (დ. 8 სექტემბერი 1856 — გ. წელი უცნობია) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1913), გენერალ როსტომ აბაშიძის შვილი.

განათლება მიიღო ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, ტფილისის ქვეით იუნკერთა სკოლაში და კავალერიის ოფიცერთა სკოლაში. სამხედრო სამსახურში იყო 1873 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1907-1912 წწ. მეთაურობდა დრაგუნთა პოლკს. 1915 წლიდან იყო რეზერვის დაქვემდებარებაში. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებში (1919 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]