დიმიტრი აბაშიძე (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დიმიტრი ალექსანდრეს ძე აბაშიძე
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი/27 ოქტომბერი, 1893
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 1975
თბილისი
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია რეჟისორი
ჯილდოები საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

დიმიტრი ალექსანდრეს ძე აბაშიძე (დ. 9 (27) ოქტომბერი1893, თბილისი — გ. 12 თებერვალი, 1975, იქვე) — ქართველი საბჭოთა რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961 წელი). ქართული სამეცნიერო-პოპულარული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წლიდან მუშაობს საქართველოს კინოსტუდიაში. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია: „სილოსი“ (1929), „განწყობის როლი ცხოველთა ინდივიდუალურ ქცევაში“ (1947), „ერთი ცდის ამბავი“ (1959; დიპლომი, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1960; საპატიო დიპლომი, ვარშავის სამეცნიერო კინოს საერთაშორისო ასოციაციის XVI კონგრესი, 1962), „იერიში ღრუბლებზე“ (1961), „დაბრუნება ბგერათა სამყაროში“ (1965; დიპლომი, კიევის საკავშირო კინოფესტივალი, 1966) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]