დიმეთილტრიპტამინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმეთილტრიპტამინი

დიმეთილტრიპტამინი (DMT ან N,N–DMT) არის ტრიპტამინ მოლეკულა რომელიც არის უამრავ მცენარეში და ცხოველში. ის შეიძლება მოხმარებული იქნას როგორც ძლიერი ფსიქოდელიური ნარკოტიკი და ისტორიულად ამზადებდნენ სხვადასხვა კულტურებში რიტუალური და სამკურნალო მიზნებისთვის. Rick Strassman –მა დაარქვა მას “სულის მოლეკულა”

DMT არის ცნობილი მისი შედარებით მოკლე მოქმედების ხანგრძლივობით, ინტენსიური ეფექტებით და სწრაფი დაწყებით. ამ მიზეზით 1960 იან წლებში შეერთებულ შტატებში DMT ცნობილი იყო როგორც “ბიზნესმენის მოგზაურობა”, ასე მომხმარებელს შეუძლია წვდომა ჰქონდეს ფსიქოდელიური გამოცდილების მთლიან სიღრმესთან ბევრად ნაკლებ დროში ვიდრე სხვა ნივთიერებებით მაგალითად LSD–თი ან მაგიური სოკოებით. დმტ შესაძლებელია შეისუნთქოთ, გაიკეთოთ ინექცია, ან გადაყლაპოთ, და მისი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე. ეფექტები გრძელდება მოკლე დროის განმავლობაში, 5 დან 15 წუთამდე. 3 საათიანი ან უფრო ხანგრძლივი ეფექტები შეიძლება მიღწეულ იქნას დალევისას MAOI -სთან ერთად, როგორიცაა მაგალითად ადგილობრივი ამაზონელი ტომების ნახარში აიაჰუასკა. DMT - ს შეუძლია წარმოქმნას აშკარა მისტიური გამოცდილებების “პროექციები” რაც იწვევს ეიფორიას და დინამიური გეომეტრიული ფორმების ჰალუცინაციებს.

ფსიქოდელიური ნარკოტიკი 5-MeO-DMT არის სტრუქტურულად მსგავსი N,N-DMT –სი ზოგჯერ შემოკლებით ეძახიან მას DMT -საც როგორც აბრევიატურა. როგორც თეთრი, კრისტალური სიმკვრივე, ის არის ასევე ის არის მსგავსი შეხედულების როგორც DMT. როგორც არ უნდა იყოს, ის არის ბევრად უფრო პოტენციური (5–Meo-DMT ტიპური აორთქლებული დოზა: 5–20 მგ)

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DMT იწარმოება ბევრი მცენარის სახეობაში ხშირად მის ქიმიურად ახლოს მდგარ ნათესავებთან ერთად როგორიცაა 5-MeO-DMT და bufotenin (5-OH-DMT). DMT-ს შემცველ მცენარეებს ხშირად იყენებდნენ სამხრეთ ამერიკულ შამანურ პრაქტიკებში. ის ჩვეულებრივ არის ერთ ერთი მთავარი აქტიური შემადგენელი ნაწილი სასმელ აიაჰუასკაში. როგორც არ უნდა იყოს, აიაჰუასკას ზოგჯერ ხარშავენ მცენარეებით რომლებიც არ წარმოქმნიან DMT -ს. ის გვხვდება როგორც მთავარი ფსიქოაქტიური ალკალოიდი რამდენიმე მცენარეში მათ შორის Mimosa tenuiflora, Diplopterys cabrerana და Psychotria viridis. როგოგც შესაყნოსი ნივთიერება უმნიშვნელო რაოდენობის DMT ნაპოვნია virola - ს ქერის ფისში, რომელშიც 5-Meo-DMT არის მთავარი ალკალოიდი. მცირე DMT აგრეთვე ნაპოვნია Anadenanthera peregrina სა და Anadenanthera colubrina –ს ქერქში, ჩენჩოებსა და მარცვლებში რომლებისგანაც აკეთებენ Yopo და Vilca  ცხვირიდან შესასუნთქს, სადაც bufotenin –ი არის მთავარი აქტიური ალკალოიდი. Psilocin - ი, აქტიური ქიმიური ნივთიერება ბევრ ფსიქოდელიურ სოკოში არის სტრუქტურულად მსგავსი DMT- სი.

DMT -ს ფსიქოტროპული ეფექტები პირველად გამოიკვლიეს მეცნიერულად უნგრელმა ქიმიკოსმა და ფსიქოლოგმა დოქტორ Stephen Szára -მ, ვინც ჩაატარა კვლევა მოხალისეებთან 1950 იან წლებში. Szára –მ, ვინც მოგვიანებით მუშაობდა შეერთებული შტატების National Institutes of Health (ჯანმრთელობის ნაციონალური უნივერსიტი) –ში, მისი ყურადღება მიმართა DMT-ზე იმის შემდეგ რაც გამოიწერა LSD შვეიცარული კომპანია Sandoz Laboratories –ისგან, გაუქმდა იმის საფუძველზე რომ ძლიერი ფსიქოტროპული საშუალება შეიძლებოდა ყოფილიყო საშიში კომუნისტი ქვეყნის ხელში.

DMT ჩვეულებრივ არ არის აქტიური გადაყლაპვისას სანამ არ შეერევა მონოამინ ოქსიდაზა ინგიბიტორს (MAOI) ისეთივე როგორც მონოამინ ოქსიდაზა ა–ს შექცევადი ინგიბიტორი (RIMA), მაგალითად, ჰარმალინი. MAOI - ს გარეშე, ორგანიზმი სწრაფად ამეტაბოლიზირებს პირიდან მიღებულ DMT-ს, და მას ამის გამო არ აქვს ჰალუცინოგენური ეფექტები სანამ დოზა გადაჭარბებს მონოამინ ოქსიდაზას მეტაბოლურ გამტარუნარიანობას. სხვა მიღების საშუალებებია ბოლის გამოყოფა, ინტრავენური ან შეყნოსვით ნარკოტიკს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ჰალუცინაციები მოკლე დოში (ჩვეულებრივ  ნახევარ საათზე ნაკლებ), როცა DMT აღწევს ტვინამდე სანამ ის შეიძება მეტაბოლიზირდეს სხეულის ნატურალურ მონოამინ ოქსიდაზათი. თუ მივიღებთ MAOI -ს მანამ სანამ შევისუნთქავთ ან შევიყვანთ DMT-ს გააგრძელებს და პოტენციურს ხდის ის ეფექტს.

ეფექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუბიექტური ფსიქოდელიური გამოცდილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტულ შესწავლაზე სცადეს რომ შეედარებინათ სუბიექტური გამოცდილებები ნარკოტიკებისგან გამოწვეულ სახეცვლილი ცნობიერების მდგომერეობებთან კარგად კონტროლირებად და უსაფრთხო პირობებში.

1990 იან წლებში, სტრასმანმა და მისმა კოლეგებმა წარმართეს ხუთ წლიანი DMT ს კვლევა მეხიკოს უნივერსიტეტში. რეზულტატებმა უზრუნველყო შეფასება  სუბიექტური ფსიქოდელიური გამოცდილებების ხარისხის შესახებ. ამ კვლევაში მონაწილეებმა მიიღეს DMT -ს დოზები ვენაში ინექციით და კვლევის შედეგებმა მიუთითა რომ შეიძლებოდა განსხვავებული ფსიქოდელიური გამოცდილებები გამოვლენილიყო, დამოკიდებული დოზირების დონეზე. დაბალი დოზები (0.1 და 0.05 მგ/კგ, იკითხება როგორც “მილიგრამი DMT კილოგრამ სხეულის წონაზე”)  წარმოშობს სომაესთეტიკურ (საკუთარი სხეულსი აღქმას მიკუთვნილი) და ემოციონალურ პასუხებს, მაგრამ არა ჰალუცინოგენურ გამოცდილებებს (მაგ., 0.05 მგ/კგ –ს აქვს მსუბუქი ხასიათის ამწევი და დამამშვიდებელი თვისებები). საპირისპიროდ, დიდ დოდებს (0.2 და 0.4 mg/kg) მკვლევარებმა მონიშნეს როგორც “ჰალუცინოგენური” რამაც გამოავლინა “ინტენსიურად ფერადოვანი, სწრაფად მოძრავი ეკრანი ვიზუალური სურათების, ჩამოყალიბებული, აბსტრაქტული ან ორივე”. შედარებით სხვა სენსორულ მოდალობებთან ყველაზე მეტად ზემოქმედების ქვეშ იყო ვიზუალური მხარე. მონაწილეებმა აღწერეს ვიზუალური ჰალუცინაციები, ნაკლებად სმენითი ჰალუცინაციები და თავისებური ფიზიკური შეგრძნება პროგრესირებადი სხეულის დისოციაციის გრძნობასთან, და ასევე ეიფორიის, სიმშვიდის, შიშის, და მღელვარების გამოხდილება.

სტრასმანმა ასევე განაცხადა რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ სად იქნებოდა მიღებული ნარკოტიკი. ის ამტკიცებდა რომ თვითონ DMT -ს არ აქვს სასარგებლო თვისებები, უფრო დიდ როლს ასრულებდა ის თუ სად და როდის იქნებოდა მიღებული.

აღმოჩნდა რომ დმტს შეუძლია წარმოქმნას ჰალუცინოგენური გამოცდილებები. მან შეიძლება გამოიწვიოს გრძნობის მდგომარეობა პიროვნებაზე რომ მას შეუძლია “კავშირი დაამყაროს სხვა ინტელიგენტ სიცოცხლის ფორმებთან”  (ნახეთ მექანიკური ელფები) DMT -ს დიდი დოზები წარმოქმნის ჰალუცინაციურ მდგომარეობას რაც შეიცავს “სხვა ინტელექტის” შეგრძნებას რასაც ადამიანები ზოგჯერ აღწერენ როგორც “სუპერ–გონიერი”, მაგრამ “ემოციურად მიუდგომელი”.

1995 წელს დიტრიხ და დანიელ ლამპარტერებმა ჩაატარეს გამოკვლევა სადაც აღმოჩნდა რომ დმტ–ს მიერ გამოწვეული ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობაზე (ASC) ძლიერ გავლენას ახდენდა ჩვევები, ვიდრე სიტუაციური ფაქტორები. გამოკვლევის დროს მონაწილეებმა გამოიყენეს APZ კითხვარის სამი განზომილება რომ აღეწერათ ASC (შეეფასებინათ ASC - ს გრადაცია). პირველი, ოკეანის უსაზღვროება (OB) რომელიც ეგოს საზღვრებს შლის უმეტესად ასოცირებულია პოზიტიურ ემოციებთან. მეორე, პათოლოგიური შიშის მდგომარეობაში მყოფი ეგოს დაშლა (AED) მოიცავს ფიქრების არეულობას, თვითმმართველობის და თვითკონტროლის დაკარგვას, და მესამე, მხედველობით რესტრუქტურალიზაციას (VR) რაც მოიცავს სმენით და ვიზუალურ ილუზიებს, ჰალუცინაციებს. რეზულტატებმა აჩვენა ძლიერი ეფექტები პირველ და მესამე განზომილებებში ყველა გარემოებაში, განსაკუთრებით DMT–ს და რეკომენდებული ძლიერი OB და VR სკალის მდგომარეობისგან დამოუკიდებელი  ელექტრული რეაქციების შიგასტაბილურობა. არსებითად, ექსპერიმენტი წარიმართა უსაფრთხო ლაბორატორიულ გარემოში. გარკვეულ გარემოცვას ჰქონდა გავლენა შედეგებზე რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული ლაბორატორიის გარეთ არსებულთან შედარებით.

გამოწვეულმა DMT-ს გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დროის გაფართოება, ვიზუალური და სმენითი ილუზიები, და სხვა გამოცდილებები რაც, ხშირად მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეიძლება აღიქმეს, შეუძლებელია ამის ხმოვანი ან ვიზუალური აღწერა. ზოგი მომხმარებელი აღწერს ინტენსიურ ეროტიულ სურათებს და შეგრძნებებს და იყენებს ნარკოტიკს რიტუალურ სექსუალურ კონტექსტში.

მექანიკური ელფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი მექანიკური ელფი შემოიტანა ეთნობოტანიკოსმა Terence McKenna -მ თავისი გამოცდილებით, რომელმაც ასევე გამოიყენა ტერმინი ფრაქტალური ელფები, ან თვით ტრანსფორმირებადი მექანიკური ელფები. McKenna  პირველად შეხვდა “მექანიკურ ელფებს” იმის შემდეგ რაც მოწია DMT ბერკლში (ქალაქი კალიფორნიაში :)  1965 წელს. მისმა შემდგომიმა სპეკულაციებმა  ჰიპერგანზომილებიანი სივრცის თაობაზე სადაც ისინი ხვდებოდნენ, შთააგონა ბევრ დიად ხელოვანს და მუსიკოსს, და DMT-ს არსებების მნიშვნელობა იყო დიდი თემა იატაკქვეშა (საიდუმლო) კულტურული ქსელის მონაწილეებისთვის რომლებიც გამსჭვალულები იყვნენ McKenna -ს თავშეუკავებელი გასვლებით DMT-ს ჰიპერსივრცეში.

უცნაური ქმნილებების ჰალუცინაციები მოიხსენია Szara-მ ფსიქიკური მეცნიერების ჟურნალში (ახლა  British Journal of Psychiatry) (1958) "Dimethyltryptamine Experiments with Psychotics", Stephen Szara  აღწერს ერთერთთ თემაში რომ DMT - ს მოგზაურობის დასაწყისში მისი ზემოქმედების ქვეშ “უცნაური ქმნილებების, ჯუჯების ან რაღაც მაგდაგვარის” გამოცდილება მიიღო.

სხვა მკვლევარებმა გამოცდილების მიღების შემდეგ აღწერეს ჰუმანოიდის (ადამიანის შესახედაობის მქონე) ან ცხოველის ფორმის ‘ორგანიზმები’ ან ‘არსებები’, რომლებიც აღწერილია როგორც ‘პატარა ადამიანები’ იყო ერთი და იგივე ყველასთვის (არა–ადამიანის გენის მქონე, ელფები, ჭინკები და ა.შ). ამ ჰალუცინაციების ფორმის მიზეზი იფიქრეს რომ ეს არის ენდოგენური (რაც აიხსნება შინაგანი მიზეზებით) დმტს მოვლინებული უცხოპლანეტელების მოტაცების გამოცდილება.

Cliff Pickover –ს აქვს ასევე დაწერილი “მექანიკური ელფის” გამოცდილების შესახებ, წიგნში სექსი, ნარკოტიკები, აინშტაინი და ელფები.

ფიზიკური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოზაზე რეაქციის გამოკვლევის თანახმად, “დიმეთილტრიპტამინის დოზამ ოდნავ აწია სისხლის წნევა, გულის რიტმი, თვალის გუგის დიამერი, და რექტალური (სწორნაწლავური) ტემპერატურა, დამატებით სწევს სისხლში ბეტა ენდორფინების, corticotropin, cortisol, და prolactin – ის კონცენტრაციას. ზრდის ჰორმონის დონე სისხლში იწევა ერთნაირად DMT- ს ყველა დოზასთან რეაქციისას, და მელატონინის დონე არ იცვლება.

დამოკიდებულებაზე მიდრეკილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DMT - ს დამოკიდებულების პოტენციალი და ფსიქოლოგიური აშლილობის რისკი არის მინიმალური როდესაც იყენებენ რელიგიურ ცერემონიებში. DMT, როგორც უმეტესობა ფსიქოდელიკების, არის განხილული არც შეჩვევის გამომმუშავებელი, არც ტოქსიკური.ფიზიკურ დოზაზე რეაქციის გამოკვლევის თანახმად, “დიმეთილტრიპტამინის დოზამ ოდნავ აწია სისხლის წნევა, გულის რიტმი, თვალის გუგის დიამერი, და რექტალური (სწორნაწლავური) ტემპერატურა, დამატებით სწევს სისხლში ბეტა ენდორფინების, corticotropin, cortisol, და prolactin – ის კონცენტრაციას. ზრდის ჰორმონის დონე სისხლში იწევა ერთნაირად DMT- ს ყველა დოზასთან რეაქციისას, და მელატონინის დონე არ იცვლება.


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, ის მოხმარებული იყო ადგილობრივი ამაზონელი კულრურების მიერ აიაჰუასკას ფორმით წინასწარმეტყველების და მკურნალობის მიზნით. ის პირველად სინთეტიკურად გამოიყვანეს 1931 წელს და 1946 წელს, მიკრობიოლოგმა Oswaldo Gonçalves de Lima აღმოაჩინა მისი ნატურალური მყოფობა მცენარეებში. 1960 – ში, ის აღმოაჩინეს ასევე ძუძუმწოვრების ორგანიზმში. DMT არის ცნობილი მისი შედარებით მოკლე მოქმედების ხანგრძლივობით, ინტენსიური ეფექტებით და სწრაფი დაწყებით. ამ მიზეზით, DMT ცნობილი იყო როგორც “ბიზნესმენის მოგზაურობა” 1960 იან წლებში შეერთებულ შტატებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]