დიმაშ კუდაიბერგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმაშ კუდაიბერგენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Дінмұхаммед Қанатұлы Құдайберген
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1994 (1994-05-24) (29 წლის)
დაბ. ადგილი აქტობე
საქმიანობა მომღერალი და კომპოზიტორი
საიტი en.dimashnews.com
დიმაშ კუდაიბერგენი ვიკისაწყობში

დინმუჰამედ კანატული კუდაიბერგენი (ყაზახ. Дінмұхаммед Қанатұлы Құдайбергенов) (ცნობილი, როგორც დიმაშ კუდაიბერგენი (ყაზახ. Димаш Құдайберген), დ.24 მაისი, 1994, აქტობე, ყაზახეთი) — ყაზახი მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი.

დიმაშ კუდაიბერგენმა პოპულარობა მოიპოვა ჩინურ ტელეშოუში სინგერ-2017 მონაწილეობით, რომელიც 21 იანვირად 22 აპრილის ჩათვლით გადიოდა 2017 წელს. შეჯიბრშ მან ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. დიმაშმა პირველი ადგილი მიიღო პირველ, მეორე და მეექვსე გამოსვლაშ, სიმღერებით - SOS d’un terrien en détress, ადაჟიო, ოპერა 2. მისი კონკურსზე გამოსვლა და სინგლი პოპულარუ შესრულებებს შორის მოხვდა. მისმა სიმღერამ Eternal Memories გამოსვლის დღეს QQ iTunes-ზე პირველი ადგილი დაიკავა. ის არის კინოფილმის მოგონებებთან ბრძოლა სიმღერა. 2017 წელს დიმაში ბევრ შოუსა და ღონისძიებაზე გამოჩნდა როგროც ჩინეთში, ასევე ყაზახეთსა და საფრანგეთში. 2017 წლის 27 ივნისს ქალაქ ასტანაში, ყაზახეთში შედგა დიმაშის პირველი სოლო კონცერტი, რომელსაც 30 000 ადამიანი ესწრებოდა. მაყურებელთა შეფასება კი დადებითი იყო. 2017 წელს კუდაიბერგენმა მიიღო რამდენიმე მუსიკალური პრემია, მათ შორის საუკეთესო აზიელი მსახიობის წოდება მიიღო ოცდამეოთხე ჩინურ პრემიაზე. ასევე ყველაზე პოპულარული უცხოელი მომღერლის წოდება Tencent MTV Asia-ს მუსიკალურ ფესტივალზე.

კუდაიბერგენი ცნობილია თავისი მაღალი ვოკალური დიაპაზონით, რომელიც მოიცავს ხუთ ოქტავას, ოთხ ნოტსა და ერთ ნახევარ ნოტს. მისი დიაპაზონი ვრცელდება ბარიტონის ქვედა მხრიდან სოპრანოს უმაღლეს ნოტამდე. ყველაზე დაბალი ნოტი მის სესრულებაში არის F2, ხოლო ყველაზე მაღალი - D8 (მეხუთე ოქტავის რიგი.) მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ საოპერო სიმღერის შესწავლის შემდეგ ის მოწვეული იყო სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრ ასტანა ოპერის მიერ, კუდაინებერგმა გადაწყვიტა თანამედროვე მუსიკაში დარჩენა და მისი წარმოდგენა კლასიკური ელემენტების გამოყენებით, ისევე როგორც ტრადიციული ყაზახური მუსიკისა და პოპ მუსიკის დახმარებით.

ის ასევე ცნობილია ცოცხალი შესრულებით და არა ფონოგრამით. კუდაიბერგენი რამდენიმე ენაზე ასრულებს სიმღერებს. დღევანდელ დღემდე მას შესრულებული აქვს სიმღერები: ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ, ჩინურ, ფრანგულ, უკრაინულ, გერმანულ, იტალიურ და სერბულ ენებზე. ის საუბრობს ყაზახურ და რუსულ ენებზე, სწავლობს ინგლისურსა და ჩინურს. დიმაშმა განაცხადა რომ მაიკლ ჯექსონის

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994-2014: ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინმუჰაემდ კანატული კუდაიბერგენი დაიბადა 1994 წლის 24 მაისს, ქალაქ აქტობეში, მომღერლების, კანატა და სვეტლანა აიტბაევების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ დინმუშამედი მისი სრული სახელია - მას ყოველთვის დიმაშით მოიხსენებდნენ. მისი მამა - კანატ აიტბაევი - აქტობეს რეგიონის კულტურის, არქივისა და დოკუმენტთა მმართველი გახდა. დედა - სვეტლაა აიტბაევა - მომღერალია აქტობეს რეგონის ფილარმონიაში, ასევე სოციალურ-კულტურული კომისიის მდივანი და სამხატვრო ხელმძღვანელი საბავშვო სტუდია საზის. დიმაშს ჰყავს უმცროსი და - რაუშანი და უმცროსი ძმა - აბილმანსურა (მანსურა).

2016 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ბოლოს დიმაშ კუდაიბერგენმა მონაწილეობა მიიღო ვოკალური შოუს მეხუთე სეზონში, დირექტორ ჰონგ ტაოს რეკომენდაციით. პრემიერამდე დირექტორმა დიმაში ქალაქ ჩანშაში მიიწვია, ჩინეთში, მოსმენაზე და ის მოხიბლული დარჩა დიმაშის ხმით, მუსიკალურობითა და პოტენციით, რომლითაც შეეძო გამხდარიყო ვარსკვლავი. ამის შემდეგ კუდაიბერგენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Black Gold Talent-თან პეკინში[1]. ის იყო შოუს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 22 წლის მონაწილე, რომელიც ეჯიბრებოდა პროფესიონალ და ყველაზე მოთხოვნად ჩინელ მომღერლებს. დიმაშის დედამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მის სურვილს წარმოადგენდა პროექტის შუა ნაწილამდე მაინც დარჩენილიყო მასში[2].

საბოლოოდ ის მოხვდა ფინალში, დაიკავა მეორე ადგილი, პირველზე კი სეიდი ლეიმი გავიდა - მომღერალი ჰონგ-კონგიდან.

სინგერ-2017-ის პირველი ტური 2017 წლის 10 იანვარს ჩაიწერა და 21 იანვარს გავიდა ეთერში. დიმაშმა ამ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, სიმღერით SOS d’un terrien en détresse. ამის შემდეგ გახდა მისი სახელი ცნობილი სოციალურ ქსელსა და მედიაში. მის წარმატებაზე ინფორმაცია ყაზახურმა მედიამაც გაავრცელა. დიმაშმა ფრანგული მედიის ყურადღებაც მიიწვია და ინტერვიუ ჩაწერა ამ სიმღერის ავტორის დასთან, კლერ ბალავუანთან.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია Top Chinese Music Awards 2017-ზე დიმაშმა გაიღო საკუთარი კოსტიუმი, რომელიც ეცვა სინგერ-2917-ზე პირველ გამოსვლაზე. Jingdong პლატფორმის საშუალებით კოსტიუმი გაიტანეს ღია აუქციონზე და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა ბავშვთა დაცვის ფონდს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 【“一带一路”】迪玛希:“一带一路”上的音乐使者_新闻_央视网(cctv.com). m.news.cctv.com. ციტირების თარიღი: 2018-09-05.
  2. „KAZAKH SINGER WINS FANS IN CHINA“. Kazakh-tv.kz (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-05.