შინაარსზე გადასვლა

დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი

Dilek Yarımadası-Büyük Menderes Deltası Millî Parkı

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ქუშადასის ხედი პარკიდან
დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი
მდებარეობა ქუშადასი, აიდინი, თურქეთი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უახლოესი ქალაქი გიუზელჩამლი
კოორდინატები 37°40′08″ ჩ. გ. 27°09′42″ ა. გ. / 37.6689278° ჩ. გ. 27.1617556° ა. გ. / 37.6689278; 27.1617556
ფართობი 27,598 ჰა
დაარსდა 19 მაისი 1966
მმართველი ორგანო თურქეთის სატყეო და წყლის საქმეთა სამინისტრო
ოფიციალური საიტი dilekyarimadasi.com

დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი (თურქ. Dilek Yarımadası-Büyük Menderes Deltası Millî Parkı) — 1966 წლის 19 მაისს დაარსებული ეროვნული პარკი დასავლეთ თურქეთში. თავისი საზღვრებით, პარკი შეიცავს მთლიანად დილექის ნახევარკუნძულს და მდინარე დიდი მენდერესის დელტის დიდ ნაწილს. პარკი მდებარეობს ეგეოსის რეგიონში, აიდინის პროვინციის ქუშადასის რაიონში. უშუალოდ ეროვნული პარკის დასავლეთით განლაგებულია პატარა სანაპირო ქალაქი გიუზელჩამლი, სადაც რამდენიმე ავტობუსი და ბორანი მოძრაობს ქუშადასის ცენტრსა და პარკს შორის, მანძილი კი დაახლოებით 30 კმ შეადგენს.[1][2]

პარკი, თურქეთის ეროვნულ პარკებს შორის, ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანია. პარკი ადგილობრივი და მიგრაციული ფრინველების, ძუძუმწოვრების, მცენარეებისა და საზღვაო ცხოველების ასობით სახეობის ჰაბიტატია, რომელთაგან ზოგიერთი მარტო პარკისთვის ენდემურია და არ შეინიშნება მსოფლიოს სხვა ნაწილში.[3] ამ მიზეზების გამო, პარკი დაცულია მრავალრიცხოვანი ველური და ჭარბტენიანი კონვენციებით და ტერიტორია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობისაა.[4]

პარკი გამოყოფილია საბერძნეთის კუნძულ სამოსისგან ძალიან ვიწრო სრუტით, რომელიც ცნობილია როგორც მიკალეს სრუტე. სრუტის სახელწოდება მომდინარეობს მიკალეს მთისგან, რომელიც ნახევრკუნძულის ყველაზე მაღალი და ყველაზე ცნობილი მთაა, ხოლო სრუტე ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სრუტეა ეგეოსის ზღვაში.[5]

ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაწყებული დილექის ნახევარკუნძულის სამხრეთიდან და დასრულებული მდინარე დიდი მენდერესის დელტასთან უკაცრიელი იყო, ან საკმაოდ იშვიათად დასახლებული, სხვაგვარად ხელუხლებელი იყო ადამიანის გავლენისგან. ამ იზოლაციის შედეგად, ტერიტორია ფართოდ იყო დასახლებული მრავალრიცხოვანი სახეობის მცენარეებისა და ველური ცხოველებით, რომელთა უმრავლესობა დღემდე მოიპოვება პარკში. საბოლოოდ ძველი ბერძნული და განსაკუთრებით იონიური გავლენის ქვეშ, ტერიტორიაზე აშენდა რამდენიმე დასახლება მიკელას მთასა და დიდი მენდერესის დელტასთან, როგორიცაა პრინი და მილეტი.[6] ახლომდებარე პანიონუმი კი იონელების ლიგის შეხვედრის ადგილი იყო.[7] თანამედროვე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ქუშადასის პორტის მახლობლად მდებარე დასახლებების მოსახლეობის და სიმჭიდროვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, თურქეთის სატყეო და წყლის საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 1966 წლის 19 მაისს დილექის ნახევარკუნძული გამოაცხადა სახელმწიფო მიერ დაცულ ეროვნულ პარკად. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1994 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი მენდერესის მდინარის დელტას, ასევე ეროვნული პარკის სტატუსი მიანიჭა.[1][8][9]

2005 წლის დასაწყისში, მდინარე დიდი მენდერესის დელტაში მძიმედ დაჭრილი ხმელთაშუაზღვიური სელაპი (Monachus monachus) აღმოჩნდა. დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი მკურნალობა, მაგრამ გართულებების გამო მალევე გარდაიცვალა. ხმელთაშუაზღვიური სელაპი კრიტიკული საფრთხის ქვეშაა, მსოფლიოში მხოლოდ 600-მდე სელაპია დარჩენილი, ხოლო მათგან 100-ზე მეტი თურქეთის საზღვაო საზღვრებში ცხოვრობს.[10]

დაპირისპირება პარკის გარშემო 2010 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც აიდინის მეფუტკრეების ასოციაციის თავმჯდომარემ, ქადირ ქილიჩმა განაცხადა, რომ მეფუტკრეები ეროვნულ პარკში გადავლენ, სადაც აკრძალული იყო მათი შესვლა 1966 წელს დაარსების დღიდან. დებატები ამის გარშემო მოკლე დროის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ დავა დაუყოვნებლივ მოგვარდა, როდესაც ადიანის გუბერნატორის წარმომადგენელმა, საჯაროდ დაამთკიცა პროვინციის მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე. პროვინციის მთავრობამ უარყო პრეტენზიები და დაადასტურა, რომ მეფუტკრეები პარკში არ დაიშვებიან. მეფუტკრეებსთვის ამჟამად ნებადართული არ არის პარკში შესვლა, პარკის მდიდარი ფლორის დაცვის მიზნით.[11]

ეროვნული პარკის სრული რუკა, მათ შორის უძველესი ქალაქების სახელებით

ეროვნული პარკის ხმელეთის მთლიანი ფართობია 27 598 ჰა, აქედან თვითონ ნახევარკუნძული ფართობი 110 კმ² შეადგენს, სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 6 კილომეტრს და სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთით 20 კილომეტრს შეადგენს.[12][13] მდებარეობს დავუთლარიდან დაახლოებით 8 კმ-ში,[12] ქუშადასის რაიონიდან 26 კილომეტრის დაშორებით (დაახლოებით 23-30 კილომეტრის დაშორებით)[14] და მდებარეობს პირდაპირ ქალაქ გიუზელჩამლის მიმდებარედ.[15] აიდინის პროვინციის სხვა ახლომდებარე ქალაქებს აქვთ პარკთან მისასვლელი გზები, მათ შორის აიდინს, სიოკე და ნაკლებად დიდიმს.[8]

მიკალის სრუტე ნახევარკუნძულს ახლომდებარე კუნძულ სამოსისგან ჰყოფს. მიკალის სრუტე ატარებს მიკალის მთის სახელწოდებას, სრუტე ყველაზე ახლო წერტილთან დაახლოებით 1,6 კილომეტრს შეადგენს, რომელიც მისი ყველაზე ვიწრო წერტილია, რაც ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო სრუტეა.[5]

პოპულარული ადგილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარკის ხედი მიკალის მთით უკანა ფონზე

ნახევარკუნძულის მთიანი რელიეფი და მრავალრიცხოვანი მღვიმე, კანიონი და ხეობა, განაპირობებს ვიზიტორებისა და მკვლევარების დიდ ინტერესს ამ პარკისადმი.[16] ნაპირის გასწვრივ არსებობს რამდენიმე ბუხტა, რომლებიც ადვილად იდენტიფიცირდება მათი სახელებიდან გამომდინარე. აღმოსავლეთიდან პარკში შესვლისთანავე, პირველი და ყველაზე აღმოსავლეთი სანაპირო, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ცნობილია როგორც იჩმელერის ბუხტა. აქ წყლის დონე ყველაზე დაბალია, ვიდრე პარკის სხვა ბუხტებში, ხოლო მისი პლაჟები ქვიშიანია, განსხვავებით ზოგიერთ შორს მდებარე ბუხტისგან.[17] აქედან გამომდინარე, ტურისტებს შორის ის უფრო პოპულარულია, ვიდრე პარკის და ქუშადასის დანარჩენი პლაჟები. აიდინლიქის ბუხტა მდებარეობს დაახლოებით 5 კმ დასავლეთით და აქვს გალესური სანაპირო და ღრმა წყლები.[18] ეს აღნიშნავს გარდამავალ წერტილს, სადაც ნახევარკუნძულის პლაჟების წყლები გაცილებით ღრმავდება. შედეგად, ეს პლაჟები უფრო გამოცდილ მყვინთავებსა და ადგილობრივებს იზიდავს, ვიდრე ტურისტებს. ჟანდარმის (საზოგადოებრივი უსაფრთხოების პატრული) საგუშაგოს გავლის შემდეგ, მიმავალი გზა მიჰყავს მიმდებარე კანიონში. აქედან არსებობს რამდენიმე ბილიკი ტყეში. ერთ-ერთი მათგანი სოფელ დოღანბეიში მიდის, ხოლო თუ გააგრძელებთ გზას, ის მიგვიყვანს ახლომდებარე ძველ ელინისტურ საპორტო ქალაქ კარინში. თუმცა, ამ გზის ბოლო 9 კმ შეზღუდულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ნებართვისა ან თანმხლები გიდის მეშვეობით. მესამე ბუხტა არის ქავაქლი ბურუნის ბუხტა და ბოლო ყველაზე დასავლეთით მდებარე ბუხტა არის ქარასუს ბუხტა, ორივე ბუხტა ყველაზე ახლო ხედს შლის კუნძულ სამოსზე და განიცდის სტუმრების ნაკლებობას ვიდრე ნახევარკუნძულის სხვა ბუხტები. ნახევარკუნძულის ბოლოში აღმართულია ყველაზე მაღალი მთა მიკელა (დილექის მთა).[14][18][19]

მღვიმის ხედი შესასვლელთან ახლოს

ეროვნულ პარკში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ იწყება შიდა ბილიკი ნახევარკუნძულიდან, რომელიც მიდის ადგილობრივ მღვიმეში, რომელიც ცნობილია როგორც ზევსის მღვიმე. შესასვლელი ძალზედ ხშირია მცენარეულობით, რომელიც მოიცავს შესასვლელის ნაწილს. ასევე არსებობს სურვილის ხე, რომელსაც ადამიანები, როგორც წესი, აბამენ ქსოვილსა და ნივთებს, იმ იმედით, რომ მათი სურვილები ასრულდება. ზევსის მღვიმე სავსეა მიწისქვეშა წყლებით, რაც კიდევ ერთი საერთო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ეროვნული პარკის მახლობლად. მღვიმის მონახულება, როგორც წესი იზრდება მაშინ, როდესაც ახლომდებარე პლაჟების წყლები ხდება ხისტი, რითაც ისინი ნაკლებად მიმზიდველი ხდებიან. მღვიმის სახელწოდებასთან დაკავშირებულია ბევრი ლეგენდა, რომელიც ეხება მღვიმეს და მის წარმოშობას, მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, მღვიმის წყალში ზევსი ბანაობდა.[20][21]

დიდი მენდერესის დელტა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მენდერის მდინარის ფართო ფელტა ეგეოსის ზღვაში ჩაედინება, ფართობით 16 613 ჰა, რაც მთელი დილექის ნახევარკუნძულზეც დიდია, რომელის უდიდესი ჩრდილოეთი ნაწილი მხოლოდ 10 985 ჰა.[22] დიდი მენდერის დელტა, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია ჭარბტენი მცენარეთა და საზღვაო ცხოვრების თვალსაზრისით და დაცულია რამდენიმე ხელშეკრულებით, როგორიცაა რამსარის კონვენცია.[3] მისი ბიომრავალფეროვნება გამომდინარეობს ნაყოფიერი მიწებისა და დელტის მტკნარი წყლებით, რომლებიც აერთიანებს მრავალ სახეობას, მათ შორის რამდენიმე მიგრირებად ფრინველს. ნახევარკუნძულის მიმდებარე მთები იწვევენ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის არსებულ ტემპერატურულ განსხვავებას, რამაც გამოიწვია დელტას რეგიონში არსებული სახეობების ტიპებში კორელაციულ განსხვავებას.[8] ტერიტორია აღჭურვილია ბილიკებით, ასევე პიკნიკისა და მოგზაურობისათვის.[23]

ნავი და ნახევარკუნძულის ერთ-ერთი პატარა ბუხტა, ხედი დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან

დილექის ნახევარკუნძულის-დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკს აქვს ხმელთაშუაზღვიური კლიმატი, ანუ მშრალი და ზომიერია მთელი წლის განმავლობაში, გარდა ზამთრისა, როდესაც წლიური ნალექების უდიდესი ნაწილი მოდის. საშუალო ტემპერატურა წელიწადში დაახლოებით 18 °C-მდეა, ზამთრის საშუალო 8 °C-დან ზაფხულის საშუალო 27 °C-მდე. თუმცა მთებში, სიმაღლის მატებასთან ერთად, ტემპერატურა ჩვეულებრივ იკლებს და დაბალია, წლიური საშუალო ტემპერატურა, როგორც წესი 13 °C არ აღემატება. არსებობს ნალექის რაოდენობის განსხვავებებაც, რაც დამოკიდებულია სიმაღლის დონიდან, ასევე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს შორის. ნალექის რაოდენობა შეადგენს 900-1 500 მმ წელიწადში. აქედან გამომდინარე, ფოთლებისა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობა ცხოვრობს მაღალ სიმაღლეზე, ვიდრე მიწის ზედაპირზე, იგივეა სიტუაცია, როდესაც ვადარებთ კუნძულის სამხრეთ ნაწილსა და მდინარის დელტის ჩრდილოეთ ნაწილს.[24][25]

მიკალის მთა

ნახევარკუნძულის რელიეფზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეგეოსის რეგიონის გეოლოგიას. ნახევარკუნძული თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა რამდენიმე გეოლოგიური ეპოქის ტექტონიკური მოქმედების შედეგად, პალეოზოური, მეზოზოური და მარმარილოს დეპოზიტების ტექტონიკური შერწყმის შედეგად და საბოლოოდ ნეოგენური პერიოდის განმავლობაში დიდი თიხებისა და სხვა ნალექების მიღების შედეგად ჩამოყალიბდა.[25][26] ეს ნაწილობრივ გამოწვეულია თურქეთის არასტაბილური ტერიტორიით, ასევე ანატოლიურ-ეგეოსის ტექტონიკური საზღვრის სიახლოვით, რაც დასავლეთ თურქეთის მთის მასივებს ქმნის.[27] ტერიტორია მოიცავს ნახევარკუნძულს და მთიან მასივებს მენდერესის მდინარის გარშემო, რომელიც ცნობილია, როგორც მენდერეს მასივი.[28][29]

ნახევარკუნძული მაღალმთიანობით ხასიათდება, მისი მთების უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 1 200 მეტრის სიმაღლისაა. ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი მთა მიკალის მთაა, რომლის სიმაღლე დაახლოებით 1 237 მეტრია.[25]

ეროვნული პარკი საკმაოდ მრავალფეროვანია თავისი ველური და მცენარეული ბუნებით, აქ დაახლოებით 804 ჯიშის მცენარე, 256 ჯიშის ფრინველი, ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლების და საზღვაო ცხოველების მრავალფეროვანი სახეობა ბინადრობს. მთლიანად ეროვნული პარკი, მათ შორის დილექის ნახევარკუნძულის ეროვნული პარკი და დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი, ამჟამად დაცულია რამსარის კონვენციით, ბერნის ევროპის ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციის შესახებ ხელშეკრულებით, რიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ბარსელონას კონვენციით.[3][4]

პარკს გააჩნია მრავალფეროვანი მცენარეულობა. ტემპერატურისა და კლიმატის განსხვავება პარკის სხვადასხვა ნაწილებსა და სიმაღლეებს შორის, პარკში გვხდება არა მხოლოდ ეგეოსის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორა, არამედ თურქეთის ცალკე სანაპირო რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორაც. ეს რეგიონებია: ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, მარმარილოს ზღვის რეგიონი და შავი ზღვის რეგიონი.[8]

მთელი პარკის ტერიტორიაზე მოცემულია ფლორის 804 სახეობა, აქედან ექვსი პარკისთვის ენდემურია, რაც პარკის ტერიტორიაზე სრულიად ექსკლუზიურია და დედამიწაზე სხვაგან არსად არ არის მოცემული, ხოლო 30 პარკისთვის მკვიდრია.[3] ეროვნულ პარკში ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გავრცელებულია მცენარეთა ისეთი ჯიშები, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე ბუჩქები, ღვია (Juniperus phoenicea). ტერიტორიის სხვა საერთო მცენარეული სახეობებია: ფართო-ფოთოლიანი მსხალი (Pýrus elaeagrifolia), თურქული ფიჭვი (Pinus brutia) და თუთუბოს ხე (Rhus coriaria).[3][18]

ხის ხედი ტყის შიგნით

სულ პარკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ძუძუმწოვრების 28 სახეობა, ქვეწარმავლების 42 და თევზების 45 სახეობა.[3] რამდენიმე ველური ღორი (Sus scrofa) პარკის ენდემური ცხოველია. მათ ხშირად ხვდებიან სანაპიროებთან ახლოს, სადაც ისინი სტუმრების მიერ დატოვილი ნარჩენებით იკვებებიან.[13] ნახევარკუნძულის ტყეში შესვლისას სხვა ძუძუმწოვრებს შეიძლება შეხვდეთ, როგორიცაა ოქროს ტურას (Canis aureus), ევრაზიულ ფოცხვერს (Lynx lynx) და რამდენიმე ზოლებიან აფთარს (Hyaena hyaena) და კარაკალებს (Caracal caracal), რომლებიც ამ ადგილებისთვის არ არის ენდემური.[3]

ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროებთან და მდინარის დელტაში, არსებობს ფრინველებისა და საზღვაო ცხოველების რიგი სახეობა. ამ სახეობების უმეტესობა გაუჩინარების საფრთხე ემუქრება, რაც განაპირობა დელტის ეროვნული დაცვის ქვეშ მოქცევა. აქ გავრცელებულია რიგი ფრინველების სახეობა, რომელიც შეიცავს პატარა ბაკლანებს (Phalacrocorax pygmeus), პატარა თეთრ ყანჩას (Egretta garzetta), ველის კირკიტას (Falco naumanni), ზღვის ჩარადრიუსს (Charadrius alexandrinus), თეთრ არწივებს (Haliaeetus albicilla) და დალმატურ პელიკანებს (Pelecanus crispus), ვისთვისაც პარკი ბინადრობის უმნიშვნელოვანესი ადგილია. ზღვის მობინადრეები ეგეოსის ზღვის ტიპირ სახეობებს მოიცავს.[3][8]

ადგილობრივი წყლების ბიომრავალფეროვნება კარგად არ არის შესწავლილი. პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ ზღვის კუები და ძუძუმწოვრები,[30][31] მათ შორის ფინვალი და დელფინები.[3][32][33]

პატარა ბუხტა ჩრდილოეთ სანაპიროზე

ბუნების ფოტოს გადაღება პარკის საერთო საქმიანობაა, მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის გამო, აგრეთვე ლანდშაფტის ფოტოს გადაღება მთიანი რელიეფის გამო, საკმაოდ პოპულარულია. არსებობს რამდენიმე სატყეო ბილიკი და მაღალმთიანი ობიექტები, რომლებსაც იყენებენ ალპინისტები და ტურისტები. არსებობს მრავალი სხვა საქმიანობა, რომელიც ხელმისაწვდომია სტუმრებისთვის, ასევე ზოგიერთი აკრძალული საქმიანობა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მიზნით თევზჭერა ნებადართულია, თუმცა პარკის იურისდიქციაში ნადირობას, მძიმე შედეგები აქვს.[8][18][34]

პარკს გაზაფხულსა და ზაფხულის თვეებში ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს, როდესაც პარკი ღიაა 8:00-დან 19:00 საათამდე. შემოდგომაზე და ზამთარში იხურება 17:00 საათზე, ორი საათით ადრე. შესვლა პარკში ფასიანია. დაბანაკება, კოცონის დანთება ან ღამის გათენება პარკში მკაცრად იკრძალება, რათა დაცული იყოს მიმდებარე ეკოსისტემა.[14] პარკამდე მისვლა შესაძლებელია ქალაქ ქუშადასიდან დოლმუშით (მიკროავტობუსი), რომელიც რეგულარულად გადის ქალაქის ცენტრიდან. მოქმედებს ასევე ბორანის სერვისი, რომელიც ფუნქციონირებს ქუშადასისა და გიუზელჩამლის შორის, რაც თავის მხრივ, სტუმრებისთვის პარკამდე მიღწევას უზრუნველყოფს. ყოველწლიურად პარკს დაახლოებით 700 000 უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს.[4][12][18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Dilek Yarımadası - Büyük Menderes Deltası Milli Parkı Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  2. „Kuşadası-Güzelçamlı arası feribot seferleri başladı“. Radikal (Turkish). 2015-06-03. ციტირების თარიღი: 2015-07-09.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Milli Park Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 Dilek Yarımadası Milli Parkı Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  5. 5.0 5.1 General Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  6. Mycale (479 BCE). ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  7. Panionium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Dilek Peninsula (Kusadasi) National Park. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  9. History of Kusadasi. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  10. „Seals return to Kuşadası after 45-year-absence“. Hürriyet Daily News. 2005-02-26. ციტირების თარიღი: 2015-07-09.
  11. „Turkish beekepers to be kept out of national park“. Hürriyet Daily News. 2010-04-29. ციტირების თარიღი: 2015-07-09.
  12. 12.0 12.1 12.2 Dilek Peninsula National Park, Guzelcamli – Kusadasi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  13. 13.0 13.1 Dilek Peninsula National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  14. 14.0 14.1 14.2 Introducing Dilek Peninsula. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  15. Dilek Peninsula National Park Kusadasi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  16. Discover Dilek National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-10. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  17. Dilek Peninsula National Park. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Dilek National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  19. 8 Top-Rated Tourist Attractions in Kusadasi. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  20. Cave of Zeus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  21. Cave of Zeus Kusadasi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  22. Dilek Peninsula - Delta of Great Menderes National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  23. Turkey: exploring the ancient Meander river delta. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  24. Southeastern Europe: Along the coastline of Greece and Turkey, stretching into Macedonia. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  25. 25.0 25.1 25.2 Efe, Recep. A Comparative Study on the Biogeography of Protected and Degraded Habitats in Dilek Peninsula - Turkey (PDF). ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  26. Dilek Yarımadası-Büyük Menderes Deltası Milli Parkı Turkish. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  27. Turkey - Geology. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  28. A key extensional metamorphic complex reviewed and restored: The Menderes Massif of western Turkey (PDF) (11 November 2009). ციტირების თარიღი: 17 July 2015.
  29. Geology of the Menderes Massif and the Lycian Nappes South of Denizli, Western Taurides. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 22 July 2015.
  30. Fifth stranding record of the Fin Whale in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-31. ციტირების თარიღი: 2017-05-27.
  31. Notarbartolo-di-Sciara G.; Zanardelli M.; Jahoda M.; Panigada S.; Airoldi S. (2003). „The fin whale Balaenoptera physalus (L. 1758) in the Mediterranean Sea“ (pdf) |format= საჭიროებს |url=-ს (დახმარება) (Vol. 33, No. 2): 105–150. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  32. Alakavuk E., Şengün B., 2009, The Dilek Peninsula: Büyük Menderes Delta, Natural Heritage from East to West, pp.315-319, Case studies from 6 EU countries. Edited by Evelpidou, N., deFigueiredo, T., Mauro, F., Tecim, V., Vassilopoulos, A., 2010, Springer.
  33. Yunus - WWF Turkey
  34. „Directory of Marine and Coastal Protected Areas in the Mediterranean Region“ (PDF). IUCN/UNEP Athens, MAP Technical Reports Series No. 26. 1: 160. 1989. ციტირების თარიღი: 15 March 2016.